მეტისმეტად საზაფხულო პოსტი იქნება, თუმცა ჯერისევ მზიანი ამინდებია და, ეგებ, კიდევ გამოგადგეთ.
Boat shoes (გემბანის ფეხსაცმელი) (ერთ-ერთი) საუკეთესო, მოხერხებული, გრილი და კომფორტული ფეხსაცმელია თბილი ამინდისთვის. არ იყო ჩვენში ისე პოპულარული, როგორც ამერიკასა თუ ევროპაში, მაგრამ ბოლო ხანებია სულ უფრო ხშირად ვხედავ ბოტასებს, კედებსა და ესპადრილების გვერდით.
ეს ფეხსაცმელი 1935 წელს მოიგონა ამერიკელმა ბიზნესმენმა, დიზაინერმა, გრაფიკოსმა, ფოტოგრაფმა და ზღვაოსანმა ფოულ სფერიმ (Paul A. Sperry), დააფუძნა საკუთარი სეხნია ფეხსაცმლის კომპანია და შექმნა გემბანის ფეხსაცმლის ტარების დრეს-კოდიც.
როგორც ძველ პოსტში ვწერდი:
Boat shoes (გემბანის ფეხსაცმელი) – თასმებიანი ტყავის ან ნატის ფეხსაცმელია. ძირი საგანგებოდ დამუშავებული მოცურების საწინააღმდეგო რეზინისა აქვს. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია – დეკორატიული თასმა გვერდებზე.
ჩვეულებრივ, ამგვარი ფეხსაცმელი წინდების გარეშე აცვიათ (წინდებიანი მეზღვაური ძნელი წარმოსადგენია). იდეალურია შორტებთან ჩასაცმელად, საუკეთესოდ ეხამება ჯინსის შარვალსაც.
წინდები იქეთ იყოს, მაგრამ ხშირად თასმებიც არასწორად გვაქვს შეკრული. Boat shoe-ს შეთასმვის თავისი, გამორჩეული წესი აქვს, რომ ვაკვირდები, ყველამ არ იცის.
რამდენიმე კოშერული კვანძია.
აგერ, ბატონო, ტუტორიალი თვით კომპანია Sperry-დან:
1. ჯაჭვი (Chain knot)
2. თევზის კუდი (Fish Tail knot)
3. კასრი (Barrel Knot)
4. ფოჩი (Tassel Knot)
ეს ბოლო ორი მომწონს.
სხვა კვანძებიცაა. დაგუგლვა ბევრს ამოყრის.
მიუხედავად იმისა, რომ თავად Sperry-ს ფეხსაცმელი არ მაქვს ახლა, Kenneth Cole და Nautica მაქვს, შეთასმვის წესს სფერისეულისას მივდევ.
თქვენც ამას გირჩევთ.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___