შოკოლადი კორონავირუსის წინააღმდეგ

შაბათის პოსტი

სანამ ვირუსოლოგები ვაქცინას ეძებენ და სხვები კი ძმრით, ნიორით, ჭაჭით თუ მდუღარე წყლით მკურნალობენ,
ფრანგმა კონდიტერმა ჟან-ფრანსუა პრემ (Jean-François Pré) კორონავირუსის საწინააღმდეგო შოკოლადის კორონავირუსი შექმნა. ძველთაძველ წესს მიყვა: შიში რომ დაძლიო – თვალებში უნდა ჩახედო. ვირუსი რომ დაამარცხო – უნდა შეჭამო.

Jean-François Pré with his viral chocolates (1)

პრეს დაეჯერება – შოკოლადისა და ვირუსების ამბავი ორთავ კარგად იცის. შოკოლადს 12 წლიდან აკეთებს, ვირუსები კი… ვინ უნდა იცოდეს ვირუსების ავან-ჩავანი უკეთ, თუარა კაცმა, ვისი ბუტიკი-ატელიეც ლუი პასტერის ქუჩაზეა. 🙂

Jean-François Pré with his viral chocolates
კორონავირუსის გამო, აშშ-ში და ზოგ სხვა ბაზარზე ლუდი “კორონას” გაყიდვები შემცირდა. ფრანგებს მეტი იუმორის გრძნობა, ირონია და პოზიტიური განწყობა ჰქონიათ. არც გამკვირვებია. შოკოლადის კორონავირუსი ფრანგმა მეშოკოლადემ დახლზე 3 მარტს გამოიტანა და პირველივე დღეს გაყიდა 4 ცალი.

Jean-François Pré viral chocolates (3)

ახლა მოგზაურობის დრო ნამდვილად არა არის, მაგრამ თუ (უკვე) საფრანგეთში ხართ, ბრეტანის მხარეს, ქალაქ ლანდივიზიოს უნდა მიაკითხოთ.

აგერ ჟან-ფრანსუა პრეს შოკოლადების ატელიეს მისამართიც:

La Duchesse Anne.
5, rue Louis-Pasteur
29400  Landivisiau
France

შოკოლადის კორონავირუსი თეთრი და შავი შოკოლადისგან მზადდება და წითელი ნუშითაა მორთული.

(მხოლოდ) შოკოლადი კორონავირუსისგან ვერ კურნავს Sad smile მაგრამ მას ღიმილი, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა მოაქვს, პირმოქუფრული ადამიანები კი ნამდვილად ყველაზე ხშირად ავადდებიან. და სხვებსაც უწეწენ ნერვებს.

Creative Commons License © Тony Clifton*The Sound and The Vuvuzela. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Le coronavirus se décline… au chocolat!

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: