ფოტო მეოთხე: ედუარდ ბუბა
ისევ ის, რითიც ეს ციკლი დავიწყე.
გოგონა და პარიზული ბაგეტი.
ედუარდ ბუბა (Édouard Boubat) მონმარტრზე დაიბადა და არჩევანი ბუნებრივი იყო – პარიზის მხატვრობისა და გრაფიკის სამაგისტრო სკოლა (ESAIG). ხატავდა, მუშაობდა გამომცემლობაში გრაფიკოსად, ქმნიდა პოსტერებს… მეორე მსოფლიო ომმა მილიონობით ადამიანის ბედთან ერთად, ედუარდ ბუბას ცხოვრებაც გადაატრიალა. ოკუპანტებმა სავალდებულო სამუშაოებისთვის გერმანიაში წაასხეს. იქ ნანახმა ფოტოჟურნალისტობა გადააწყვეტინა.
პირველი ფოტოები 1946 წელს გადაიღო. მისმა ნამუშევრებმა პროფესიონალთა ყურადღება მიიქცია და 1951 წელს ჟურნალმა Réalités შესთავაზა კონტრაქტი. თანამშრომლობა მთელი 17 წელი გაგრძელდა. იქ სხვა ცნობილ ფოტოგრაფთან, ჟან-ფილიპ შარბონიესთან ერთად მუშაობდა.
შემდეგ როგორც ფრილანსერი სხვადასხვა ჟურნალთან და სააგენტოსთან თანამშრომლობდა. მათ შორის Rapho-სთვის. მოგზაურობდა ბევრს. ბევრი ფეშენ-ფოტო, პორტრეტისა და ნიუ-ს ჟანრის ფოტო აქვს.
ედუარდ ბუბას ნამუშევრებს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვთ მოპოვებული. 1947 წლის Kodak-ის პრიზი (შეფოთლილი გოგოს ფოტოსთვის). გერმანიის ფოტოგრაფთა აკადემიის David Octavius-ის სახელობის მედალი, 1971. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს გრან-პრი, 1984. შვედური ჰასელბლადის ფონდის 1988 წლის ჯილდო. 1997 წელს ხელოვნებისა და ლიტერატურის (Ordre des Arts et des Lettres) ორდენის კავალერი გახდა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი (ფოტო მესამე)
ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი (ფოტო მეორე)
ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი (ფოტო პირველი)