ფრანგების იმპერატორი არასდროს უჩიოდა უმადობას. მეტადრე – ბრძოლის შემდეგ. მოგებული ბრძოლის შემდეგ ხომ – მითუფრო.
ასე იყო 1800 წლის 14 ივნისს, მარენგოს მახლობლად. ნაპოლეონმა, რომელსაც წესად ჰქონდა, არაფერი ეჭამა, სანამ ბრძოლას უძღვებოდა, ავსტრიელების დამარცხების შემდეგ ქათმის კერძი მოისურვა. ფრანგული არმიის სურსათ-სანოვაგის კარვები ბრძოლის ველიდან საკმაოდ მოშორებით იყო გამართული, იმპერატორი კი ვერ ითმენდა, ამიტომ მისმა პირადმა მზარეულმა დუნანმა (Dunand) იქვე უახლოეს სოფელში შეგირდები აფრინა პროვიანტის შესაძენად და რაც მიუტანეს, იმისგან მარტივი და გემრიელი კერძი შექმნა, მარენგოს ქათამი ან ნაპოლეონის ქათამი (Poulet de Napoléon) რომ ჰქვია.
იმპერატორივით რომ დანაყრდეთ, ამისთვის დაგჭირდებათ:
ქათამი
პომიდორი
ნიორი
კურვუაზიე
პურის ნაჭრები
კვერცხი
მტკნარი წყლის კიბო
ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მოგვიანებით დუნანმა რეცეპტი დახვეწა – კიბო ჩაანაცვლა სოკოთი, ნახარში – ბულიონით, კონიაკი – ღვინოთი, მაგრამ ნაპოლეონი იმ პირვანდელი რეცეპტის ერთგული დარჩა.
მომზადების ვიდეოს (ჩემსას – არა) ქვემოთ დავდებ. მანამ კი – ორი სიტყვით:
ჯერ ამზადებთ ქათმის ნახარშს.
შემდეგ წვავთ ქათმის ნაჭრებს. გადმოიტანთ ტაფიდან.
ამზადებთ მარენგოს სოუსს: წვავთ ნიორს, თუშავთ კონიაკში, ამატებთ ქათმის ნახარშს და პომიდორს.
აბრუნებთ ქათმის ნაჭრებს ტაფაზე და თუშავთ.
ამასობაში წვავთ კიბოს, კვერცხს და პურის ნაჭრებს.
ახლა კი – ვიდეო.
სტეფანი ფრანგი მოყვარული შინამზარეული (ე.წ. Home Cook) და ფუდ-ბლოგერია. კიბოს ნაცვლად სოკოს იყენებს, სხვამხრივ იმ, პირვანდელი რეცეპტის ერთგულია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
ფუდ-ბლოგერობაში გადაკვალიფიცირებას არ ვაპირებ. ჩათვალეთ, რომ ესეც ბონაპარტისტული პოსტია და არა მზარეულური. 🙂
გასინჯული გაქვს?
მარტივი რეცეპტია. არ მგონია, გამორჩეული გემო ჰქონდეს.
მაგრამ ეგ ბიჭი ისე აკეთებს, მომეწონა. 🙂 ვცდი ერთხელ
LikeLike
კი. მაგრამ ქართული კონიაკით :))
სტეფანა ძაან დონე ბლოგერია. ფრანგული სამზარეულოს წესების ახსნის ამბავში ერთ-ერთი საუკეთესო. და კონკრეტულ რეცეპტებსაც კარგად და გასაგებად ხსნის.
LikeLike
ნაპოლეონის ქათამი საცივს მაინც ვერ აჯობებს.
ნაპოლეონი ვიცი ნამცხვარი. :))
LikeLike
მაგრამ თუ გააკეთებ, დამპატიჟე და გავსინჯავ როგორია
LikeLike
ოკ.
კურვუაზიე შენი – სხვა პროვიანტი და ხელობა ჩემი. 😉
LikeLike