საკაე კატო ოკუმაში ცხოვრობს. იაპონიაში. ოკუმა პატარა ქალაქია, რომელზეც, ალბათ, იაპონიის გარეთ ბევრი არაფერი იცოდნენ 2011 წლამდე. 2011 წელს კი ქალაქს წყნარი ოკენის ფსკერზე მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამი დაატყდა თავს, ის ცუნამი, რომელმაც ფუკუშიმას ატომური სადგურის დაზიანება გამოიწვია. ოკუმა თითქმის სრულად დაიტბორა, შენობების უდიდესი ნაწილი დაინგრა. მოსახლეობა გახიზნეს.
ქალაქში დარჩნენ კატები და საკაე კატო. საკაე კატო ქალაქში დარჩენილ კატებს უვლის. სულ 41 კატა დარჩა ოკუმაში. კიდევ 23 დაიხრჩო და საკაე კატომ დაკრძალა. საკაე კატომ ერთი ძაღლიც გადაარჩინა. ძაღლების უმრავლესობა დახრჩო – ძაღლებმა ხომ ხეზე ცოცვა არ იციან.
10 წლის განმავლობაში საკაე კატო პრაქტიკულად მარტო ცხოვრობდა ოკუმაში ერთ ძაღლთან და 41 კატასთან ერთად. პრაქტიკულადო, ვამბობ, იმიტომ რომ ქალაქში მუშაობდნენ ჯერ მაშველები, შემდეგ კი მშენებლებიც გამოჩნდნენ ინფრასტრუქტურისა და შენობების აღსადგენად.
ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების აღდგენას რამდენიმე წელი დაჭირდა. საკაე კატო წყალს მახლობელი მთის მდინარიდან ეზიდებოდა. თევზაობდა. აგროვებდა ხილს. ნელ-ნელა დატბორილ ბაღ-ბოსტანსაც მიხედა. ცხოველებისთვის საკვები მეზობელი ქალაქიდან მოქონდა ნავით. როცა შესაძლებლობა ნახა, მოტოციკლიც ამოქოქა.
საკაე კატოს ტახებიც სტუმრობენ – მათაც კვებავს.
ჩემი გვარი სამი თაობაა აქ ცხოვრობს, – უთხრა საკაე კატომ “როიტერის” ჟურნალისტს, – ეს ჩემი მიწაა და როგორ უნდა მივატოვო ან სად უნდა წავიდეო.
საკაე კატო ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც მისი მეზობლები დაბრუნდებიან და ცხოველებს მათ პატრონებს დაუბრუნებს. შემდეგ სიკვდილიც შეიძლებაო, – ასე ამბობს.
პირველი 50 ადამიანი მშობლიურ ოკუმას 2019 წელს დაუბრუნდა.
©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Japan Times: The animals being cared for in Fukushima’s nuclear zone
❤
LikeLike
წინა პოსტზე კომენტარი ვერ დავტოვე – ფანტასტიკა არ მიყვარს, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე.
თარგმანი – არაჩვეულებრივია!
LikeLiked by 1 person
10Q!
LikeLike