ჩაი ედგართან

როდესაც ადამიანს კარგი მუსიკა და კარგი ლიტერატურა უყვარს და კარგად ხატვაც ეხერხება, რას აკეთებს?

ასეთ რამეებს ხატავს. 🙂

Jef Aerosol - Boston Tea Party

ნახატი ბოსთონში, Northeastern University-ის კამპუსის კედელზეა. ავტორი ჯეფ აეროზოლია (Jef Aérosol) იგივე ჟან-ფრანსუა პერვუა (Jean-François Perroy) – ფრანგი მხატვარი, გრაფიკოსი, სთრითარტერი. ნანტში დაიბადა, ამჟამად ლილში ცხოვრობს და მისი პირველი ნამუშევრები ქალაქ ტურის შენობებზე გამოჩნდა 80-იანებში. პერვუა ფრანგული სთრითარტის პიონერია. ვანდალები და ხულიგნები რომ ეგონათ. პოლიცია რომ დევნიდა. მათ ნამუშევრებს რომ შლიდნენ. ათეთრებდნენ. შემდეგ ნელ-ნელა გაუგეს და დააფასეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც სახელი გაითქვა. ვისი ნახატებიც კერძო კოლექციებსა და გალერეებშია. ვისაც პატიჟებენ და შენობებს უთმობენ, რომ დახატოს რამე.

Jef Aerosol - Bang!Jef Aerosol - Sitting Kid

Jef Aerosol - GardenJef Aerosol - Chuuuttt!

Jef Aerosol - Read & Dream

პორტრეტებზე მუშაობა უყვარს. ბევრი მისი ნახატი ტილოზე ან პანოზეც არსებობს, არამხოლოდ – კედელზე.

Jef Aerosol - Elsa TrioletJef Aerosol - Dali & Picasso

Jef Aerosol - Marilyn & JFKJef Aerosol - Serge & Jane

Jef Aerosol - GandhiJef Aerosol - Marcel Duchamp & Jackson Pollock

Jef Aerosol - Woody & Chuck

Jef Aerosol - Joni MitchellJef Aerosol - Jimi Hendrix

Jef Aerosol - Bob Dylan

პლუტარქესი არ იყოს, ძალიან უყვარს პარალელური პორტრეტები. ხშირად – პარადოქსალურიც.

მარცხენა პერსონაჟს, ალბათ, ყველა იცნობთ – ბრიუსელელი მფსმელი ბიჭუნაა, მარჯვნივ კი – მილუ, ბელგიელი მწერლის, ერჟეს კომიქსების პერსონაჟი.

Jef Aerosol - Manneken Pis & Milou

ჯეფ აეროზოლის ნახატი ამშვენებს რობერტ მიუზილის ლიტერატურული მუზეუმის კედელს.

Jef Aerosol - Musil Museum

რამდენიმე წიგნის ავტორია. დოკუმენტური ფილმის გმირი. მისი სთრითარტი მარტენ პროვოს ფილმში “საითკენ მიიწურება ღამე” (Où va la nuit) “მონაწილეობს” – საგანგებოდ დაუკვეთა რეჟისორმა.

“კულტურათა დიალოგის” ფარგლებში გამართული მრავალი სთრითარტ-ფესტივალის მონაწილეა.

Jef Aerosol - Shared Differences

Jef Aerosol - Stencil BoyJef Aerosol - Avec le temps

Jef Aerosol - La caduta di PasoliniJef Aerosol - Butterfly

Jef Aerosol - Fresque

წითელი ისარი ჯეფ აეროზოლის ხელმოწერაა. ბევრ მის ნამუშევარზე შეამჩნევ. თუ ქუჩაში მიდიხარ და წითელისრიანი ნახატი შემოგხვდება – ჟან-ფრანსუა პერვუაა.

Jef Aerosol

ან – ვინმე მიმბაძველი. 😉

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

 Jef Aérosol on flickr

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: