გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი

დუმანი – ასე ქვია ნისლიან კატას, რომელიც სტამბოლის ყველაზე გურმანულ, ყველაზე ბოჰემურ, ყველაზე ინტელექტუალურ და ყველაზე ფეშენებელურ ნიშანთაშის უბანში ცხოვრობს და სავახშმოდ რესტორან Delikatessen-ში დაბრძანდება. უბრალო მოხეტიალე კატა არ გეგონოთ, დუმანი ნამდვილი არისტოკატაა. როგორც ერთ ძველ ფილმშია: თუ კატა ყოველდღე ორჰან ფამუქს ხედავს, ვინ ხარ შენ მისთვის – რესტორნის კლიენტებს არც აწუხებს და არც თავს უყადრის ხოლმე. ფრთხილად აუვლის გვერდს, რაფაზე შემოხტება და ფანჯარაზე აკაკუნებს. დუმანი გურმანი კატაა, ყველა კერძს არ მიირთმევს და მზარეულის ხელსაც ცნობს – თავისი ფავორიტები ყავს. Delikatessen-ის შეფმა კარგად იცის დუმანის გემოვნება და საყვარელი დელიკატესი გამოაქვს – შებოლილი ინდაურის ხორცი. მცირე ულუფებად – დუმანი დიეტაზეა. თუმცა, მანჩეგოსა თუ ემენტალერზე დესერტად ვერ ამბობს უარს.

 Duman kedi

სარი, ბენგუ, ფსიქოპათი, დენისი, ასლან ფარჩასი, გამსისი და, ამ პოსტის გმირი, დუმანი – შესანიშნავი შვიდეულია სტამბოლიდან, რომლებიც ჯეიდა თორუნმა (Ceyda Torun) ფილმისთვის გამოარჩია. “კატა” (Kedi) ასე ქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ადამიანების თვალით დანახულ კატებსა და კატების თვალით დანახულ სტამბოლზე მოგვითხრობს.

Ceyda Torun

ეს კატები ქალაქის სხვადასხვა უბანში ცხოვრობენ. სტუმრობენ კაფეებს, ბაზრებს, სადარბაზოებს, ეზოებს, სახურავებს, მაღაზიებს, სახელოსნოებს, ბიბლიოთეკებს, სამრეცხაოებს… მაგრამ მათი სახლი სრულიად სტამბოლია. არვინ იცნობს სტამბოლს კატებზე უკეთ. არვინ იცის კატები სტამბოლზე კარგად. სტამბოლი ხომ კატების ქალაქია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

‘I made a love letter to the city and the cats’ – interview with Ceyda Torun

Kedi (ფილმი სრულად) – ნაწილი 1 და ნაწილი 2

Delicatessen Istanbul

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

4 thoughts on “გურმანი კატა, დანარჩენი ექვსი და სხვა მრავალი”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: