მისი ლოგიკა, ბალანსი და სისადავე

ნურაფერს მოიფიქრებ ისეთს, რის დამზადებასაც ვერ შეძლებ.
ჟან პრუვე

Jean Prouvé8 აპრილი ჟან პრუვეს დაბადების დღეა. ვიტყვით ხოლმე, ვინმემ დროს გაუსწრო და ჩვენი ცხოვრება შეცვალა-ო. ჟან პრუვე იყო ასეთი. ახლა თუ სკამიდან ადგები და ირგვლივ მიმოიხედავ, დიდი შანსია, მისი იდეებით შთაგონებული ერთი ან რამდენიმე ნივთი ნახო შენ გარშემო. შეიძლება იყოს სანათი. ან თარო. ან სკამი. ან მაგიდა. იმიტომ რომ ჟან პრუვეს იდეები ყველგანაა. ყველგან, სადაც ავეჯია და ინტერიერია.

ჟან პრუვე (Jean Prouvé) ფრანგი არქიტექტორი, ინჟინერი, კონსტრუქტორი და დიზაინერია. მარტივი, პრაქტიკული, მინიმალისტური – მისი შემოქმედების საფუძველია. ყველაფერს, რასაც ქმნიდა, თავადვე აწარმოებდა საკუთარ სახელოსნოში და თავადვე ცდიდა – რამდენად მოსახერხებელი იყო მოსახმარად და გამოსაყენებლად იოლი.

Jean Prouvé Antony 1955Jean Prouvé Bar Stool 40s
Jean Prouvé Bed Antony 1955Jean Prouvé Bookcase 1956
Jean Prouvé Curved Desk Compass 1950Jean Prouvé Collection Presidence 1950

ბავშვობიდან ჩხირკედელაობდა – მამა, ვიქტორ პრუვე ცნობილი მხატვარი, სკულპტორი და კერამიკოსი იყო და ჟანიც სულ მის გვერდით ტრიალებდა. კერამიკაც სცადა, ხეც, მაგრამ ყველაზე მეტად ლითონისკენ გაუწია გულმა. თეორიაზე მეტად პრაქტიკული მუშაობა იზიდავდა. ნანტის სახელოვნებო სასწავლებელი მიატოვა და ჯერ სამჭედლოში, შემდეგ ლითონის საამქროში მიებარა შეგირდად.

Jean Prouvé 1917

ანიც და ჰოეც რომ გაუგო მეტალს, საკუთარი პატარა საამქრო გახსნა 1923 წელს ნანსიში. 1931-ში კი “ჟან პრუვეს ატელიები” (Ateliers Jean Prouvé).

Jean Prouvé Cite 1934Jean Prouvé Flavigny 1945
Jean Prouvé Fauteuil Direction 1951Jean Prouvé Low table 1944
Jean Prouvé Lift-Up Table 1943Jean Prouvé Fauteuil de Salon 1939
Jean Prouvé Mural Bookcase 1936Jean Prouvé Métallique 1946

საკუთარი ავეჯის წარმოების გარდა, ბევრ სხვა დიზაინერთან და არქიტექტორთან თანამშრომლობდა, მათ შორის იყო ლე კორბუზიეც.

პრუვეში ინჟინრის სული არქიტექტორისას ერწყმის.
ლე კორბუზიე

ლოგიკა, ბალანსი და სისადავე – ჟან პრუვეს კრედო იყო. ეს სიტყვები აიღო დევიზად “თანამედროვე ხელოვანთა ამქარმა”, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი იყო თავად პრუვეც.

მისი ინდუსტრიული დიზაინის ნიმუშები ბევრგან შეგხვდებათ საფრანგეთში – მუნიციპალიტეტებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, საავადმყოფოებში: ერთგან კიბე, სხვაგან ალაყაფის კარი, ლიფტი… ზოგი შენობა ჟან პრუვესეული ფასადით იწონებს თავს. ასაწყობ, კარკასულ სახლებსაც ამზადებდა აფრიკის ღარიბი ქვეყნებისთვის, ფრანგი უსახლკაროებისთვის და ყველასთვის, ვისაც ძვირი სახლის შესაძენად სახსრები არ ყოფნიდა.

ავეჯს კი თანამედროვე ხელოვნების ბევრ მუზეუმში იხილავთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის, ცხადია, პომპიდუს ცენტრის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში. თავად პომპიდუს ცენტრის შენობა რომ ისეთია, როგორიც არის – მოდერნისტული პარიზის ერთ-ერთი სიმბოლო, ამაშიც დიდია პრუვეს დამსახურება – ის იყო ჟიურის თავმჯდომარე და მისი გემოვნებით შეირჩა გამარჯვებული პროექტი.

Jean Prouvé Bookcase Antony 1954Jean Prouvé School Desk 1950
Jean Prouvé Round Table Solvay 1941Jean Prouvé Wardrobe 1945
Jean Prouvé Standard Chair 1934Jean Prouvé Solvay 1941

ის, რაც ოდესღაც შექმნა, როგორც იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომი, დღეს ოთუსბირი ღირს. 🙂 სელავი, როგორც ამბობენ ფრანგები. ჟან პრუვეს ნახელავზე კოლექციონერები ნადირობენ, წყვილი სკამის ფასი 40’000 ევროს ცდება, ასაწყობი სახლების ფასი კი აუქციონებზე რამდენიმე მილიონს აღწევს.

თუმცა, “იაფი” ვარიანტიც არის – შვეიცარულმა კომპანია Vitra-მ 2011 წელს ჟან პრუვეს ავეჯის წარმოების უფლება შეიძინა… იაფი ტყუილად არ ჩამისვამს ბრჭყალებში (თუმცა, ვისთვის – როგორ) – “ვიტრას” მიერ კლონირებული პრუვესეული “სტანდარტული” სკამი 600 ევროზე ძვირი ღირს. 🙂

დღეს ასეა, თორემ 50-იანებში პრუვეს პოპულარობამ იკლო, ამას კრედიტორებთან და პარტნიორებთან დავაც დაემატა და ვალებს კინაღამ შემოქმედებაზე, პატენტებზე, სახელსა და ბრენდზე საავტორო უფლებებიც გაყვა… ისევ სელავი. ცხოვრების დარჩენილი 30 წელი ნანსიში სახლის შენებას (დღეს იქ მუზეუმია), პედაგოგობას და სხვადასხვა პროექტის კონსულტირებას მოახმარა. რამდენიმე წიგნის თანაავტორიც გახდა.

თუ ადამიანებს ესმით შენი, ახსნა-განმარტება საჭირო აღარაა. თუ ვერ გიგებენ – ახსნით ვერაფერს უშველი.
ჟან პრუვე

1981 წელს ფრანსუა მიტერანმა საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვა. დააგვიანეს, მაგრამ მოასწრეს – 2 წლის შემდეგ ჟან პრუვე გარდაიცვალა.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Vitra. Legacy of Jean Prouvé

Artsy. Jean Prouvé

Jean Prouvé & Charles & Ray Eames: Constructive Furniture

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “მისი ლოგიკა, ბალანსი და სისადავე”

  1. შევცდი, ჩარლზ და რეი იმზებზე მე არ უნდა დამეწერა ^_^
    ყველა სფეროზე ერთნაირი ოსტატობით შეგიძლია წერო )
    პ.ს. “ჩემი სკამების” წარმოების უფლებაც ვიტრას აქვს.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: