სატანა და წვეთი სისხლის

რეპერმა ლილ ნაზ იქსმა (Lil Nas X) და არტ-სტუდიამ MSCHF “სატანის ბოტასი” შექმნა.

სულ – 666 წყვილია. დანომრილი (პირველი თავად Lil Nas X-ს შეხვდა). ფასი $1,018.

Lil Nas X with Satan shoes

MSCHF-ის შემოქმედებითმა დირექტორმა, ქევინ ვიზნერმა განაცხადა, რომ სპორტული ფეხსაცმელის შესაღებად გამოიყენეს 60 ml ალისფერი საღებავი და წვეთი სისხლისა. სისხლი კომპანიის თანამშრომლებმა გაიღეს ნებაყოფლობით.

სპორტული ფეხსაცმლის სახელია Drop Luke 10:18. Drop ქართულად წვეთია, Luke 10:18 კი მე-18 თავის მე-10 ლექსია ლუკას სახარებიდან.

მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი.

666 Satan shoesSatan shoes

სპორტული ფეხსაცმელი Nike Air Max 97-ის მოდიფიკაციაა – Nike-ის ლოგოც არ წაუშლიათ, რამაც დიდი გაუგებრობა და აურ-ზაური გამოიწვია.

Nike კატეგორიულად გაემიჯნა Drop Luke 10:18-სა და მის შემქმნელებს, მაგრამ არ უშველა და მას შემდეგ რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა პეტიცია სპორტული კომპანიის პროდუქციის ბოიკოტის მოთხოვნით და პროტესტს შეუერთდნენ პოლიტიკოსები და მოძღვრები Nike-მა სასამართლოს მიმართა Drop Luke 10:18-ის გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით.

Governor vs Satan shoes

MSCHF ცდილობს, დაამტკიცოს, რომ Drop კლასიკური გაგებით ფეხსაცმელს არც წარმოადგენს – ხელოვნების ნიმუშია, საკოლექციო მოდელი. მსგავსი მოდიფიკაციებით ეს სტუდია კარგა ხანია თავს ირთობს – “სატანის ბოტასი” მათი პირველი ნამუშევარი არ არის.

MSCHF –მა 2019 წელს Air Max –ისგან მსგავსი მოდიფიკაციით შექმნა “იესოს ბოტასი” , თუმცა, იმ ამბავმა სკანდალისა და ჩივილის გარეშე ჩაირა.

Jesus Shoes

ნიუ იორქის აღმოსავლეთ რაიონის საოლქო სასამართლომ წინასწარი გადაწყვეტილება Nike-ის სასარგებლოდ გამოიტანა. MSCHF-მა უნდა შეაჩეროს შეკვეთების მიღება “სატანის ბოტასებზე”. ეს საბოლოო გაჩინება არ არის და საქმის არსობრივი განხილვა ჯერ არ დამთავრებულა, ამასთან ადამიანები, ვინც შეკვეთა განათავსა და ახლა შენაძენის მოლოდინში არიან, თავის მხრივ, ასევე იმუქრებიან სარჩელებით.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Lil Nas X’s unofficial ‘Satan’ Nikes containing human blood sell out in under a minute

MSCHF ordered to halt fulfillment for ‘Satan Shoes’ in Nike lawsuit

 ასევე:
წითელი წკაპუნები შავ კვადრატში

2 thoughts on “სატანა და წვეთი სისხლის

  1. სავაჭრო ნიშნის გამოყენება საავტორო უფლების დარღვევა არ არის? და ესეთი მოდიფიკაცია ძალიან გავს პლაგიატს.
    ლაბუტენმა თუ მოიგო სასამართლო, ნაიკის შემთხვევა კიდევ უფრო აშკარა მეჩვენება.

    Like

    • ასე ერთმნიშვნელოვანიც არაა.
      მაგალითად შენ იყიდე ბოტასი – შენი საკუთრებაა უკვე, წაიღე სახლში, მერე ან გადაღებე ან თასმები გამოუცვალე – მოდიფიკაციაა უკვე. შემდეგ ადექი და გაყიდე…
      მართალი ვთქვა, არ მაქვს პასუხი. 🙂

      მაგრამ ეს კონკრეტული შემთხვევა სატანის ბოტასის კიდევ სხვაა.
      პოპ არტში რომ აიღებენ ვთქვათ, კოლას ბოთლებს და კომპოზიციაში იყენებენ, მოდიფიკაცია ეგეც. და კომერციული დანიშნულება აქვს – იყიდება. აქვს თუ არა კოკა-კოლას უფლება აკრძალოს ან ფული მოითხოვოს?

      თუ ეს ბოტასიც ხელოვნების ნიმუშში გადის მაშინ, იდეაში, ბევრი არაფრით განსხვავდება.

      წითელი ძირების თემა განსხვავებულია.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.