აინ რენდი და ლედი გოდივა

ამბოხის თეორია

ვინ არის აინ რენდი, ყველამ იცის. გამოჩენილ ლიბერტარიანელ ქალებს შორის, რენდი, ალბათ, ყველაზე ცნობილია და ყველაზე გავლენიანიც. მიუხედავად იმისა, რომ თავად თავს ლიბერტარიანელებს არ აკუთვნებდა.

არ ვიცი, რა მსოფლმხედველობის მიმდევრად მიაჩნდა თავი გედაივას – იმ დროს ლიბერტარიანიზმი რა იყო ჯერ არ იცოდნენ და არც ეს ცნება არსებობდა, მაგრამ ახლა რომ ვუყურებ, იყო მასშიც რაღაც ლიბერტარიანული.

ლედი გედაივა (ან, როგორც ვუძახით ხოლმე – ლედი გოდივა Lady Godiva) მიურშიას საგრაფოს მმართველის, ლეოფრიქის მეუღლე იყო. საგრაფოს სახელი ესპანურ მურსიას კი ჰგავს ჟღერადობით, მაგრამ ბრიტანეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა და შვიდ სამთავროს შორის ერთი იყო. ლეოფრიქი ტახტზე რომ აბრძანდა, მაგ დროისთვის ნორმანდიელებს უილიამ დამპყრობელს მოთავეობით ანგლო-საქსური სამეფოების დამორჩილება ჯერ არ ჰქონდა დაწყებული, ამიტომ საკუთარ საგრაფოს განაგებდა, როგორც მოეპრიანებოდა.

მიურშიას გრაფი მეტისმეტად ღვთისმოშიში კაცი იყო (მემატიანეს თუ ვენდობით) ამიტომ, სადაც თავისუფალი მიწა ნახა, ყველგან ტაძარი ჩადგა. კიდევ სააბატოებს ეხმარებოდა. ჯიპები იმ დროს ჯერ არ იცოდა და ცხენებსა და ჯორებს ჩუქნიდა, ალბათ. არც თავისი კარისკაცები ავიწყდებოდა და იყო, მოკლედ, დიდ ამბავში. რა გასაკვირია, ხაზინა რომ გამოცალა. ბევრი არ უფიქრია და გადასახადების აწევა განიზრახა. გამართა თათბირი. ნაზირ-ვეზირებმაც კვერი უკრეს, კიო სასარგებლოა ეგო, გადასახადების აწევა ეკონომიკას წაადგებაო. ეროვნული მრეწველობა განვითარდებაო. კიდევ ათას რამეს ამბობდნენ…

Lady Godiva statue

ამ დროს იყო, ლედი გედაივამ რომ შეაღო კარი და რა სისულელეებს როშავთო – უთხრა. მაღალი ბეგარისგან ხალხი ღატაკდება, ფასები იზრდება და ბიუჯეტში გარღვევა გვაქვსო. კი არ უნდა გაზარდოთ გადასახადები, უნდა შეამციროთ და ზოგიც საერთოდ გააუქმოთო.

გრაფის მრჩევლებმა ბევრი მეცნიერული ტერმინი იცოდნენ და საშემოსავლო მრუდების კოხტად ხატვა ეხერხებოდათ, ამიტომ მეუღლემ გედაივას ყური არ ათხოვა. მაგრამ ის არ დაეპუა და ყოველ დილას ამით იწყებდა, გადასახადები დაწიეო, უჩიჩინებდა.

გული გაუწყალა და, თავიდან რომ მოეშორებინა, ლეოფრიქმა ასე უთხრა – უმალ შენ შეჯდები ცხენზე და ქალაქის ქუჩებში გაისეირნებ დედიშობილა, ვინემ მე გადასახადებს დავწევო. ეგონა, ამას ვერ იზამსო, თუმცა, ლედი გედაივამ – სიტყვაზე გიჭერო. მართლაც დაჯდა ცხენზე შიშველი და ასე შემოიარა ქალაქის ქუჩები. მიურშიას მმართველს სხვა რა გზა ჰქონდა, ადგა და გადასახადები შეამცირა. ეს ამბავი მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა – 1000 წლით ადრე, ვიდრე რესტორან “ორი კონტინენტის” ხელსახოცზე ართურ ლაფერი მისი სახელობის მრუდს დახატავდა.

Lady Godiva painting

გრაფი ლეოფრიქი 1057 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგ საგრაფოს მიახლოებით კიდევ 10 წელი ლედი გედაივა მართავდა. ერთადერთი ქალი მმართველი იყო ბრიტანელ მთავრებს შორის. შემდეგ მისი საგრაფო უილიამ დამპყრობლის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. როგორც სხვა დანარჩენი. თუმცა, გედაივა კიდევ რამდენიმე წელი დავთრებში იხსენიება, როგორც დიდი მიწათმფლობელი.

კვლავ იმ ისტორიას რომ მივუბრუნდე – ქალაქის მცხოვრებლები სახლებში შეიკეტნენ, დარაბები დახურეს, ფარდები ჩამოაფარეს და მათი დედიშობილა დედოფლისთვის არვის შეუხედავს… იყო მხოლოდ ერთი, თერძი სახელად თომი, რომელმაც კარის ღრიჭოდან უჭვრიტინა. გედაივას სილამაზეს ვერ გაუძლო და დაბრმავდა. ინგლისური Peeping Tom (მეჭვრიტინე თომა) აქედანაა სწორედ.

ამბავი ლედი გედაივას შესახებ იქცა ინსპირაციად ისეთი მოძრაობისთვის, როგორიცაა უკრაინული “ფემენი”.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

The Truth Behind The Legend of Lady Godiva

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “აინ რენდი და ლედი გოდივა”

  1. გოდივას ისტორია ბევრგან შემხვედრია და ფილმიც მინახავს, მაგრამ ასეთი ინტერპრეტაცია პირველად წავიკითხე :))

    Liked by 1 person

  2. “ფემენი” იმის დასტურია, რამდენნაირად შეიძლება ისტორიის გადამღერება და იდეის დამახინჯება ^_^

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: