How-To: (გა)დაალაგე გარდერობი

ასეთი რამ თუ დაგმართია – იყიდი რაღაც ნივთს (ამ შემთხვევაში ტანსაცმელზე ვამბობ) მოიტან, გამოაღებ გარდერობს და… რაღაც მსგავსი, თურმე, გქონია. მაგრამ არ გახსოვდა.

მე დამმართია. და ასეთი სიბრიყვე რომ არ დაგემართოს, გარდერობში რა გაქვს, კარგად უნდა იცოდე. რა გაქვს, რად გადგია და რამდენად ხშირად იცვამ.

არის ერთი მარტივი ლაიფჰაქი, იმ ლაიფჰაქთა სერიიდან, ისედაც ხომ ვიცოდიო, იტყვი, მაგრამ არ იყენებდი და სასარგებლო კია.

იდეის ავტორი – ანტონიო სინტენოა – სთაილ ექსპერტი, იმიჯ კონსულტანტი და ბლოგერი.  ბლოგს პოსტის ბოლოს დავლინკავ. ახლა კი მისი რჩევა:

გარდერობში ყველაფერი რაღაც წესის მიხედვით უნდა განათავსო. მაგალითად, ყველაზე მარტივი და პრაქტიკული: რაც საკიდზეა – პირით/ღილებით მარცხნივ. რაც თაროებზეა ან უჯრაში – საყელოთი შენკენ. ფეხსაცმელი – ქუსლით კედლისკენ და ა.შ.

მას შემდეგ რაც ჩაიცვამ და ატარებ, ის კონკრეტული ნივთი გარდერობში შებრუნებულად უნდა შეკიდო. თუ პირით მარცხნივ იყო – მარჯვნივ. თუ საყელოთი შენკენ იყო – კედლისკენ და ასე.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენჯერ ჩაიცვამ, გარეცხავ და დააუთოებ ამ ნივთს იმ სეზონზე – თუკი გეცვა, შემდეგ უკვე შებრუნებული წესით უნდა შეინახო… ბოლოს გადახედავ გარდერობს და ეგრევე თვალში გეცემა ტანსაცმელი, რომელიც ერთხელაც არ გცმია იმ სეზონზე…

გაგიკვირდება და ასეთი ნივთი, შეიძლება, რამდენიმეც გქონდეს. ან წონაში მოიმატე და აღარ გეტევა. ან აღარ მოგწონს. ან გაიცვითა. ან გახუნდა. ან დაიხა. ან მოდაში აღარაა. ან ყველაფერი კარგია – მოგწონს, ტანზეც გარგია, მაგრამ ეულადაა, წყვილი არ აქვს – სხვა (თითქმის) არაფერს უხდება (და ასეთი შემთხვევა ჩემ შემთხვევაში რამდენიმე აღმოვაჩინე).

ანტონიოს რჩევას თუ მიყვები, სეზონის ბოლოს “ზედმეტ” ნივთებს იოლად აღმოაჩენ და ისღა დაგრჩება, გადმოალაგო გარდერობიდან და:

  • გაასხვისო;
  • გადააგდო;
  • ტილოდ გამოიყენო;
  • შეაკეთო;
  • წონაში დაიკლო;
  • შესაბამისი წყვილი შეუძინო.

ან, თუ ვერაფრად გაიმეტებ, აიღო და სადმე შორს შეინახო 🙂 ადგილს მაინც გამოათავისუფლებ გარდერობში.

მოკლედ, ყოველმხრივ სასარგებლო და გამოყენებადი ლაიფჰაქია. მარტივი, “ისედაც რომ ვიცი” იმ კატეგორიისა, მაგრამ რომ არ იყენებდი, ისეთი.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

RMRS by Antonio Centeno

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

8 thoughts on “How-To: (გა)დაალაგე გარდერობი”

  1. არასდროს დამვიწყნია რა ტანსაცმელი მაქვს და რა არა :))) ალბათ, იმდენი არ მაქვს )))
    მაგრამ საინტერესო ლაიფჰაკია, უნდა ვცადო

    Liked by 1 person

  2. მარი კონდოს მეთოდებზე რას ფიქრობ? 🙂

    გარდერობში ვერ ვკიდებ თუ ახალი გარეცხილი არაა

    და ასეთი ღია გარდერობები კარგია მაგრამ ნეტა არ იმტვერება ?

    Like

    1. ეგრე მთელი გარდერობი გარეთ გადმოვა გარეცხვამდე თუ არ შევკიდე 🙂 თითო ჩაცმაზევე რეცხავ ყველაფერს?

      ღია თაროებს ტანსაცმლისთვის არ ვიყენებ. ღია სივრცე იმჰო ტრანზიტისთვისაა 🙂 სახლში რომ მოხვალ, სანამ გარდერობში დააბრუნებ ტანსაცმელს, რომ დაისვენოს რამდენიმე საათით

      Like

      1. კი მინდა, სიამოვნებით მოვიქცეოდი ასე, მაგრამ უკვე მრცხვენია დედამიწის :))

        ზაფხულში უმეტესად ერთი ჩაცმის შემდეგ, ზამთარში – არა. ეგ ტრანზიტი მიჭირს სწორედ. ოთახში მაქვს ადგილი მიჩენილი, მეორედ ჩავიცვამ და მერე ვრეცხავ.

        Like

      2. კი არის რაღაც თითო ჩაცმის და არის ორის (პერანგი მაგალითად) და არის ბევრის.
        ეტყობა არ გინახავს მაგალითად ლივაისის რეკომენდაცია, როდის უნდა გარეცხო ჯინსი 🙂

        შალს საერთოდ უნდა მაქსიმალურად მოარიდო რეცხვაც და ქიმწმენდაც etc.
        No standard rules here

        Like

      3. ჯინსებს ხშირად არ ვრეცხავ, რეკომენდაცია არ მინახავს, სამწუხაროდ.

        აბრეშუმის ტანსაცმელს – ხელით. ჩალბობა უხდება ნამეტანი 🙂

        შალს კი, დიდხანს ვაცლი. ამ ბოლო დროს პალტოებსაც აღარ ვაბარებ ქიმწმენდაში, შალის რეჟიმით ვრეცხავ და კარგი თხევადი სურნელოვანი საშუალებებით.

        Liked by 1 person

  3. ზამშის სპრეი გამოვიღე ამასწინათ ფეხსაცმლისთვის, კი იყო ვადაგასული, მაგრამ მაინც ვიხმარე, სუნი იგივე ჰქონდა და თავისი საქმეც გააკეთა. აივანზე ვქენი ეგ საქმე 🙂 უსაფრთხოების მიზნით.

    Like

    1. ისე, მამაკაცებს რაც ეხება, არის ეგეთი რამ, რასაც მომხრეც ყავს ბევრი და მოწინააღმდეგეც – undershirt.
      ძირითად დარტყმას თავის თავზე იღებს 🙂 და პერანგის გარეცხვის სიხშირეც იკლებს.

      ეს ისე. ლაიფჰაქი მამაკაცი მკითხველებისთვის.

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: