თქვენიარვიცი და ბავშვობაში რომელიმე სათამაშო რომ გამიფუჭდებოდა (ან – გავაფუჭებდი), ისეთი, ელემენტებზე რომ მუშაობდა, დავშლიდი ხოლმე და მაგნიტებსა და მავთულის კოჭებს ვაცლიდი. ჰოდა ეყარა შემდეგ ეს მაგნიტები და მავთულები სადღაც უჯრაში უბრად.
ალბათ, სფენსერ ლითლიც ასე აკეთებდა, მაგრამ მას მეტი ფანტაზია და ნიჭი აღმოაჩნდა და ამ მავთულებისგან ნახატების შექმნა დაიწყო.
დღეს სან დიეგოელი მხატვარი სფენსერ ლითლი (Spenser Little) მავთულით აწყობილი უამრავი კომპოზიციის ავტორია. მისი ნამუშევრები მუზეუმებში, კერძო კოლექციებსა და ქალაქის ქუჩებშია.
ჯერ – საკუთარი თავისთვის და ნაცნობ-მეგობრებისთვის. რომ დაინახა, იმდენი დაუგროვდა, შესანახი ადგილი აღარ ქონდა ადგა და ელექტროგაყვანილობის ბოძებზე, მოძრაობის აღმნიშვნელ ნიშნებზე, ხეებზე გამოკიდა – ყველგან, სადაც თავისუფალი ადგილი ნახა.
იოლი საქმე არ გეგონოთ – მავთულის ნახატს ადგილის შერჩევა უნდა, ისე, რომ გარემოშიც “ჩაჯდეს” და მზის შუქი იქნება თუ მთვარის, თუ ღამის განათების – მოუხდეს და არ ჩაიკარგოს.
საკუთარ ნამუშევრებს გრაფიტის ნაირსხვაობას უწოდებს. ქსოვასაც გავსო, – ამბობს. პლუს კალიგრაფიითა და შრიფტების დიზაინით გატაცებაც დაემატა – ეს ყველაფერი ერთად კი არის Wire Art, მდაბიურის ენით რომ ვთქვათ – მავთულხლართვა.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Complex Bent Wire Portraits by Spenser Little Become Street Post Accessories