ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი. ფოტო მესამე

ფოტო მესამე: საბინე უეისი

არ მიყვარს წვიმა. ვინც სათვალეს ატარებს, გამიგებს. 🙂 საბინე უეისის პარიზში ხშირად წვიმს. ლამაზია და მყუდრო წვიმიანი პარიზი, როცა უეისი უღებს ფოტოს.

Sabine Weiss - Pluie à ParisSabine Weiss - La 2CV, Paris

Sabine Weiss - Des chaussuresSabine Weiss - Des chaussures-1

მამას, წარმატებულ ქიმიკოსს სურდა, მის კვალს გაყოლოდა, მაგრამ გოგონას თვალი უფრო გამახვილებული ჰქონდა, ვიდრე გონება (თავად ამბობს). ერთ მშვენიერ დღეს შემოაჯდა ველოსიპედს და სკოლა მიატოვა – ასე იგონებს საბინე უეისი (Sabine Weber/Weiss) შვეიცარელი ფოტოგრაფი, ვინც ცხოვრების დიდი ნაწილი პარიზში გაატარა, იქ შეხვდა მომავალ მეუღლეს, ამერიკელ მხატვარ ჰიუ უეისს, პარიზში ცხოვრობს დღესაც და უკვე საფრანგეთის მოქალაქეა.

Sabine Weiss - Bords de Seine

რვა წლისა იყო, პირველი ფოტოკამერის თანხა რომ შეაკოწიწა – მთელი წელი აგროვებდა ჯიბის ფულს. ქიმია-ქიმიად, მაგრამ მამამ ფოტოგრაფიის შესწავლაშიც ძალიან შეუწყო ხელი. ფრედ ბუასონასთანაც (ცნობილი შვეიცარელი ფოტოგრაფია) უშუამდგომლა და უეისმა მთელი 4 წელი იმუშავა მის სტუდიაში. 1946 წელს რეკომენდაციებით ხელდამშვენებულმა ბედის საძებნელად პარიზს მიაშურა და მოდის სახელგანთქმულ ფოტოგრაფთან, ვილი მეივალდთან შეგირდად დადგა. უეისი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის ბევრი ფოტოპორტრეტის ავტორია: ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, მოდის კორიფეების.

Brigitte Bardot, 1959

1950-ში რობერ დუანომ სააგენტო Rapho-ს ფოტოკორესპონდენტად მიიწვია.

საბინე უეისის პარიზი პირველ ყოვლისა ბავშვებისაა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, მშვიდობას დაწაფებული თაობის.

Sabine Weiss - Jeu d'enfants-1Sabine Weiss - Enfants jouant-1

Sabine Weiss - Enfant et BallonSabine Weiss - Rires d'enfants-1Sabine Weiss - Enfants sur l'arbre-1

Sabine Weiss - Filles portant des chaussures de selle-1Sabine Weiss - Manège Petite Fille, Bastille-1

Sabine Weiss - Rue des Terres au CuréSabine Weiss - Vitrine de la Maison Borniol

Sabine Weiss - Garçon sur Planche à Routlettes-1Sabine Weiss - Rue Flammand

უეისის ნამუშევრების დიდი ნაწილი ლოზანის ფოტოგრაფიის მუზეუმის Musée de l’Élysée-ს დარბაზებშია გამოფენილი.

მაგრამ გამიმართლა და ჩემს პარიზში ყოფნას პომპიდუს ცენტრმა ფოტოგრაფის ფოტოების რეტროსპექტივა დაამთხვია.

Sabine Weiss - MiracleSabine Weiss - Marchande de frites

Sabine Weiss - Jardin des plantesSabine Weiss - Violoneux, Porte St. Cloud

Sabine Weiss - Angle boulevard MuratSabine Weiss - Homme allumant sa cigarette

Sabine Weiss - 14 juilletSabine Weiss - Bois de Boulogne, Paris-1

Sabine Weiss - Couples Amoureux-1

Sabine Weiss - La sortie de Métro-1Sabine Weiss - Sortie de metro

Sabine Weiss - Clochard sur les bords de Seine-2Sabine Weiss - L´homme qui court

Sabine Weiss - Chaises à la tour Eiffel

Sabine Weiss - autoportrait

საბინე უეისი ხელოვნების დარგის ყველაზე პრესტიჟული ხელოვნებისა და ლიტერატურის (Ordre des Arts et des Lettres) ორდენის ჯერ კავალერი (1987 წელს), 1999 წელს კი ოფიცერი გახდა. 2010 წელს ღირსების ორდენითაც (Ordre national du Mérite) დააჯილდოვეს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Rediscovering the Genius of Sabine Weiss, the Last Humanist Photographer

Sabine Weiss

***
ასევე
ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი (ფოტო მეორე)
ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი (ფოტო მეოთხე)

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

3 thoughts on “ოთხი ფოტოგრაფის ერთი ქალაქი. ფოტო მესამე”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: