ქუჩის ფოტოგრაფია ერთი მოდური მიმდინარეობაა დღეს. და ყოველთვის იყო. მაგრამ იმის ნაცვლად რომ თავად სდიონ მათი ფირის გმირებს, მაიქ ჰარვეის და რაიან უეიდმენს კლიენტები თავად პოულობენ. ქუჩაში. ხელს დაუქნევენ ხოლმე და – ისე.
მაიქ ჰარვეი (Mike Harvey) უელსელია, რაიან უეიდმენი (Ryan Weideman) – ამერიკელი. ბევრი წელია ადამიანებს უყურებენ ავტომობილის სარკეში და ობიექტივში. ტაქსის საჭეს უსხედან და საინტერესო კლიენტების ფოტოპორტრეტებს აგროვებენ. ამბებსაც.
სად ნახავ იმდენ განსხვავებულ ადამიანს მათი განსხვავებული ისტორიებით თუარა ტაქსიში?
ცხადია, ყველა არ თანხმდება ფოტოს, მაგრამ ასეთი – ცოტაა. ჩვეულებრივ, ადამიანები გულგახსნილი არიან და არც ფოტოგრაფ-ტაქსისტის ნახვა აოცებთ – მაიქ ჰარვეის 130-ზე მეტი შემთხვევიდან მხოლოდ 9-მ უთხრა ფოტოს გადაღებაზე უარი.
ადამიანები უჩვეულოდ გულგადაშლილნი არიან უცხოსთან, როცა ფიქრობენ, რომ აღარსად გადაგეყრებიან მომავალში.
მაიქ ჰარვეი
ყოველი ფოტოს უკან თავისი ისტორიაა. ჰარვეი ამბობს, რომ კლიენტების გულთან ერთად, მშობლიურმა ქალაქმაც გადაუშალა გული. საკუთარი ქალაქი უკეთ შეიცნო.
მაიქ ჰარვეი ტაქსი-ფოტოს ახალბედაა. რაიან უეიდმენი კი 30 წელზე მეტია კლიენტების პორტრეტებს აგროვებს. გამოცდილება და ოსტატობა ფოტოებსაც ეტყობა.
საკუთარ მასწავლებლებად ასახელებს უილიამ ქლაინს, დაიან არბუსს, ჯოელ მაიერვიცსა და რობერთ ფრანქს. 1980 წელს ოუქლენდიდან მიაშურა ნიუ იორქს და ნიუიორქელების ისტორიებისა და პორტრეტების შეგროვება დაიწყო.
ღამის ტაქსისტად მუშაობდა – საღამოს 5 საათიდან დილის 5 საათამდე. კვირაში 3 დღე. დანარჩენ დროს ხატავდა და ფოტოებს ახარისხებდა.
სწრაფად დავქროდიო, – აღიარებს, ამიტომ მის ობიექტივში მხოლოდ ის ხალხი მოხვდა, ვინც ტარების ასეთ სტილს არ შეუშინდა ან, უბრალოდ, არად ჩააგდო.
წვერ-ულვაშიანი მამაკაცი, კოსტიუმში და ჰალსტუხში რომ არის გამოწკეპილი პირველი კლიენტი იყო, ვისაც ფოტო გადაუღო. დღეს უეიდმენის ფოტოებში ნიუიორქელებისა და ნიუ იორქის 30 წლის ისტორიაა. მცირე ნაწილი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი. ისტორია, რომელიც ამ ქალაქზე ბევრ რამეს მოგვიყვება.
მსურდა ამ ყველაფრისთვის მომეყარა თავი. ამბები აი რა არის მთავარი! რვა მილიონი განსხვავებული ისტორია მოვისმინე. თითოჯერ მაინც ყველას უმგზავრია ნიუ იორქში ჩემი ტაქსით და რვა მილიონი ისტორია მაქვს თქვენთვის მოსაყოლი.
რაიან უეიდმენი
თავიდან მხოლოდ კლიენტების ფოტოებს იღებდა, 6 თუ 7 წლის შემდეგ თავიც ნიუ იორქის ნაწილად იგრძნო და მათ ისტორიას საკუთარიც შეამატა – ბევრი სელფი.
პირველი ნიუიორქული ალბომი 1993 წელს გამოსცა, რამდენიმე გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. ახლა კიდევ ორ წიგნზე მუშაობს.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
Taxicab Driver’s Revealing Portrait Series Feature His Eccentric Passengers (Mike Harvey)
NYC Cab Driver Spends 30 Years Photographing His Passengers (Ryan Weideman)
Ryan Weideman exhibition at Bruce Silverstein Gallery
In My Taxi: New York After Hours by Ryan Weideman
ნიუ-ორკშიც ყოლიათ ორდიპლომიანი ტაქსისტები )))
კარგი ფოტოებია
LikeLike