ძველი პოსტების ჩასწორება ბლოგერობის ერთგვარი მოკრძალებული ხიბლია. დრონი მეფობენო, ნათქვამია. “ბადმაც” გადაწყვიტა ძველი, სექსისტური სარეკლამო პოსტერები ახალი დროების შესაბამისად გადაეკეთებინა. და აი, რა გამოვიდა აქედან:
იყო: სადილი თითქმის მზადაა, დროა, ჰალსტუხი შეიხსნა და დატკბე ბადვაიზერით.
არის: პარასკევია, შენი საყვარელი სასუსნავი მოიტანეს, დროა გახსნა ბადვაიზერი და დაეწაფო სიამოვნებას – ეს დრო შენია.
იყო: *ამ შემთხვევაში ძველ პოსტერზე სექსისტური წარწერა არ ყოფილა*
არის: სახლი იქაა, სადაც ცხოვრებას აგებ. და ცხოვრება ისაა, რომელსაც ერთად ქმნით.
იყო: ფაქტია – ბადვაიზერი აღაფრთოვანებს მეტ ქმარს, ვინემ ნებისმიერი სხვა ლუდსახარში.
არის: ფაქტია – ბადვაიზერით შეუძლია ისიამოვნოს ყველამ და ყველგან.
ძველი პოსტერების გადასხვაფერებაზე “ბადი” (Budweiser) სამოქალაქო მოძრაობასთან დაინახექალი (#SeeHer) ერთად მუშაობდა, ილუსტრაციები კი ჰეზერ ლანდისმა (Heather Landis), ნიქოლ ევენსმა (Nicole Evans) და დინა ქუფერმა (Dena Cooper) შექმნეს.
დღესაც კი სარეკლამო კამპანიის მხოლოდ 61% გვიჩვენებს ქალს პოზიტიური კუთხითო – ამბობს SeeHer. დროა, შევცვალოთ ეს ამბავიო.
“ჩვენი მიზანია, ვაწარმოოთ გაწონასწორებული სარეკლამო კამპანიები, სადაც ქალებს უფლებამოსილებით აღჭურვილ პიროვნებებად წარმოვადგენთ”, – განაცხადა მონიქა რასჯიმ (Monica Rustgi), “ბადვაიზერის” მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა.
სხვათაშორის, სიმღერებს წერს, თურმე, და რამდენიმე მომღერალთანაც თანამშრომლობდა, მათ შორისაა ჯეი ლო.© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Budweiser remakes its ads from the 50s with #SeeHer for International Women’s Day