არნე იაკობსენის სკამები

დიზაინერი დიზაინერთან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის ან – ფერსაო.
დიზაინური ანდაზა

ეს ამბავი წინის გაგრძელება იქნება. იქ ავეჯის დანიელ დიზაინერზე, ჰანს ვეგნერზე ვწერდი, ახლა დანიელ არქიტექტორზე, არნე იაკობსენზე უნდა დავწერო. მასა და ვეგნერს ბევრი პროექტი აქვთ ერთად შესრულებული და ამ თანამშრომლობაში ბევრი რამ ისწავლეს ერთმანეთისგან.

არნე იაკობსენი (Arne Jacobsen) ჰანს ვეგნერს 39-იანი წლების ბოლოს შეხვდა. იაკობსენი აარჰუსის ახალი მერიის 1938-40 წლების შენობის არქიტექტორად მიიწვიეს, ავეჯის დიზაინზე კი ვეგნერი მუშაობდა.

Arne Jacobsen - Lounge Chair

იაკობსენმა ხატვის ნიჭი ბავშვობიდან გამოავლინა – საკუთარი ოთახიც თავად მოხატა. ეს ახალი არაა – ბავშვობაში ყველას გვიყვარს კედლებზე ხატვა, რისთვისაც, ეგებ, მოგვხვედრია კიდეც. არნე კი – შეაქეს. რამაც შეაგულიანა და ამ გზას გაყოლოდა, ფიქრობდა, მაგრამ დედამ ურჩია, რამე უფრო “მატერიალური” პროფესია შეეძინა: თუ შენში მეორე თეოდორ ფილიფსენს სძინავს, გზა-კვალს მაინც არ დაკარგავს და გაიღვიძებსო, მაგრამ ახლა სჯობს, ისეთი საქმე შეისწავლო, პურს რომ უფრო იოლად გაჭმევსო. დაუჯერა და ჯერ ქვის მთლელის ხელობას დაეუფლა, შემდეგ კი – არქიტექტორისას, კოპენჰაგენის ნატიფი ხელოვნების სამეფო აკადემიაში.

Arne Jacobsen in his Swan Chair

არნე იაკობსენს ბევრი პრესტიჟული ჯილდო აქვს, მათ შორის ჰანსენის მედალი, მისი ალმა მატერი რომ ანიჭებს არქიტექტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის მე-19 საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული – ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პატივსაცემი ჯილდო. მაგრამ პირველი 1925 წლის პარიზის არტ-დეკოს გამოფენის ვერცხლის მედალი იყო, ჯერკიდევ სტუდენტობისას, სავარძლის დიზაინისთვის რომ მიანიჭეს.

Arne Jacobsen - Paris Lounge Chair

…ახლა პოსტს კი მოუხდებოდა, ოქროს მედალი რომ ვეგნერს მოეგო, მაგრამ ვეგნერს იმ გამოფენაში მონაწილეობა არ მიუღია. 🙂 თუმცა, წლების შემდეგ ეს ორი დანიელი ერთმანეთს შეხვდა და იდეების ურთიერთგაცვლა და ურთიერთზეგავლენა იოლი შესამჩნევია. ისევე როგორც, აშკარაა იაკობსენის ავეჯის დიზაინზე ჟან პრუვესა და იმზების გავლენა.

Arne Jacobsen - Grand Prix ChairArne Jacobsen - Dot Stool

Arne Jacobsen - Oxford Classic Chair 2Arne Jacobsen - Oxford Classic Chair

Arne Jacobsen - Charlottenborg 2 Seater SofaArne Jacobsen - Charlottenborg Chair

მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაული წარმოშობის იაკობსენს ოკუპირებულ დანიაში მშვიდად არ დაედგომებოდა, მითუფრო რომ წინააღმდეგობის მოძრაობას ეხმარებოდა, ამიტომ შვედეთში გადავიდა და ომის ბოლო ორი წელი იქ გაატარა.

Arne Jacobsen - Oksen Lounge ChairArne Jacobsen - Pot Chair

Arne Jacobsen - The Tongue Dining ChairArne Jacobsen - Little Giraffe Lounge Chair

Arne Jacobsen - LilyArne Jacobsen - Swan Sofa

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ პროფესიით მუშაობა განაგრძო, მითუფრო რომ არქიტექტორებისთვის ომის შემდგომ წლებში მართლაც ბევრი სამუშაო გაჩნდა – აღსადგენი და ასაშენებელი ბევრი იყო. დედა მართალი აღმოჩნდა. 🙂 ვინც კოპენჰაგენში ნამყოფი ხართ – ე.წ. “ძველი” “რედისონის” შენობა ნანახი გექნებათ (სხვათაშორის, ძალიან ჰგავს ჩვენსას). იაკობსენისაა. ისევე როგორც დანიის ეროვნული ბანკის შენობაც (ამის დამთავრება ვერ მოასწრო). არ ვიტყოდი, რომ კოპენჰაგენში ყველაზე თვალწარმტაცი ნაგებობებია. 🙂 მაგიერ ამ შენობებში მის მიერვე შექმნილი ავეჯი განალაგა. ბანკისა რა ვთქვა და “რედისონში” შესვლა და იაკობსენის სკამების დათვალიერება კი შეიძლება. ჩამოჯდომაც.

მისი სკამებიდან ყველაზე ცნობილი, ცნობადი და პოპულარული – “ჭიანჭველა”, “კვერცხი”, “გედი” და “წვეთია”.

Arne Jacobsen - Ant ChairArne Jacobsen - Ant Chair (4 legs)

Arne Jacobsen - Egg Chair with FootstoolArne Jacobsen - Egg Chair

Arne Jacobsen - Swan ChairArne Jacobsen - Drop Chair

დაკიდევ “სერია 7”, რომელიც მინიმალისტური დიზაინისა და ფოტოგენურობის გამო არაერთ ფოტო-სესიაში მოხვდა. ფილმებსა და ტელე-შოუებშიც მოკრავთ თვალს. მაგალითად, არაჩვეულებრივ დანიურ დეტექტურ სერიალში “მკვლელობა” (Forbrydelsen).

Arne Jacobsen - Series 7 ChairArne Jacobsen - Series 7 Armchair

Christine Keeler in Series 7 Chair

იაკობსენის ჭურჭელი და სანათები შეიგიძლიათ დაათვალიეროთ (და შეიძინოთ) Stelton-ისა და Louis Poulsen-ის მაღაზიებში. ავეჯის მოდელების უმრავლესობას კი Fritz Hansen აწარმოებს.

იაკობსენის არქიტექტურის ნიმუშებს შორისაა საცხოვრებელი სახლები, მერიის, სკოლის, თეატრის შენობები ევროპის სხვადასხვა ქალაქში. დანიასა და დანიის გარეთ. ერთი ცნობილი ბენზოგასამართი სადგურიც აქვს კოპენჰაგენში, რომელიც, სამწუხაროდ არ მინახავს – ამ ქალაქშ გავლით ვარ ნამყოფი სულ ორი დღით და სანახავი კოპენჰაგენში კი ძალიან ბევრია. იაკობსენის აგებულია დანიის საელჩო ლონდონში. რამდენიმე სასწავლებლის შენობა ოქსფორდში, ჰამბურგში.

რამდენიმე წიგნის ავტორია. წლების განმავლობაში ასწავლიდა სამეფო აკადემიაში და ბევრი დანიელი არქიტექტორი აღზარდა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Arne Jacobsen Portfolio

Arne Jacobsen´s personal functionalism

P.S.

სხვადასხვა დიზაინერის მიერ სინემატოგრაფში შეტანილი წვლილი დიდი და საინტერესო თემაა. რა იქნებოდა, იუბერ დე ჟივანშის ოდრი ჰეფბერნისთვის რომ არ შეექმნა სამოსი? ან ბრიჟიტ ბარდო ჟაკ ესტერელს რომ არ გადაყროდა? ფლამინიო ბერტონი და ანრი ლეფებრი რომარა, Citroën DS არ იქნებოდა და ამ ავტომობილის გარეშე როგორი იქნებოდა “ფანტომასი”? ან, რაკი ავეჯზე ვამბობ, როგორ გადაიღებდა ქუბრიქი “კოსმიურ ოდისეას” ოლივიე მურღის კოსმიური სავარძლები რომარა? ამ ფილმში არნე იაკობსენის ჭურჭელიც არის.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “არნე იაკობსენის სკამები”

  1. ლამაზი სავარძლებია, სიამოვნებით შევიძენდი ასეთი ძვირი რომ არ იყოს. :/

    ავეჯის დიზაინერებს არ ვიცნობ ზედმიწევნით კარგად, მაგრამ ვიზეც წერდი, იაკობსენი ყველაზე ძალიან მომწონს.
    მაგრამ მეჩვენება თუ ყველა განიცდის ერთმანეთის გავლენას? ბევრი მსგავსებაა 🙂

    Like

    1. ერთი ეპოქაა.
      ყველა გოთიკური ტაძარი ერთმანეთს გავს. ბაზილიკაც ერთმანეთს გავს.
      ზოგადად არ მიყვარს “იზმები”, მაგრამ ერთი მიმდინარეობის შიგნით საერთო მოტივები შესამჩნევია ხელოვნების რა სფეროც არ უნდა აიღო.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: