მოგვიყევი შენს ლივაისზე

“მოგვიყევი შენს ლივაისზე” (Tell Us Your Levi’s®) – ლივაისის მუზეუმი აგროვებს ამბებს ლივაისის ჯინსზე მთელი მსოფლიოდან.

ლივაისი კვლავ რჩება ყველაზე პოპულარულ ჯინსად მსოფლიოში და უამრავ ისტორიაში მონაწილეობს. მაგალითად, გერმანელი ებრაელის, ერიკ გატმანის ოჯახი ლივაისის სიყვარულმა გადაარჩინა – მისი ბიძა ლივაისის დისტრიბუტორი იყო საქრამენთოში და ებრაელებს მესამე რეიხის დატოვების ნება რომ მისცეს, ერიკის ოჯახი აშშ-ში წაიყვანა და იმ უბედურებისგან იხსნა, რაც მოგვიანებით დატრიალდა ებრაელთა თავზე.

ამერიკელი მხატვარი სერჯ გეი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, რის გამოც ცხოვრებაში დისრკიმინაციის ბევრ ფაქტს გადაყრია. მისი ლივაისის ქურთუკი პროტესტის გამოხატულებად იქცა – სერჯ გეიმ მოხატა და დაიტანა ზედ სიმბოლოები, რაც სხვადასხვა დისკრიმინირებული ჯგუფების უფლებებზე მოგვითხრობს.

გერმანელი ტერი ფრეიზერი ყვება, თუ როგორ აგროვებდა ფულს მისი პირველი 501 რომ შეეძინა. კიდევ ერთი 501 მან სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვა – გასართობ პარკში იდგა სვეტი, რომლის კენწეროშიც ლივაისის ჯინსის შარვალი იყო ჩამოკონწიალებული. თუ ვინმე შეძლებდა აბობღებასა და ჩამოხსნას – მისი იყო. ტერიმ ეს მოახერხა და ამ 501-ს დღემდე ინახავს, როგორც პირად სამუზეუმო ექსპონატსა და ჩაუქობის დასტურს.

ქლემ ჯონსთონის შვილიშვილი ბაბუის ამბავს იხსენებს. ქლემი 30-იანებში დაიბადა ოქლაჰომაში და ჯინსის მოყვარულს, არც ერთი ლივაისის შარვალი რაც შეუძენია, უტარებია და დაუხევია, არ გადაუგდია. დღეს ჯონსთონების კოლექციაში ბევრი შემოფლეთილი ლივაისის ჯინსის შარვალია. რამდენიმე სამუზეუმო ექსპონატადაც გამოდგება.

იაპონელი ნაოკი კავამატას კოლექციაში ბევრი ასეთი ლივაისია. ნაოკის ლივაისის ფანი ბაბუა არ ყოლია, ამიტომ ყველა მისი ჯინსი მისი შეძენილია, მათ შორისაა 1953 წლის 501, რომელიც 600 დოლარი დაუჯდა.

რამდენიმე საბჭოური ისტორიაც ვნახე. ლივაისი და საბჭოთა კავშირი ცალკე ამბავია. იქ ლივაისს თავდაპირველად ებრძოდნენ, მილიცია და “დრუჟინიკები” მაკრატლით დასდევდნენ, როცა თავი დაანებეს – მარტივად ყიდვა მაინც არ შეიძლებოდა, უნდა გეშოვნა. უამრავი ფეიქი ლივაისიც იყო. და საბჭოთა “ჯინსავიკებმა” მრავალი, ეკზოტიკური მეთოდი მოიფიქრეს ნამდვილი ლივაისის ყალბისგან გამოსარჩევად. მაგალითად ასეთი – ასანთის ღერს ასველებ ნერწყვით და ღონივრად უსვამ ჯინსებზე. ნამდვილი დენიმი ასანთის თავს არ შეღებავს, უხარისხო საღებავი კი ზედ გადავა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Tell Us Your Levi’s Story

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: