ძაღლები კატების ქალაქიდან

ზეითინი, ნაზარი და ქართალი – ასე ქვიათ სამ მუშკეტერს ძაღლს, რომლებიც სტამბოლში ცხოვრობენ. ქუჩაში. სტამბოლელი ქუჩის ძაღლები არიან.

მათ გარდა ამ ქალაქში 100’000-ზე მეტი ქუჩის ძაღლი ცხოვრობს, მაგრამ ეს სამი დოკუმენტური ფილმის გმირებად იქცნენ. და ახლა ისინი მოგვითხრობენ საკუთარ თავზე, სხვა ძაღლებზე. და – არამხოლოდ ძაღლებზე.

Stray Poster

“მოხეტიალე” (Stray) ასე ქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც 2020 წელს გადაიღო ელიზაბეთ ლოუმ (Elizabeth Lo).

კი, ვიცი, რომ “მაწანწალა” უფრო შეესაბამება, მაგრამ არ მიყვარს… და ქუჩის ძაღლებს ასე არც ვუძახი.

ფილმი კარგი გამოვიდა და თორონთოს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Hot Docs მთავარი პრიზი მოიპოვა. კიდევ რამდენიმე სხვა ჯილდოზეც იყო ნომინირებული ნიუ იორქის, ხიხონის, ბერგენის, სტოკჰოლმის დოკუმენტური ფილმების ფესტივალებზე. ეკრანებზე გამოსვლა კოვიდმა შეაფერხა და დებიუტი წელს, 5 მარტს შედგა. ცუდი დასწრება არ აქვს და IMDb-ზე – 7+ რეიტინგი.

Zeytin

ფილმი “ძაღლის თვალითაა” გადაღებული. ეს არის ფილმი ზეითინზე, ნაზარზე და ქართალზე და სხვა სტამბოლელ ძაღლებზეც. სტამბოლში მცხოვრებ ადამიანებზე. და თავად – სტამბოლზე.

ძაღლები ამ ქალაქის მკვიდრი მაცხოვრებლები არიან. ერთხელ იყო, ქალაქი იხსნეს კიდეც (იმ დროს სტამბოლს კონსტანტინოპოლიც კი არ ერქვა ჯერ – ბიზანტიუმი იყო).

ამიტომაცაა, ეგებ, რომ დღეს სტამბოლში ძაღლებს არ ერჩიან, მიუხედავად იმისა, რომ ისლამში ძაღლი უწმინდური ცხოველია… ბევრგან თვალს მოჰკრავთ – მშრალი საკვებია დაყრილი კატებისთვის და ძაღლებისთვის, ჭურჭელი – წყლით, რომ სტამბოლელი ოთხფეხები გაუწყლოებისგან იხსნან.
რა გასაკვირია, რომ სტამბოლელი ძაღლებიც ძალიან კეთილგანწყობილნი არიან. დიდი ზომის – ნამდვილი ქოფაკები… მაგრამ – გულკეთილი ქოფაკები.
კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს

ძაღლები სტამბოლში უყვართ, თუმცა, იყო დრო, ქალაქიდან ასახლებდნენ. მაგრამ დღეს ეს ყველა წარსულს ჩაბარდა. ავი მოპყრობისგან მათ უკვე კანონიც იცავს და სტამბოლის ახალი მერის ინიციატივით, მალე ეს კანონი კიდევ მეტად გამკაცრდება.

სტამბოლის ქუჩებში დგას ცხოველების საკვების გამცემი დანადგარები, სტამბოლში ყინვიან ზამთარს მეტროს სადგურებში იფარებენ ცხოველებს, შექმნეს მობილური აპი, რომელშიც აღრიცხულია ქალაქის ქუჩებში მცხოვრები ცხოველები, არის რამდენიმე კლინიკა, რომელიც, მინიციპალიტეტის დაფინანსებით, მოხეტიალე ცხოველებს ემსახურება, მათ შორის კლინიკა ბორბლებზე – VetBus.

Vetbus Istanbul

ბორბლებიანი კლინიკა სტამბოლში არ მოუგონიათ – VetBus-ის იდეა სან დიეგოში გაჩნდა, მაგრამ სტამბოლშიც მოეწონათ და გადმოიღეს.

ქუჩის ცხოველებთან ერთ ქალაქში ცხოვრების, ზრუნვის, მოფრთხილების სტამბოლური მოდელი, მსურს, სხვა ქალაქებსაც გავაცნო, სხვებმაც გაიზიარონო, – უთხრა რეჟისორმა Reuters-ს.

Elizabeth Lo

ზეითინი თურქულად ზეთისხილია, ნაზარი – თილისმა, ქართალი – არწივი. სამივე კი სტამბოლელი ძაღლები არიან. ქალაქიდან, რომლებიც კატებს კი ეკუთვნით (მათზეც არის დოკუმენტური ფილმი) მაგრამ დღეს ძაღლებსაც ეკარგქალაქებათ.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

‘They see them as fellow citizens’: How Istanbul’s street dogs have found a place in society
‘Stray’: Film Review

ასევე:

კატების ქალაქი, რომელიც ძაღლებმა გადაარჩინეს
გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “ძაღლები კატების ქალაქიდან”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: