ლურჯკბილა ჰარალდის ამბავი

დღეს, როდესაც სულ უფრო მეტი სმართფონი რჩება აუდიო-ბუდის (Headphone Jack) გარეშე, ბლუთუსის იქეთ გზა აღარ გვაქვს.

რატომ ქვია ბლუთუსს ბლუთუსი? ჰარალდ გორმსონის საპატივცემულოდ.

ჰარალდ გორმსონი დანიის მეფე იყო პირველ საუკუნეში. ვინც მოინათლა თავად და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეგეთი მეფე მირიანი დანიიდან. ჰარალდ გორმსონს ერთი დაჩირქებული, კარიესით გამოჭმული კბილი ჰქონდა. არ ვიცი, ბორმანქანის ეშინოდა თუ რა ეშმაკი, მაგრამ ექიმებს ხელს არ აკიდინებდა და დადიოდა ასე. ამიტომ, მეტსახელად, ლურჯკბილა შეარქვეს.

სწორედ ჰარალდ “ლურჯკბილა” გორმსონის (Harald Blåtand Gormsen) სახელობისაა ტექნოლოგია, რომელმაც ადამიანთა ყოფა შეცვალა. ბლუთუსის ლოგო კი ლურჯკბილა მეფის ძველნორდიკული რუნებია – ჰაე – Hagall და ბანი – Bjarkan.

HagallBjarkan

Bluetooth

ბლუთუს ტექნოლოგია ერთ დღეში არ გაჩენილა და სხვადასხვა მეცნიერის არაერთი კვლევის, ცდისა და გამოგონების ფუძეზე დგას, მაგრამ იდეა კომპანია “ერიქსონში” დაიბადა და იდეის განხორციელებაზე ინჟინრები ჰოლანდიელი იაპ ჰაარსტენი (Jacobus Cornelis Haartsen) და შვედები – ტორდ ვინგრენი (Tord Wingren) და სვენ მატისონი (Sven Mattisson) შრომობდნენ. სახელის მოფიქრებაში კი ამერიკელმა ჯიმ ქარდაჩმა (Jim Kardach) შეიტანა მისი ორი გროში. ის “ერიქსონში” არც მუშაობდა, კორპორაცია “ინთელიდან” იყო და რამდენიმე სხვა კომპანიის (IBM, Nokia და Toshiba) ინჟინერთან ერთად, ახალ ტექნოლოგიაზე მომუშავე საერთაშორისო კონსორციუმის წევრი ბრძანდებოდა, თან – მეგობრობდა მატისონთან.

ეს ორი, ჯიმ ქარდაჩი და სვენ მატისონი 90-იანების ბოლოს გვიან საღამოს კანადაში, ქალაქ თორონთოს ერთ პაბში ისხდნენ და ლუდს ურახუნებდნენ, როდესაც მატისონმა ქარდაჩს ამერიკის აღმოჩენის “სკანდინავიური ვერსია” შეახსენა და ვიკინგების შესახებ ერთი წიგნის წაკითხვა ურჩია. ქარდაჩმა რჩევა ყურად იღო, წიგნი წაიკითხა და ლურჯკბილა მეფის სახელს მოეჭიდა. მეფე, რომელმაც დანია და ნორვეგია გააერთიანა – ჩვენი ტექნოლოგიაც ასე დააკავშირებს ერთმანეთთან მოწყობილობებს, ხალხებსა და მსოფლიოსო, – უთქვამს. სახელი ყველას მოეწონა და ასე იქცა უსახელო ტექნოლოგია ბლუთუსად.

ახლა, ჩემს ნორვეგიელ ნაცნობებს რომ არ ეწყინოთ, სიმართლე უნდა ითქვას – ლურჯკბილა ჰარალდს, ლურჯკბილა ტექნოლოგიისგან განსხვავებით, ნებით არვინ გაუერთიანებია – ადგა, ნორვეგია დალაშქრა, დაიპყრო და მშობლიურ დანიას მიუერთა და ასე ყავდათ მიერთებული მე-19 საუკუნემდე. 😦

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

How beers and Vikings gave Bluetooth technology its name

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: