St. Honoré – სენ ონორე ასე ქვია პოპულარულ და გემრიელ ნამცხვარს, რომელიც პარიზელთა საყვარელი ტკბილეულია და აგერ, თბილისამდეც ჩამოაღწია.
ორიგინალი რეცეპტი კულინარიულ წიგნებში 1882 წელს შეიტანეს, ნამცხვარი კი 1847 წელს შეუქმნია შიბუსტს (Chiboust), სენ ონორეს ქუჩაზე მდებარე საკონდიტროს მფლობელსა და კონდიტერს.
ბევრი ვარიაცია გვაქვს დღეს, კლასიკური შესრულებით კი ფენოვანი ნამცხვარია კარამელითა და ორი ტიპის ათქვეფილი კრემით – ნაღებისა და შიბუსტის (შიბუსტი – შიბუსტის მიერ შექმნილი თეთრი კრემია კვერცხის ცილით). კონდიტერმა ნამცხვარი წმინდა ონორეს საპატივცემულოდ და მისი ხსენების დღეს გამოაცხო – 16 მაისს. აქედანაა – სახელიც.
წმინდა ონორე (Saint Honoratus) ამიენის ეპისკოპოსი იყო პირველ საუკუნეში. ლეგენდის თანახმად, ონორე რომ ეპისკოპოსად აკურთხეს, მისი ძიძა იმ დროს ცომს ზელდა, ნიჩაბზე აგუნდებდა და ფუნთუშებს აცხობდა ღუმელში. რომ უთხრეს, გამო გარეთ, ონორე ეპისკოპოსად დაგვიბრუნდაო, ასე უთქვამს, ვერასდროს დავიჯერებ ეგ ონავარი რომ ეპისკოპოსად იქცა, როგორც აი, ეს საცხობი ნიჩაბი ვეღარ იქცევა ხედ და აყვავდებაო! ნიჩაბმა იმავწამს თუთა გამოისხა…
ამ ამბის გამოა, წმინდა ონორე რომ კულინართა წმინდანად ითვლება. თუკი ცომი არ ვარდება, პურ-ფუნთუშეული არ შრება, კრემი არ იწვება, სულ წმინდა ონორეს დამსახურებაა. მისი მადლითაა, სენ ონორეს ნამცხვარი, გინდაც ყოველდღე მიირთვა, რომ არ ასუქებს.
ეს წმინდანი საფრანგეთში განსაკუთრებულ პატივშია – მისი სახელობის ტაძრები და ქუჩები რა მოსატანია – ნამცხვარიც კი გამოუცხვეს.
კლასიკური სენ ონორე უკვე თბილისის ლადუღეშია და ძალიან გემრიელი. ისე, როგორც 170 წლის წინ, როდესაც მოიგონეს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
კლასიკური სენ ონორე უკვე თბილისის ლადუღეშია და ძალიან გემრიელი. ისე, როგორც 170 წლის წინ, როდესაც მოიგონეს.
და 25 ლარი ღირს ))))
LikeLike
ნწუ. არ ღირს 25 ლარი. 🙂
პიერ ერმესთან ღირს 7 ევრო. პარიზში
LikeLike