მარი შიმიზუ (Mari Shimizu) იაპონელი მეთოჯინეა ქალაქ ამაკუსადან. ტამას სახელოვნებო სკოლა დაამთავრა სპეციალობით “მოძრავი (გაცოცხლებული) სურათები”. მისი ინტერესის საგანია ტრადიციული იაპონური მხატვრობა და ანიმაცია. თანამშრომლობს იაპონურ კინო და ტელე-სტუდიებთან, როგორც მხატვარ-გამფორმებელი, დეკორატორი და მეთოჯინე.
შიმიზუს თოჯინები ბევრ იაპონურ ტელეშოუში, სერიალსა და ფილმშია. მისი თოჯინებით ხელში ფოტო-სესიებისთვის პოზირებენ მოდელები და პოდიუმზეც დეფილირებენ მოდის კვირეულებზე. მარი შიმიზუს თოჯინებს ერთდროულად მოხიბლვაც შეუძლიათ და განხიბლვაც. არტისტის ფანტაზიას კი საზღვარი არ აქვს.
ადამიანები მალავენ, რაც მათ გულებში ხდება ოჯახისა და მეგობრებისგან, ასე აგებენ ურთიერთობებს საზოგადოებასთან. იაპონელებს, ზოგადად, სჩვევიათ მათი გულისთქმის მალვა. ვცდილობ ვაჩვენო, რას დაუსადგურებია იქ – ჯოჯოხეთი იქნება თუ სამოთხე.
მარი შიმიზუ
მის თოჯინებში მთელი სამყაროა. სიურრეალისტური სიუჟეტები, ფიგურები.
მითები, ლეგენდები, ზღაპრები, ლიტერატურა, ისტორია და რელიგია – მარი შიმიზუს შთაგონების წყაროა.
მარი შიმიზუ იაპონური თოჯინებისთვის ტრადიციულ მასალას – ცხოველის ბეწვს, ძუას და აბრეშუმს იყენებს. მასწავლებლად გერმანელ ფოტოგრაფს, სიურრეალისტ ჰანს ბელმერს ასახელებს.
ჩემი თოჯინები აჩვენებენ შიშსა და შფოთვას, დათრგუნულ სურვილებსა და ტრავმას, ვნებებს, რაც სხვებისთვის დაფარულია და გავლენას, კულტურა და რელიგია რომ ახდენს ადამიანზე.
მარი შიმიზუ
ჰიჩქოქზე არაფერს ამბობს, მაგრამ მაესტროს ეს თოჯინები ნამდვილად მოეწონებოდა.
(ყველაზე მეტად ჰიჩქოქს თავი თიფი ჰეიდრინმა შეაძულა… თუმცა, არ მგონია, მაესტრო ნაკლებად განრისხებულიყო ინგრიდ ბერგმანსა ან გრეის ქელიზე, მაგრამ ისინი გაექცნენ და ვეღარ მიწვდა, ჰეიდრინი კი მის ხელში იყო. ის ჰიჩქოქის ორ ფილმში მონაწილეობს: “ფრინველები” და “მარნი”. თიფი ჰეიდრინი ამ დროს ქმარს იყო გაცილებული, მაგრამ გადასაღები მოედნის მიღმა ჰიჩქოქმა მისი გული ვერ მოიგო (არადა, ფოტოზე რა შეყვარებული თვალებით მისჩერებია :/). მაშინ მაესტრო ჰიჩმა მსახიობის შვილს, მელანი გრიფითს, რომელიც იმ დროს 5 წლისა იყო, დაბადების დღეზე კუბოში ჩასვენებული დედის თოჯინა მიართვა…
მაესტრო და მისი ქალები)
რამდენიმე წელია, მარი შიმიზუს პოპულარობამ იაპონიას გარეთაც გააღწია – და იმ ქალაქებს შორის, მის თოჯინებს რომ მასპინძლობდა ბაქოც არის.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
რანაირ სათაურებს იგონებ შე შეჩვენებულო!
LikeLike
გამარჯობა
LikeLike