ერთი ღიმილის ისტორია

ავტოფარეხი, მამისგან “ნასესხები” 300’000 დოლარი, წიგნებით ვაჭრობა, 20’000 შემოსავალი კვირაში პირველივე თვეების განმავლობაში… ასე დაიწყო “ამაზონის” ისტორია 1994 წელს. ეს ამბავი კარგადაა ცნობილი. კომპანიის ზრდასთან ერთად, იცვლებოდა მისი ლოგოც. დღევანდელი 21 წლისაა. დიზაინი დეივიდ თარნერსა (David Turner) და ჯოან ჩანს (Joanne Chan) ეკუთვნის (კომპანია Turner Duckworth). რამდენიმე ესკიზი შექმნეს, მაგრამ ბეზოსს პირველივე მოეწონა. მოეწონა იმდენად, რომ სხვები რიგიანად აღარც უნახავსო, – იხსენებენ.

განა, ვის არ მოეწონება ეს ლოგო? მხოლოდ მათ, ალბათ, ვისაც ლეკვებიც არ უყვარს!
ჯეფ ბეზოსი


Amazon Logo

ისარი, რომელიც გიდასტურებს, რომ აქ იპოვი ყველაფერს ანიდან ჰოემდე და ღიმილი, რომელიც მიანიშნებს “ამაზონის” საუკეთესო მომსახურებასა და კმაყოფილ კლიენტზე… და რომელიც ასე ჰგავს თავად ბეზოსს.

Jeff Bezos

როგორ არ მოეწონებოდა, აბა.

“ამაზონის” ყუთების დიზაინიც თარნერისა და ჩანის მოფიქრებულია – სტანდარტიზებული, მარტივად ამოსაცნობი, ზედმეტი ზიზილ-პიპილოების გარეშე. კომპანიისთვის ამას ბუღალტრული მნიშვნელობაც აქვს – შეფუთვაზე გაწეული ხარჯების შესამცირებლად.

Amazon box

შინაურ ცხოველებს მართლაც ძალიან უყვართ ამაზონის ყუთები. მეტადრე – კატებს. სოცქსელებში მთელი თემატური გამოფენა და კატებს შორის შეჯიბრია გამართული – ვინ უფრო დიდი ჩაეკატება უფრო პატარა “ამაზონის” ყუთში.

Cat in Amaxon boxCat in Amazon box (2)

და ყველა კატა თაგავს “ამაზონს”.

ბეზოსს თაგები არ გამორჩენია და

Amazon boxes for pets

“ამაზონის” ყუთები ეკოლოგიურია და უსაფრთხო შინაური ცხოველებისთვის. ამასთან, ერთგვარი ტრანსფორმერია – კონსტრუქტორი. ყუთზე დატანილ შტრიხკოდს თუ დასქრინავთ, გადახვალთ ტუტორიალზე, როგორ უნდა გადააქციოთ “ამაზონის” ყუთი სახლად-საძრომიალოდ-სათამაშოდ.

ამაზონის ლოგოსა და ჰიტლერის ულვაშების მსგავსების ამბავზე კი აქ არაფერს დავწერ. ვისაც აინტერესებს, თავად დაგუგლავს.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___
UPD
ამაზონის მარკეტოლოგებმა თავისი საქმე საუკეთესოდ იციან. :))

___

“This is it.”Jeff Bezos was reportedly so happy with Amazon’s logo he said anyone who disliked it ‘won’t like puppies’

Turner Duckworth – Company behind unmistakable design for the world’s greatest brands

^^

მოცინარი კაცი: მე-300 პოსტი

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

One thought on “ერთი ღიმილის ისტორია”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: