How-To: ფრანგული ნასკვი

არის ამბები, მთელი ცხოვრება რომ არასწორად ვიმეორებთ. იმიტომ რომ ბავშვობაში გვასწავლეს არასწორად. ან ჩვენ თავად ვისწავლეთ. ასეთი ამბავია.

დროა, გამოვასწოროთ.

მაგალითად – თასმები. თასმებს ფეხსაცმელზე არასწორად ვიკრავთ. ყველა არა, მაგრამ – უმრავლესობა. დამოუკიდებლად შეთასმვა ჯერ რომ არ ვიცოდით, მშობლები ან ბებია-ბაბუები გვითასმავდნენ და ასე გვასწავლეს და ვაგრძელებთ დიდობაშიც – საბავშვო ნასკვით.

ფეხსაცმლის თასმის საბავშვო ნასკვი იოლად იკვრება, მაგრამ იოლადვე იხსნება წამდაუწუმ, ამასთან, მოღრეცილია, ოკრო-ბოკრო და ასიმეტრიული.

დროა, ჩაანაცვლო ფრანგული ნასკვით.

ფრანგული ნასკვი არის ორი სახის. ორივე ელეგანტურია, სიმეტრიული, უხდება ფეხსაცმელს და არ გაგეხსნება უდროო დროს.

პირველს ქვია პარიზული ნასკვი:

მეორეს – ბერლუტის ნასკვი:

მე ეს მეორე უფრო მომწონს, თუმცა, როგორც ზემოთ დავწერე, ორივე ელეგანტურია, სიმეტრიული, უხდება ფეხსაცმელს და არ გაგეხსნება უდროო დროს – ყველა საჭირო ნიშანი აქვს. ბერლუტის ნასკვი მორბენლების ფავორიტი ნასკვიცაა, სწორედ იმ მიზეზით, რომ არასდროს გაიხსნება ან მოსუსტდება თავისით. რა ძალაც არ უნდა ადგეს, მთელი დღის განმავლობაში ისეთივე მკვრივი რჩება და უძრავი, როგორც დილით შეთასმვისას.

  • ალესანდრო ბერლუტი (Alessandro Berluti) ვინც საკუთარი სახელობის ნასკვი მოიფიქრა, იტალიელი დაბაღი (მეტყავე) იყო მარკეის რეგიონის სოფელ სენიგალიადან. მე-19 საუკუნის შუაწელს პარიზს მიაშურა და სხვადასხვა არტელებში და მოდის სახლებში გატარებული წლების შემდეგ, 1895 წელს საკუთარი სახლი დააფუძნა, უკვე 120 წელს რომ ითვლის და ერთ-ერთი საუკეთესო ფეხსაცმლითა და ტყავეულითაა ცნობილი.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: