ჩვენი დროის ეკლესია

დამჭკნარი ვარდის სახელიღა რჩება,
გვრჩება შიშველი სახელები.
უმბერტო ეკო. “ვარდის სახელი”
ხათუნა ცხადაძის თარგმანი. “დიოგენე”, 2011

ელიას მთაზე სამების ტაძრის აგება რომ გადაწყვიტეს, გამოაცხადეს კონკურსი.  მაკეტებს შორის რამდენიმე ჩვენი თვალისთვის უჩვეულოც იყო, განსხვავებული, მაგრამ უპირატესობა არჩილ მინდიაშვილის პროექტს მიანიჭეს, რომელიც არის, რაც არის. ჩვეული, მძიმე და მოსაწყენი. არქიტექტურა კი ეპოქას უნდა ასახავდეს. მისდევდეს და წინ უსწრებდეს კიდეც. 21-ე საუკუნეში აგებულ შენობას 21-ე საუკუნის რომაა, ეგ უნდა ემჩნეოდეს. როგორც 21-ე საუნეში დაწერილ წიგნს ემჩნევა. ნახატს ემჩნევა. მუსიკას ემჩნევა. თუმცა, ეკლესია სხვა რამ არისო, იფიქრეს მაშინ, ალბათ… იესო თავად იყო რეფორმატორი და, არ მგონია, სიახლისა შეშინებოდა.

1992-96 წლებში, თითქმის იმ დროს, ჩვენ რომ სამებას ვაშენებდით, შვეიცარელებმაც ააგეს მოგნოში წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ახალი ტაძარი. იმ ადგილას მე-17 საუკუნის ძველი ეკლესია იდგა. 80-იანების შუაწელს ზვავმა დაანგრია. გამოაცხადეს კონკურსი და მარიო ბოტას პროექტი შეარჩიეს.

San Giovanni Battista Church exterior viewSan Giovanni Battista Church facade

როგორც ფოტოებიდან ჩანს (სამწუხაროდ, ნამყოფი არ ვარ და ლაივში არ მინახავს) ტაძარი “უჩვეულოდ” გამოიყურება და მოუმზადებელი ტურისტი, შეიძლება, ვერც მიხვდეს უცებ, რომ ტაძარია. ძალიან განსხვავდება ქალაქის სხვა შენობებისგან, მაგრამ საუკეთესოდ არის მისადაგებული მწვერვალებს, როგორც იმ მთების ფიქრი. და არაჩვეულებრივ ხედსაც “არ აფუჭებს”.

San Giovanni Battista Church interior view details
San Giovanni Battista Church skylight

აგებულია რუხი გრანიტითა და თეთრი მარმარილოთი, რომლის საბადოც იქვე, მოგნოს მეზობლად მდებარეობს. გადახურვა – მინისაა, რომ იყოს ნათელი და ჩრდილებისა და შუქურთმების შეკონება. მაგიერ – უსარკმელოა კედლები. მარიო ბოტამ იმ მე-17 საუკუნის ტაძართანაც გადო ხიდი – და ზვავს გადარჩენილი ძველი ზარები დაკიდა. ახალი ტაძრის სიმაღლეც, 17 მეტრი, “ძველია” – იმ ძველი ტაძრის სამრეკლო იყო ამ სიმაღლის.

San Giovanni Battista Church skylight interior

მარიო ბოტა (Mario Botta) შვეიცარიის ქალაქ მენდრიზიოდანაა. ვენეციის არქიტექტურის ინსტიტუტის კურსდამთავრებული.

Mario Botta

მოგნოს ტაძარი მის მიერ აგებული ერთადერთი საკულტო შენობა არ არის. ბოტას პროექტითაა აგებული წმინდა კორბინიანის სახელობის ტაძარი ფრანგულ ევრიში, თელ ავივის უნივერსიტეტის მთავარი სინაგოგა და ებრაული მემკვიდრეობის ცენტრი. ბოტა არის სან ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის და ქალაქ შარლოტის ბეხტლერის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არქიტექტორიც. მისი აგებულია ქალაქ რუსტის ევროპა-პარკის გუმბათიც.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Church of Mogno (with 360 Panoramic View)

Why Architect Mario Botta Is Having a Major Moment

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

One thought on “ჩვენი დროის ეკლესია”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: