How-To: პერანგსშიდა

პერანგის შიგნით ჩასაცმელი მაისური, ინგლისურად undershirt რომ ჰქვია, ზოგს უყვარს და ზოგსაც – არა. თუ არ ატარებ, ეს პოსტი შენთვის არ ყოფილა.

მე მაცვია ხოლმე. მოსახერხებელი რამეა – როცა ცივა, სხეულის სითბოს ინარჩუნებს, როცა ცხელა – ოფლის პირველ დარტყმას თავის თავზე იღებს და პერანგს იცავს. სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ამადაც მოიგონეს.

დიდი არჩევანია ჩვენთან, ბევრგან შეიძენ, მაგრამ ფერები კი ჭირს – თეთრია 100-დან 99 შემთხვევაში (undershirt-ზე ვამბობ და არა T-shirt-ზე – ეს ორი სხვადასხვა რამეა).

თეთრი ყოველთვის კარგი არჩევანი არაა. შეკითხვაზე, რა ფერის პერანგსშიდა უნდა ჩავიცვათ თეთრი პერანგის ქვეშ, “ლოგიკური” პასუხი “რა თქმა უნდა თეთრი”, სულაც არ არის ლოგიკური. მცდარია. თეთრი პერანგსშიდა ღია ფერის პერანგის ქვეშ ნიშნავს ამას:

white under white

ეს კი იგივეა, რაც:

White socks black trousersSicks and sandals

ნება შენია, მაგრამ არის წესები, რომელიც რაციონალურია, გამოცდილია, “მუშაობს” და სჯობს მიყვე, ვიდრე დაარღვიო. დასარღვევად ბევრი სხვა წესი მოიძებნება (კალაძე და სპრეცატურა). ამიტომ, ღია ფერის პერანგის ქვეშ სჯობს, ჩაიცვა მაისური, რომლის ფერიც შენი კანის ფერთან ახლოსაა. ევროპელი მამაკაცისთვის, უმეტეს შემთხვევაში, ხორბლისფერია (კრემისფერი, “ბეჟი” – ვინ რას უძახის). ზოგჯერ – ნაცრისფერიც გამოდგება. დასავლეთში ამ პერანგსშიდას უჩინარი (Invisible undershirt) ქვია, ზოგჯერ nude-საც უძახიან. თუ თბილისში ვერ ნახავ, იოლად იძებნება “ამაზონზე”. სასურველია – V-neck, ყელი რომ აქვს ამოჭრილი და ღილშეხსნილ პერანგსქვეშ არ ჩანს, ისეთი. თუ ყველა ღილი შეკრული გაქვს ან ჰალსტუხს ატარებ, ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

თეთრი ფერის ბევრი პერანგსშიდა მაისური თუკი გაქვს, ერთი ძველისძველი ლაიფჰაქია – შეღებო. რთული არაფერია. სახლშიც მოხერხდება და მრავალი წლის გამოცდილებაზე დგას. დაგჭირდება ჩაის პაკეტები (ძვირიანი საჭირო არაა, იაფიანიც წავა) და ძმარი.

მეთოდი აგერაა აღწერილი ფოტოებითურთ How to Dye Fabric With Tea

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “How-To: პერანგსშიდა”

  1. თვეებია, ვპ-ზე აღარ შემოვსულვარ და თვეებია, ასეთი პრაქტიკული პოსტი არ წამიკითხავს:)))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: