How-To: შემოდგომის პილინგი

შალის სვიტერი. როგორი ხარისხიანი შალის ხარისხიანი სვიტერიც არ უნდა გქონდეს, ხმარებაში მაინც ბუწუწდება (არ ვიცი ქართული შესატყვისი, მაგრამ რასაც ვგულისხმობ, აგერ, ფოტოზე ჩანს)

Pilling

შალის მოკლე ან დაწყვეტილი ბოჭკოები (ბუსუსები) ერთად გორგალდება და ასეთ გულსატკენ სურათს ვხედავთ. ჩვეულებრივ, იმ ადგილებში ხდება, სადაც მეტი შეხებაა, მეტი ხახუნი. მაგრამ ბუწუწები კარადაში შენახულ ტანსაცმელსაც, შეიძლება, გაუჩნდეს.

ნაკლები ბუწუწების თეორია

100% შალის ტანსაცმელი ნაკლებად ბუწუწდება შერეულ ქსოვილთან შედარებით. სხვა ქსოვილი უფრო “ძლიერია”, უფრო გამძლე, ვიდრე შალი, ამიტომ შალის ბოჭკო ასეთ მიქსში უფრო იოლად ზიანდება. სამწუხაროდ.

იაფი 100% შალის ტანსაცმელი უფრო იოლად ბუწუწდება. ფასში არაა საქმე, ასეთი ტანსაცმლის მოქსოვისას მოკლე ბოჭკო გამოიყენება (როგორც წესი ეს ნარჩენი მასალაა – მაღალი ხარისხის გრძელი ბოჭკოებიდან მორჩენილი) ის კი გაცილებით იოლად ზიანდება და ბუწუწდება.

მეტი ბუსუსი = მეტ ბუწუწს. ბუსუსა ზედაპირის შალის ქსოვილი იოლად ბუწუწდება გლუვთან შედარებით. ასეთ ტანსაცმელს მომხიბლავი შეხედულება აქვს, აბუსუსებული სვიტერი კარგად გამოიყურება და ბევრისთვის საყვარელი ლუქია, მაგრამ სანამ იყიდი, უნდა იცოდე, რომ ბუწუწებთან დაუნდობელი ბრძოლა მოგიწევს.

მჭიდროდ ნაქსოვი შალის ქსოვილი უფრო ბუწუწგამძლეა. ესეც წინა ამბიდან მომდინარეობს – მჭიდრო ნართი უფრო გლუვია.

უმნიშვნელოვანესია რეცხვა და შენახვის ფორმა და წესი, რაზეც უკვე დავწერე ადრე პოსტი.

განბუწუწების თეორია

მაგრამ რაც არ უნდა ქნა, ბოლოს მაინც დაბუწუდება.

ყველაზე ცუდი, რისი გაკეთებაც ამ დროს შეიძლება – ბუწუწების ხელით დაკრეფაა. ეს გარანტირებულად დააზიანებს ქსოვილს და ერთი ამოგლეჯილი ბუწუწის ადგილას რამდენიმე ახალი ამოყოფს თავს (როგორც ზღაპრებშია სამთავა გველეშაპზე).

პირადად ჩემს მიერ გამოცდილი გზა არის პარსვა. როგორც პარსავენ ცხვარს, ასე შეიძლება შალის სვიტერის გაპარსვაც. ბუწუწების საპარსი ბევრია, გარეგნულად ყველა მიახლოებით ერთი ფორმისაა და ფასით და ხარისხით განსხვავდება მხოლოდ. 5 დოლარიდან და სადღაც 40-მდე. შეიძლება, უფრო ძვირებიც არის, მაგრამ ოქროს შუალედი და კარგი ბრენდი/კარგი შეფასებები სავსებით საკმარისია. მე Phillips მაქვს. კარგად პარსავს. ცოტა ზანტია, მაგრამ ფრთხილად უდგება საქმეს და იმიტომ. ყველაზე სწრაფი წვერის საპარსის გამოყენება იქნებოდა (ზოგი ექსტრემალი ამასაც გვირჩევს), მაგრამ ასე ქსოვილს დააზიანებთ.

 Philips wool fabric shaver

უკეთესია, ბუწუწები წამოყოფენ თავს თუარა, მაშინვე გაპარსოთ, უფრო იოლიცაა. დიდ ბუწუწებს შალის ქსოვილის საპარსი ვერ “იღებს”. უჭირს.

ასეთ დროს გვირჩევენ კომბს (Comb). მე არ მაქვს და არც გამომიყენებია, მაგრამ ასეთი რაღაცაა:

Cashmere & Wool Comb

კიდევ ერთი ხელსაწყოა, რომელსაც ისეთი სახელი აქვს, ჩემს შალის სვიტერს მარტო სახელის გაგონებაზე გაცვივდა შიშისგან თურამე ბუწუწი ჰქონდა.

შავი სვიტერის ქვა (Sweater Stone) აი, ასეთი რამეა:

Sweater Stone

ჩრჩილმა არ შეჭამოს და ბუწუწებს, როგორმე, მოევლება…

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Wool pilling

2 thoughts on “How-To: შემოდგომის პილინგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.