ოლივიე მუღგის კოსმიური ოდისეა

“2001 წლის კოსმიური ოდისეა” (2001: A Space Odyssey) თუ ნანახი გაქვთ, სავარძლები გემახსოვრებათ. თუ არ გახსოვთ, ძალიანაც ნუ დაგწყდებათ გული – სავარძლები ამ კინოსაგაში მთავარი არ არის… მაგრამ მნიშვნელოვანი შტრიხი კია. აგერ, ის სავარძლები.

Olivier Mourgue Djinn chair 2001 A Space Odyssey
Olivier Mourgue Djinn chair. 2001 A Space OdysseyOlivier Mourgue Djinn chair 1965

სთენლი ქუბრიქმა რამდენიმე დიზაინერს სთხოვა ფილმისთვის კოსმოსური Hilton-ის სასტუმროს უნიკალური ინტერიერის შექმნა . მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი კვალი ოლივიე მუღგმა დატოვა.

ოლივიე მუღგი (Olivier Mourgue) 60-იანების იმ დიზაინერთა შორისაა, ვინც ახალი ფორმების, იდეების, ტექნოლოგიებისა და მასალების ძიებაში იყო. ამ დიზაინერებს ჰქონდათ შემოქმედებითი წვის ფუფუნება, ისე, რომ დაფინანსება არ ეძებნათ. თანხებზე Mobilier National ზრუნავდა (ამაზე უკვე ვწერდი ადრეულ პოსტში), თუმცა მუღგს არც კომერციული წარმატება აკლდა. მისი ავეჯი ბევრი დიდი კომპანიის კაბინეტებში იდგა, როგორც საფრანგეთში, ისე – მის გარეთ. თანამშრომლობდა შვედურ მაღაზიათა ქსელ Nordiska Kompaniet-თან, ფრანგულ Agence d’Architecture Interieure Gautier-Delaye-თან, მაგრამ ყველაზე წარმატებული ფრანგულ ავეჯის მწარმოებელ Airborne International-თან თანამშრომლობა იყო, სადაც მისი ფუტურისტული იდეების ნაწილის განსხეულება მოხერხდა. დიდი წილი მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებად დარჩა.

Olivier Mourgue Cubique chair, 1968Olivier Mourgue, Chaise longue, 60sOlivier Mourgue, Lounge Chairs, 60sOlivier Mourgue, Coffee Table, 1960
Olivier Mourgue, Sconces, 1971Olivier Mourgue, Standing Lamp Double Flower, 1968

მუღგი დიზაინისა და არქიტექტურის L’École Boulle-სა და გამოყენებითი ხელოვნების ეროვნული სასწავლებლის, ÉnsAD Paris-ის კურსდამთავრებულია (ისე, როგორც ეტიენ ფერმიჟიე). ჰქონდა საკუთარი შემოქმედებითი სტუდია-ლაბორატორიაც.

“ჯინის” სერიას, ოლივიე მუღგის შემოქმედებით მწვერვალად იტყვიან ხოლმე. ალბათ, ასეც არის, თუმცა დიზაინერს ბევრი სხვა საოცარი პროექტიც აქვს განხორციელებული. ჯინი, გაგონილი გექნებათ, აღმოსავლური მაქციაა, ვისაც, ლეგენდით, ნებისმიერი სულიერის სხეულის ფორმის მიღება შეუძლია. ისე, როგორც მუღგის Djinn სავარძლებსა და სოფას.

Olivier Mourgue Djinn Relaxer 1965Olivier Mourgue Two-Seat Djinn Sofa, 1968Olivier Mourgue, Djinn chair and ottoman, 1968Olivier Mourgue, Lounge chairs, 1971

არ ვიცი, ეგებ ქუბრიქის საპატივცემულოდაც იყო, მაგრამ 1968 წლის ავეჯის სერიას “კუბიკი” (Cubique) დაარქვა. კუბიკის სკამის დიზაინმა პრესტიჟული ჯილდო AID International Design Award მოიპოვა.

Olivier Mourgue, Cubique chair, 1968

ზემოთ დავწერე, სხვადასხვა დიდი კომპანიების ოფისების ინტერიერის მოწყობაზე მუშაობდა, მათ შორის იყო Bayer-ის ხომალდი Visiona. ეს გერმანული ქიმიურ-ფარმაცევტული გიგანტის საიმიჯო პროექტი იყო, 5 წლის განმავლობაში ხომალდის ინტერიერის მოსაწყობად ყველაზე გამოჩენილ, დღეს რომ ვიტყვით ხოლმე, “ცნობად” დიზაინერს იწვევდნენ: გენიოსი დანიელი ვერნერ პანტონი, იტალიელი ჯო კოლომბო, ჯექ ლენორ ლარსენი… 71-ში ხომალდის ინტერიერი ოლივიე მუღგს ანდეს.

Olivier Mourgue Visonia 1971
Olivier Mourgue, Visonia 1971Olivier Mourgue, Visonia, 1971

2014 წელს Vitra Design Museum-ში Visiona-ს ექსპოზიცია მოეწყო, სადაც ხომალდის კაიუტების რეკონსტრუქცია მოახდინეს.

კოსმიური ოდისეა ერთადერთი ფილმი არაა, სადაც მუღგის ავიჯი მონაწილეობს. მისეული ტყავის Chaise longue-ზე თვით მისი უდიდებულესობის აგენტი ჩამომჯდარა (68 წლის ბონდიანა “მხოლოდ ორჯერ ცხოვრობ”).

Olivier Mourgue, Chaise longue, 60s Bond

კოსმიური ოდისეის ორიგინალი სავარძლები აღარ არსებობს. გადაღების დასრულების შემდეგ ქუბრიქმა გაანადგურა, რატომ კარგი აგიგიაო. Smile არ სურდა, რომ კიდევ ვინმე სხვა რეჟისორს გამოეყენებინა.

დარჩა ასე ექსკლუზივად.

თუმცა, ისინი აღადგინეს ფილმის 50 წლის იუბილის აღსანიშნად და ლონდონის დიზაინის მუზეუმსა და ფრანკფურტის კინოს მუზეუმში გამოფინეს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Olivier Mourgue

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.