We ❤ Glaser

დღეს სხვა პოსტი მქონდა მზად, მაგრამ გლეიზერი გარდაიცვალა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრაფიკოსი დიზაინერი. და უდავოდ ყველაზე ცნობილი. თუ – ცნობადი.

გლეიზერის შემოქმედება ყველამ იცის. ყველას აქვს ნანახი. თუ ორიგინალი არა – კლონი მაინც.

Milton Glaser I Love NY

Milton Glaser ILoveNY sketch
Milton Glaser I Love New York More Than Ever

ლოგიკას ის ღონე არ აქვს, რაც – ინტუიციას.
მილთონ გლეიზერი

ხშირად ხდება, იმ შედევრს უფრო ვაფასებთ, რომლის შექმნის მაგიას ვერ ვწვდებით. ძნელია, ამოხსნა, როგორ შექმნა ადამიანმა “ულისე”. როგორ აქვს მოწყობილი ტვინი ადამიანს, “ულისე” რომ მოიფიქრა. ან “ანდალუზური ძაღლი” გადაიღო. ან “მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა”-ო რომ დაწერა. თავად გალაკტიონს კი აკაკი უყვარდა ყველაზე მეტად. ის აკაკი, ასეთ ლექსს ხომ მეც დავწერო, რომ გაფიქრებინებს. ახალგაზრდობაში, სანამ აბდალი ხარ. 🙂 სანამ მიხვდები, რომ ამ მოჩვენებით სიმარტივეში და სისადავეშია გენია.

ასეთია გლეიზერიც. მისეულ მიგნებებსა და იდეებს ბევრი სხვა დიზაინერის შემოქმედებაში ამოიცნობ. გლეიზერთან დიალოგი იოლია. მისი ნამუშევრები ინტერპრეტირების საშუალებას გაძლევს. ზოგჯერ პლაგიატი გამოდის, თუმცა რემინისცენციაა ხშირად. ესეც გენიის ნიშანია.

დიზაინის ნიმუშს სამი პასუხი აქვს: კი. არა. და ვაუ! მიზნად ვაუ უნდა დაისახო.
მილთონ გლეიზერი

მილთონ გლეიზერი (Milton Glaser) უნგრელი ებრაელების შთამომავალია. ნიუ იორქში დაიბადა და მთელი ცხოვრება და შემოქმედება საყვარელ ქალაქს უძღვნა. მუსიკისა და ხელოვნების მანჰეთენის სკოლისა და ქუფერის მეცნიერებისა და ხელოვნების ინსტიტუტის კურსდამთავრებულია. ხელმძღვანელობდა ჯერ Push Pin Studios-ს, 1974 წლიდან კი Milton Glaser Inc.-ს. 1968 წელს ჟურნალი New York დააფუძნა. დაგვიტოვა უამრავი პოსტერი, მუსიკალური ალბომისა და წიგნის ყდა, ლოგო. რამდენიმე ფერის, ფორმისა და ფიგურის კომბინირებით შეძლო 60-იანების განწყობას გადმოცემა. წარმატებული იყო შემდგომ ათწლეულებშიც და მუშაობას განაგრძობდა 21-ე საუკუნეშიც, თუმცა, მის ნამუშევრებში ყოველთვის იგრძნობა 60-იანელობა – რევოლუციური იდეებისა და ცვლილებების ეპოქა დიზაინსა და მოდაში.

უამრავი რამის კეთება მიტაცებდა და ყოველთვის მაინტერესებდა იმის ნახვა, თუ სადამდე შევძლებდი, გამეხსნა ჩარჩოები.
მილთონ გლეიზერი

Milton Glaser Bob Dylan poster
Milton Glaser Cubist Violin posterMilton Glaser Campari Soda poster
Milton Glaser Expo Sevilla posterMilton Glaser Suntory Museum poster
Milton Glaser Animal Rescue Fund postcard

იმათ შორის, ვინც მასზე გამორჩეული გავლენა იქონია, გლეიზერი ასახელებდა მარსელ დიუშანს, რენე მაგრიტს. სწავლობდა ჯორჯო მორანდისთან. მეგობრობდა ჟან-მიშელ ფოლონთან (ერთობლივი ალბომიც აქვთ სადაც ნახატს იწყებდა ერთი და ამთავრებდა მეორე – Conversation ქვია).

Milton Glaser Vincent Pipe PosterMilton Glaser Zabriskie Point poster
Milton Glaser The Big Race coverMilton Glaser The National Academy of Recording Arts & Sciences postcard
Milton Glaser MadMen Animation
Milton Glaser Minneapolis Institute of ArtMilton Glaser Louis Armstrong House Museum
Milton Glaser Sprocket wall clock

ეჭვი უცდომლობაზე უპირატესია.
მილთონ გლეიზერი

მილთონ გლეიზერის პერსონალურ გამოფენას 1975 წელს უმასპინძლა MoMA-მ, 1977 წელს კი – პომპიდუს ცენტრმა. მას შემდეგ კიდევ არაერთგზის დაუთმეს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულმა გალერეებმა დარბაზები.

მისი ჯილდოებისა და პრიზების ჩამოთვლას პოსტი ვერ დაიტევს. მათ შორის არის დიზაინის ეროვნული ჯილდო (National Design Award) და ეროვნული მედლი ხელოვნების დარგში მიღწევებისთვის (National Medal of Arts).

Milton Glaser RiminiMilton Glaser Wine Labels
Milton Glaser Suntory Museum posterMilton Glaser Brooklyn College poster
Milton Glaser Brubeck & Basie posterMilton Glaser Hermann Hesse cover
Milton Glaser Lightnin' Hopkins cover

სხვათაშორის – ობამას წინასაარჩევნო პოსტერი HOPE გლეიზერს არ დაუხატავს, თუმცა მისი პოსტერებით შთაგონებული ნამუშევარია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Milton Glaser

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: