ლოლიტა

ფლორენს სალი ჰორნერი ნიუ ჯერსის შტატის ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობდა. ახლა ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქია, უმუშევრობის მაღალი დონით, იმ დროს კი ათასი ქარხანა გუგუნებდა და ეკონომიკური ცხოვრება ყვაოდა. სალის მდიდარი მშობლები არ ყავდა, მამით ობოლს დედა ზრდიდა, მაგრამ არ უჩიოდა ცხოვრებას – სხვაც ბევრი იყო ასე: ახალი დამთავრებული იყო ომი. იმ დღეს მაღაზიაში საქურდლად შევიდა. ბევრი არაფერი, რამე იაფი, წვრილმანი რამ უნდა მოეპარა. კი არ ჭირდებოდა რამედ – ნიძლავი ჰქონდა წაგებული. ბოლოს ბლოკნოტი შეარჩია. 5 ცენტი ღირდა სულ, პატარა ზომის იყო და იოლად გააყოლებდა ხელს, ასე იფიქრა. სასკოლო ჩანთაში მოათავსა მალულად და სალაროს ფრთხილად აუარა გვერდი. 5 ცენტი 5 ცენტად, მაგრამ გული კი უცემდა. რომ ეგონა, ქუჩაში, სამშვიდობოს გამოვედიო, მკლავში სტაცა ვიღაცამ.

  Florece Sally Horner

აგენტი ლა სალი, გამოძიების ფედერალური ბიურო, დაპატიმრებული ხართ!

სალი ჰორნერს გაქცევა არ უცდია, ან როგორ გაიქცეოდა – კაცს მაგრად ჩაევლო ხელი, ცრემლი წასკდა, მაგრამ რას იზამდა. აგენტს გაყვა, ფეხები უკან რჩებოდა, ამ ერთხელ მაპატიეთო – თხოვდა. თავადაც არ ეგონა, მაგრამ გული მოულბო და მართლა გაუშვა ხელი. კარგი, გაგიშვებო, უთხრა, მაგრამ გახსოვდეს, თვალს გადევნებ, ვნახავ, როგორ ჭკუით იქცევიო.

მეორე დღეს აგენტი ლა სალი სკოლასთან დახვდა გაკვეთილების შემდეგ, ამბები გამოკითხა და ათლანთიქ სითიში უნდა წაგიყვანოო, – უთხრა. პროტოკოლის შედგენის გარეშე რომ გაგიშვი, შენი გულისთვის საყვედური მითხრეს, ახლა ბიუროს ოფიციალური ჩვენება უნდა მისცეო. სალიმ დედას მოატყუა, კლასელის ოჯახმა ზღვაზე დამპატიჟა დასასვენებლადო. არ უნდოდა, ენერვიულა ტყუილად. ჩაალაგა ჩანთა და წავიდა.

1948 წლის 31 ივნისს სალი ჰორნერის დედამ პოლიციას განცხადებით მიმართა შვილის დაკარგვის თაობაზე. გოგონა 11 წლის იყო. 2 წლის შემდეგ იპოვეს მხოლოდ. ამ ხნის განმავლობაში შტატიდან შტატში, ქალაქიდან ქალაქში, მოტელიდან მოტელში დაყვებოდა 50 წლის მამაკაცს, რომელიც გარშემომყოფთ სალის მამად წარუდგებოდა ხოლმე, სალი კი ფედერალური ბიუროს აგენტად იცნობდა. ლიტერატურული ლოლიტასგან განსხვავებით, სალი ჰორნერი არ ყოფილა, რასაც დღეს ლოლიტას ვეძახით – ერთი შტერუკა გოგო იყო, დაშინებული და ძალადობის მსხვერპლი.

არც ფრენქ ლა სალი ყოფილა აგენტი, ავტომექანიკოსი იყო. ჰორნერის მოტაცებამდე 6 თვით ადრე გამოვიდა ციხიდან, სადაც არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს.

Frank La Salle

უცნაურია, მაგრამ, თითქოს, ვერვინ ვერაფერს ამჩნევდა. ლა სალი ცდილობდა კვალი აებნია. სალის მეტ-ნაკლები თავისუფლებაც კი ჰქონდა. ხანგამოშვებით სკოლაშიც დადიოდა ხოლმე. დალასში კლასელებს გაანდო მისი საიდუმლო, იმათ – უფროსებს უთხრეს, მაგრამ არვინ დაიჯერა, პატარა გოგოს ფანტაზიებად მიიჩნიეს. გოგონა საბოლოოდ შეურიგდა ბედს. დღეს ასეთ ამბავს სტოკჰოლმის სინდრომს უძახიან.

მხოლოდ 1950 წლის გაზაფხულზე, სენ ჰოზეში მეზობელმა შენიშნა რაღაც, ეუცნაურა. სცადა, გოგონას დაელაპარაკა, გამოკითხა… სალი ჰორნერი ენდო, ყველაფერი ვერ მოუყვა, მაგრამ დამარეკინეო სთხოვა. როცა ლა სალი შინ არ იყო, მეზობლის სახლიდან დასთან დარეკა, აქა და აქ ვარო უთხრა. პოლიციამ და გამოძიებათა ფედერალური ბიუროს ნამდვილმა აგენტებმა ფრენკ ლა სალი დააპატიმრეს, გოგონა კი გაათავისუფლეს.

Sally Horner with her mother

ფრენქ ლა სალს 35 წელი პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვნის გატაცების, თავისუფლების შეზღუდვის, სექსუალური ძალადობისთვის.

ფლორენს სალი ჰორნერი გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიაში.

პარალელები ნაბოკოვის “ლოლიტასთან” ბევრია და ხილული, თუმცა მსგავსი რომანის ჩანაფიქრი ნაბოკოვს ამ ისტორიამდე ბევრად ადრე ჰქონდა, რაც უბის წიგნაკის ჩანაწერებიდან ჩანს. არც 1928 წელს დაწერილი ლექსი “ლილიტი” და 1939 წლის ვრცელი მოთხრობა “გრძნეული” უნდა დაგვავიწყდეს. 1935 წლის რომანში “საჩუქარი” აღწერილია ისტორია კაცზე, რომელიც გუმბერტ გუმბერტის მსგავსად ქორწინდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ქალის არასრულწლოვანი ქალიშვილითაა გატაცებული. მოკლედ პედოფილიის თემა ნაბოკოვს სულ უტრიალებდა თავში. მწერალი მუდამ უარყოფდა “ლოლიტას” კავშირს რომელიმე რეალურ ისტორიასთან,  მაგრამ ჯერ ბრაიან ბოიდმა, შემდეგ ალექსანდრ დოლინინმა მწერლის არქივში ღმოაჩინეს სალი ჰორნერის საქმის საგაზეთო ამონარიდები. ერთზე, ნაბოკოვს წარწერაც გაუკეთებია” “გრძნეული ბრუნდება?”. კიდევ ერთი მკვლევარი სარა უაინმანი წერს, რომ ვლადიმირ ნაბოკოვს “ლოლიტა”-ს ნახევარი დაწერილი ჰქონდა და გაჭედილი იყო, გაგრძელება ვერ მოეფიქრებინა. ერთ დღეს, ხელნაწერების დაწვაც სცადა – მეუღლემ მიუსწრო ღუმელთან და”ლოლიტა” პირდაპირი მნიშვნელობით გამოიხსნა ცეცხლიდან. მხოლოდ ფლორენს სალი ჰორნერისა და ფრენქ ლა სალის ნამდვილმა ისტორიამ გაუხსნა და ბიძგი მისცა.

ამერიკული გამომცემლობები “ლოლიტა”-მ დააფრთხო. პირველად საფრანგეთში გამოსცა “ოლიმპია პრესმა”, 1955 წელს. დღეს გასული საუკუნის 100 საუკეთესო რომანს შორის ხვდება თითქმის ყველა მსგავს სიაში. ორჯერ გამოვიდა ფილმად – 1962 წლის სთენლი ქუბრიქმა გადაიტანა ეკრანზე და 1997 წელს – ედრიან ლაინმა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

What Happened to Sally Horner?:A Real-Life Source of Nabokov’s Lolita
by Alexander Dolinin

To Write a Predator by Katrina Gulliver

The Real Story That Inspired “Lolita” Is Somehow More Disturbing Than The Book By Noelle Talmon

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.