შაბათის პოსტი
რა ხანია, შაბათის პოსტი არ დამიწერია.
ერთ კატაზე უნდა დავწერო ახლა.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კატა.
თუმცა, რატომ იყო – არის.
არის ერთი კატა, რომელსაც ძალიან უყვარს სოსისი და ძეხვი.
თქვენ მეტყვით, სოსისი და ძეხვი რომელ კატას არ უყვარსო, მაგრამ ეს კატა მუშაობდა შემპატიჟედ – აი, დახლებთან რომ დგანან და მუშტარს ეპატიჟებიან, მოდი აქეთ, ჩვენი საქონელი შეიძინეო – იმად.
მუშაობდა კატა “ნიკორას” შემპატიჟედ, იჯდა კართან და გამვლელ-გამომვლელს მაღაზიაში უხმობდა. და გასამრჯელოდ თუ თათის ქირად “ნიკორას” ძეხვეულსა და სოსისს მიირთმევდა.
გამოხდა ხანი. იქვე, მეზობლად “ევროპროდუქტის” მარკეტი გაიხსნეს და ესპანური ძეხვეულის სუნმა რომ შეუღიტინა ნესტოებში, გამოყვა კვალს და “ევროპოროდუქტთან” გადმოაფგრეიდდა.
მას მერე “ევროპროდუქტის” შემპატიჟედაა მოკალათებული. გამვლელ-გამომვლელს მაღაზიაში უხმობს და გასამრჯელოდ თუ თათის ქირად “ელ პოსოს” ჩორიზოსა და “კარნიკას დიბეს” სალჩიჩონებს გეახლებათ.
და ულვაშებზე ვატყობ ხოლმე კმაყოფილობას.
თუმცა… გავიარე იმ დღეს და, ყური ხომ არ მოგიკრავს, “გასტრონომი” როდის იხსნებაო, მკითხა.
მგონი, მორიგჯერ დააფგრეიდებაზე ფიქრობს.
©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ასევე:
კატა და თაგვი (შაბათის პოსტი)