კალაძე და სპრეცატურა

თბილისის მერი უნდა შევაქო. იმისთვის, რისთვისაც ბევრი განაქიქებს და დასცინის ხოლმე. ვითომ შეუხამებელი და შეუფერებელი ფერების, ქსოვილებისა და სტილის შეფერებისა და შეხამებისთვის.

ამბობენ, რომ ინგლისელი დენდი ჯორჯ ბო ბრამელი მთელ დილას ანდომებდა გარდერობის გადარჩევას და რამდენიმე საათს ატარებდა სარკის წინ მხოლოდ იმისთვის, რომ სახლიდან ვითომ დაუდევრად ჩაცმული გასულიყო. ისე, თითქოს, გამოაღო ტანსაცმლის კარადა და სახელდახელოდ, რაც ხელში მოხვდა, ის ჩაიცვაო. ეს არის სპრეცატურა (Sprezzatura – დაუდევრობა). ინგლისელებს არ მოუგონიათ, იტალიელების კრეატურაა და ჯერ კიდევ აღორძინების პერიოდიდანაა ცნობილი. პირველად დიპლომატმა ბალდასარე კასტილიონემ (Baldassare Castiglione) ახსენა წიგნში (Il Cortegiano – კარისკაცი/კარის წიგნი). სპრეცატურა, ცხადია, მხოლოდ ჩაცმის სტილში არ აისახებოდა, ფართო ასპარეზი ჰქონდა, მთელი ფილოსოფია იყო.

მე მივაგენი ყოვლისმომცველ წესს, რომელიც ყველაფერზე უპირატესი მგონია და ყველგან გამოდგება – ძალისხმევას უნდა თავი არიდო. უნდა მოიმარჯვო დაუდევრობა, რომლის საფარქვეშ დამალავ უნარსა და ოსტატობას: ყველა სიტყვა, რასაც წარმოთქვამ და ყველა საქმე, რასაც მოიმოქმედებ, აკეთო ასე, თითქოს ყოველგვარი ძალისხმევისა და დაფიქრების გარეშე.
ბალდასარე კასტილიონე. “კარისკაცი”

დღეს სპრეცატურა იტალიური ჩაცმის სტილის კვინტესენციაა. გამორჩეულად მაინც ჩრდილოეთში უყვართ – ფლორენცია, ბოლონია, მილანი. ჯენტლმენის მოდის წესები ინგლისელების დადგენილია. გადაწერო არსებული კანონები. დაამკვიდრო საკუთარი და გამოიყურებოდე ყველასგან გამორჩეულად – თითის საჩვენებლადო, ქართველები რომ ვიტყვით, ეს იტალიური სტილია. სპრეცატურა.

სპრეცატურის უსაზღვრო საზღვრები მხოლოდ ფანტაზიით შემოიფარგლება. ოდნავ მიჭმუჭნილი პერანგით დაწყებული და კოსტიუმზე ბათინკებით დამთავრებული. წინდები სხვადასხვა წყვილიდან ან სულაც – წინდებგარეშე, ფრთაამოყოფილი საყელო, უადგილოდ შეხსნილი ღილი (იქ არა, ახლა რომ იფიქრეთ) ან – მანჟეტები, ან – ბაფთა, ქამარში მოქცეული ჰალსტუხი, ბალთის გარეთ დარჩენილი ქამრის ბოლო… და ათასი კიდევ სხვა.

Gianni Agnelli-sprezzaturaGianni Agnelli-sprezzatura 2

სპრეცატურა შეიძლება ზედმეტად რადიკალურიც ჩანდეს ზოგჯერ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ის “რბილი” ამბოხია, სტილისა და ჩაცმის კოდექსის ერთგვარი ფრთხილი შერღვევა, იმიტომ რომ ყველაფერს არ გადაწერს ხელახლა, როგორც სხვა მეამბოხე სუბ-კულტურები. არსებულ წესებს იყენებს და არ აუქმებს სრულად, მხოლოდ საკუთარ თავზე მორგებას ცდილობს.

ერთი ან ორი შტრიხი, რაც სხვებისგან გამოგარჩევს და მზერას მოწყვეტ. სპრეცატურა კანონების ცოდნაზე დგას: ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდე ის, რის შესწორებასაც ცდილობ.

მაგრამ ამავე დროს სპრეცატურა ზღვარზე დასეირნობს, ეს ზღვარი კი ბეწვის ხიდია სტილის მეფესა და ჯამბაზს შორის.

Lapo Elkann's sprezzatura

რთული სავალია და გამბედაობას, ცოდნასა და, რაც მთავარია, გემოვნებას ითხოვს. საუკეთესო ყნოსვას.

დრო, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, მეტი თავისუფლებითა (თავისუფლებისკენ სწრაფვით) და ნაკლები ფორმალობებით გამოირჩევა. სოციალურმა ქსელებმა კი გლობალიზაცია კიდევ მეტად აასწრაფა.

სპრეცატურა მსოფლიოს მოედო და ნაციონალური კოლორიტიც შეიძინა, მაგრამ კანონმდებელი მაინც იტალიაა. იტალიელ მამაკაცებს გემოვნება იშვიათად ღალატობს. ისინი თამამად უხამებენ კოსტიუმს პოლოს, ბათინკებს ან ლოფერებს წინდის გარეშე… მაგრამ იშვიათად ნახავთ ბოტასიან-კოსტუმიან იტალიელს, თუნდაც ეს ბოტასი “ბალენსიაგასი” იყოს. მათთვის ეს სტილის კიარა უკვე გემოვნების დაჰაკვაა. უგემოვნობა კი სპრეცატურად ვერ საღდება.

თქვენ შეხვდებით ფორმალური და სპორტული სამოსის შეხამებას, სხვადასხვა ფერსა და ტექსტურას, მქრქალსა და მბზინავს. ბევრი გზაა, ჩაიცვა მეტისმეტად იტალიურად – შემდეგ ეს სტერეოტიპებს წარმოშობს. სპრეცატურა ბევრად ბუნებრივია.
ალესანდრო სარტორი. Ermenegildo Zegna-ს არტ-დირექტორი

სხვადასხვა, თვალის ერთი შევლებით შეუფერებელი ფერების შეფერება.

განსხვავებული სტილის სამოსის შეხამება (არამხოლოდ საღამოს და ყოველდღიური/სპორტულის, არამედ, მაგალითად – მოდერნისა და ვინტაჟის).

ექსპერიმენტები აქსესუარებით (ძვირფასზე – იაფი, მაგრამ – არა უგემოვნო).

დაუდევრობა (შეხსნილი, გახსნილი, არა დანიშნულებით და უადგილო ადგილიდან ამოჩრილი – მაგალითად, ხელთათმანი გულის ჯიბეში, ნაცვლად ქსოვილისა, როგორც ქვემოთ ფოტოზეა).

Lino Ieluzzi's spezzatura 1Lino Ieluzzi's spezzatura

არ მომწონს, ადამიანი როდესაც ლამობს, უზადოდ გამოიყურებოდეს. ზადი შეცდომა კიარა, ადამიანურობის ნიშანია. ამიტომ, შეეწინააღმდეგეთ წესებს, ყურადღებას ნუ მიაქცევთ კანონებს და დაამსხვრიეთ სრულყოფილება.
მეცინება, ბრიტანელები ამდენ დროს რომ უთმობენ სრულყოფილებაზე ზრუნვას. ბრიტანელი მამაკაცის თვალით, საყელოს ფრთა თუ პიჯაკიდან ამოყოფს თავს, სამყარო დაიქცევა. იტალიელი მამაკაცის თვალში კი ამგვარი დაუდევრობა შესანიშნავია.
მე ასე გირჩევთ, ჰალსტუხი სარკის წინ არასდროს შეიბნიოთ. იყოს თქვენი ნასკვი დაუდევარი და ნაკლული. ამაშიც ეძებეთ სილამაზე.
ლინო იელუცი. Al Bazar di Lino Ieluzzi-ს მფლობელი

ყველაზე უხვად სპრეცატურას დღეს Pitti Uomo-ს დღეებში ნახავ. “პიტი უომო” მამაკაცის მოდის ბაზრობაა. 1972 წლიდან იმართება ფლორენციაში და ნამდვილ სთრით-სთაილ ფეშენ-შოუდ იქცა. იანვარში ან ივნისში იტალიაში თუ მოგიხდა ყოფნა, ამ სანახაობის გამაზვა არ იქნება.

Sprezzatura Putti Uomo

Sprezzatura FedorasSprezzatura Putti Uomo 3

Lapo Elkann's sprezzatura 2Sprezzatura 5

Sprezzatura Putti Uomo 2015Sprezzatura Putti Uomo 4

Luca Rubinacci's sprezzaturaSprezzatura 1

Sprezzatura 4Sprezzatura 3

Sprezzatura 7Sprezzatura Putti Uomo 2015 -2

თქმა არ უნდა, სპრეცატურა ამბოხია და გზავნილი. მაგრამ როგორც ყველა ნონ-კონფორმისტული ამბოხი ელიტის წინააღმდეგ, თავად იქცევა ბოლოს (თუ უკვე არ იქცა) მეინსტრიმად და ელიტად. და თვითონ მოუწევს ყოფნა ახალი ამბოხის მოლოდინში. მის წინააღმდეგ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

In Praise of Sprezzatura by Brad Miner
How to Dress with Sprezzatura by Michael Solomon

ასევე:

რევოლუცია “ფრეფი”

P.S.

უშუალოდ სპრეცატურის თემა არაა, მაგრამ ეს დაუთოებული ნაკეცი (ზოლი) პერანგის სახელოზე მოაშორეთ! (ნუ იუთოვებთ ასე, ან ვინც გიუთოებთ – იმათ უთხარით).

Crease on sleeve

კი, პერანგს რომ ყიდულობ, ზოგჯერ ამგვარად არის დაუთოებული. ნაკეცებით. კი, მოარული აზრია (ვინ სულელმა მოიფიქრა პირველმა, არ ვიცი), რომ ყოველდღიურ, ქეჟუალ პერანგს სახელოზე ზოლები არ სჭირდება, მაგრამ ფორმალური სტილის პერანგს – მოეთხოვება (თუმცა, პოლოებზეც შემინიშნავს). კი, აქა-იქ პრეზიდენტებიც (ჩვენი – არა) პიჯაკს რომ გაიხდიან, გამოუჭერიათ ნაკეცსახელოიანი პერანგით… ამ ყველაფრის მუხედავად – პერანგის სახელოზე ნაკეცები ცუდი ტონია. ქალაქურად რომ ვთქვათ – გოიმობაა. უგემოვნობა. აი, ისეთი, როგორც წინდები სანდლებზე.

გადააუთოვეთ!

ბარემ ერთიც – გადაკეცვის შემდეგ, საყელოს ბოლოებზე (ფრთებზე) უთოს გადატარება არ არის საჭირო – უშნოდ და სასაცილოდ გამოიყურება. ფრთებს თავისუფლება უყვარს, თუნდაც პერანგისა იყოს. მხოლოდ ცენტრშია საჭირო უთოს დადება და კარგად დააჭირო უნდა. როგორც ზემოთ ვიდეოშია (2:25).

3 thoughts on “კალაძე და სპრეცატურა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.