Pepsi-სთან ერთად უფრო გემრიელია

პოსტი ლადოს, რომელიც პეპსის ცოცხალი თავით არ სვამს 🙂

PepsiCo-ს ხშირად ჰქონია სარეკლამო კამპანიები, რომელსაც შემდეგ რეკლამის, მარკეტინგის სალექციო კურსების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და სახელმძღვანელოებისთვის დაიტაცებდნენ ხოლმე. Pepsi vs Coke სარეკლამო ფრონტებზე ბრძოლის ამბები ამ ბლოგზეც მაქვს აქა-იქ გაბნეული…

წელს, ჰამბურგერის დღეს, რომელსაც ამერიკა 28 მაისს აღნიშნავს, PepsiCo-მ ახალი სარეკლამო კამპანია წამოიწყო “პეპსისთან ერთად უკეთესია” (Better With Pepsi) პოსტერების არაჩვეულებრივი სერიით.

Burgers go better with Pepsi

თუ დააკვირდებით და თვალი გამეცადინებული გაქვთ – ეს არის ქაღალდის სამი პაკეტი, რომელშიც ჰამბურგერია ხოლმე გახვეული ჰამბურგერების სამი პოპულარული ქსელიდან – Burger King, McDonald’s, Wendy’s, დაჭმუჭნული იმგვარად, რომ Pepsi-ს ლოგო გამოვიდეს.

სულ ერთია, რომელ ბურგერს მიირთმევთ – პეპსისთან ერთად უფრო გემრიელია. 🙂

რეკლამის იდეა სააგენტო Alma DDB-ს ეკუთვნის მაიამიდან.

სარეკლამო პოსტერში ერთდროულად საყვედურიცაა და ირონიაც – ჰამბურგერების სამივე ქსელი აშშ-ში, ისევე როგორც ჩვენთან, პრაქტიკულად არ თანამშრომლობს PepsiCo-სთან და Coca-Cola-სთან ექსკლუზიური კონტრაქტი აქვთ. ამიტომ ყველას, ვინც ეთანხმება, რომ ჰამბურგერი სწორედ პეპსისთან ერთადაა უფრო გემრიელი, კომპანია PepsiCo პეპსის ფასს უნაზღაურებს… ამისთვის საკმარისია ფოტოს გადაღება ჰამბურგერთან და ქილა პეპსისთან ერთად და კომპანიის დათაგვა სოციალურ ქსელში… მაგრამ აქცია, ცხადია, მხოლოდ აშშ-ში მიმდინარეობს. 🙂

საქართველოში არვინ არაფერს აგვინაზღაურებს, მაგრამ პეპსისთან ერთად აქაც უფრო გემრიელია.

Creative Commons License
©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Pepsi Shares the Story Behind Its Brilliant Burger-Wrapper Ads

***

რაკი Pepsi vs Coke პოსტებიდან დიდი დრო გავიდა, ორ კლიპს იქედან აქეთ გადმოვამატებ ბონუსად. PepsiCo-ს საფირმო იუმორი ინ ექშნ:

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: