ქალი, რომელსაც უყვარდა ტოსტი, მაგრამ გასუქების ეშინოდა

უკვე გამომცხვარი პურის ხელახლა შებრაწვა – დატოსტერება კაცობრიობას მრავალი და მრავალი ასეული წლის წინ მოაფიქრდა. უძველესი რეცეპტი 6 საუკუნეს ითვლის და ლუდსა და ზეითუნის ზეთში დატოსტერებული პურის ნაჭერია ხახვით.



ტოსტი უნივერსალური რამეა, უთვალავნაირად შეიძლება მოამზადო და მაცივარს რომ გამოაღებ, რასაც მოიძიებ, პრაქტიკულად, ყველაფრით შეგიძლია “მორთო”, ყველაფერი უხდება. მაგრამ ასე იზამ თუ ისე, კალორიულობას ვერ გაექცევი. ერთი რომ პურია თავად კალორიული, მეორე ზეთის ან კარაქის გარეშე ტოსტი ვერ ტოსტობს და ეგეც თქვენ დამატებითი კალორიები და ცხიმები.

ალბათ, ასე ფიქრობდა მელბა, რომელიც უარს ამბობდა ტოსტზე, თუმცა კი ნამეტნავად უყვარდა.


Neille Melba. 1889

მელბა იგივე ჰელენ ფორთერ მიჩელი (Dame Nellie Melba / Helen Porter Mitchell) ოპერის ავსტრალიელი მომღერალი იყო. ფსევდონიმი მშობლიური ქალაქის, მელბურნის საპატივცემულოდ აირჩია. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სოპრანო უამრავი ქალაქის სცენაზე გამოსულა, მათ შორის იყო პარიზის ოპერაც. მისი ტალანტის დამფასებელთა შორის აღმოჩნდა ოგიუსტ ესკოფიე. მელბასთვის საბედნიეროდ. იმიტომ რომ მელბა გურმანი გახლდათ და გურმანისთვის რაა იმაზე დიდი ბედნიერება, როცა ისეთი ადამიანი გემეგობრება, როგორიც ესკოფიეა. როდესაც ესკოფიემ შეიტყო, რომ მელბას ძალიან უყვარდა ტოსტი, მაგრამ ეშინოდა გასუქების, სპეციალურად მისთვის მოიფიქრა ტოსტის დიეტური ვარიანტი, რომელსაც ასე – მელბას ტოსტი ქვია.

თითქოს, მოსაფიქრებელი ბევრი არც არაფერი იყო – მელბას ტოსტი ჩვეულებრივზე ორჯერ თხელია, მაგრამ პატარა ეშმაკობას კი მოითხოვს. თუკი დასატოსტებელი პურის ნაჭერს ორად გაჭრი ჰორიზონტზე, არაფერი გამოვა კარგი – დაბრაწვის ნაცვლად, უბრალოდ დანახშირდება (სტანდარტული ზომა, წონა და სისქე ტოსტის პურის ზუსტადაა შერჩეული, რომ დაიბრაწოს და არ დაიწვას), მაგრამ ესკოფიემ ჯერ შებრაწა და შემდეგ გაჭრა ორ თხელ ფირფიტად. და ვუალა – ჩვეულებრივი ტოსტის ნაცვლად მივიღეთ მელბას ტოსტი.

მელბა მისი სახელობის ტოსტს მიირთმევდა წვნიანთან ერთად. დღეს სასაუზმე ვარიანტია პოპულარული – პაშტეტით ან ყველით. თუმცა, ნებისმიერი რამით მორთე – ჯემი იქნება, შოკოლადის პასტა თურაცგინდარა გულს ენას გაუხარდება.

მელბას ტოსტის დაბადების წელი 1897-ა, დაბადების ადგილად ხშირად პარიზის სასტუმრო “რიცს” ასახელებენ, მაგრამ, უფრო სარწმუნოა, მონტე კარლოს “რიცი” იყოს (ესკოფიე ცეზარ რიცის სასტუმრო იმპერიის ყველა სამზარეულოს განაგებდა, მაგრამ თავად მონტე კარლოს “რიცში” ხელოვნობ-კულინარობდა ხოლმე). სხვათა შორის, ესკოფიემ მელბას სხვა კერძიც უძღვნა მელბას მსხალი (Peach Melba) – ეს არის მსხალი ნაყინში ვანილისა და ჟოლოს სოუსით. როდესაც მელბა დიეტაზე იყო, ალბათ, მელბას ტოსტს მიირთმევდა და როცა დიეტაზე არ იყო – მელბას მსხალს. 🙂

მელბას ტოსტი ძმებ მაიოს (ცნობილი ექიმები, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მაიოს კლინიკის (Mayo Clinic) დამფუძნებლები) 19-დღიანი წონის კორექციის მენიუს შემადგენელი ნაწილია. ეს დიეტა ექიმებმა 1925 წელს საგანგებოდ მსახიობ ეთელ ბერიმორისთვის შექმნეს, მაგრამ, რიგი ცვლილებებით, დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ტოსტს, ზემოთაც ვთქვი, ბევრი ინგრედიენტი უხდება. ზოგი მას ნამდვილ შედევრად აქცევს. ასეთია კლასიკური ფრანგული კროკი.

ვინც დიეტაზე არ ხართ და ტოსტი გიყვართ – თბილისში ბევრგან ამზადებენ გემრიელად. კლასიკური (და, ფასის ამბავში, შედარებით ეკონომიური) კროკი არის PAUL-ში. უგემრიელესი კრისტოფ ადამისეული კროკ ვივიენი – L’Eclair de Génie-ში. და გურმანული ორგაზმი Ladurée-ში.

Croque Madame

Croque Vivienne
Croque Monsieur

თუ ამ პოსტს კარანტინის დროს კითხულობ და კაფეები დაკეტილია – თავად შეგიძლია, მოამზადო.


პირველ ვიდეოში შესანიშნავი შეფი ჟაკ პეპანი ამზადებს ტოსტს თხის ყველით. მეორეში კი, ჰოუმ-ქუქი და საუკეთესო ფუდ-ბლოგერი სტეფანი (ადრეც ვახსენე ნაპოლეონის მარენგო პოსტში) – კროკ მესიესა და კროკ მადამს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: