შაბათის პოსტი
კარანტინის დროს სთრითარტერებს მძიმე დრო უდგათ. ონლაინ სწავლა, მუშაობა, შოფინგი… მეგობრებთან დალევაც კი შესაძლებელი ყოფილა, მაგრამ სთრითარტი ონლაინ არ გამოდის. სახლიდან გასვლაა საჭირო. აბა, რისი სთრითარტია.
სახლში გამოკეტილმა სთრითარტერებმა მოიწყინეს. ვინ რითი იქცევს თავს, პეხაკმა კი ერთგვარი სიმულაციური სთრითარტი მოიგონა – თან სახლიდან ხატავს, თან, თითქოს, ქუჩაშია მაინც.
თავად ნახეთ:
პეხაკი ესპანელი მხატვარია. ერთ-ერთი საუკეთესო სთრითარტერი. მასზე უკვე მქონდა პოსტი, მოკლე შინაარსს აქ არ მოვყვები და ვრცლად, შეგიძლია, ნახო შურდული და ფრინველები.
ფანჯრები და შუშები პეხაკს ძალიან უყვარს. ადრეც ხატავდა ხოლმე ზედ.
მაგრამ ახლა ეს ტექნიკა კარგად მოერგო კარანტინის და კორონას ჟამს. და ბევრმა აიტაცა.
ხელოვან ადამიანს თუ კარს ჩაუკეტავ, ის ფანჯარაზე დახატავსო. 🙂
ეგებ, შენი ფანჯრიდანაც ჩანს, ხელოვნებად რომ უნდა აქციო, ისეთი ხედი?
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
მართლა უნდა ვცადო ^_^
ვიდეოში კიდევ უკეთ ჩანს – ზოგი დახატულიც არ არის, აპლიკაციაა. ზოგი კი დინამიური არტია ❤
LikeLiked by 1 person
კი. შესრულება იოლადაც შეიძლება. იდეაა მთავარი 🙂
LikeLike
საიტზე უდევს სხვების ნამუშევრებიც. შეგიძლია მიაჰეშთეგო და ნახავს ✌️
LikeLike