საცობში დგომა დამღლელია. ძნელად შეგხვდება მძღოლი და/ან მგზავრი, საცობში დგომა რომ მოწონდეს… თუ შენ ქალაქში კლეტ აბრამი არ არის ნამყოფი. 🙂
კლეტ აბრამი (Clet Abraham) ბრეტანში დაბადებული, ამჟამად ფლორენციაში მცხოვრები ფრანგი მხატვარი და სთრითარტერია. ქალაქიდან-ქალაქში, ქვეყნიდან-ქვეყანაში მოგზაურობს და საგზაო ნიშნებს ნირ-ფერს უცვლის.
ბრეტანში რა ხდება არ ვიცი და პარიზში საცობები ხშირი ამბავია, ფლორენციაშიც ასეაო, ამბობენ და აბრამს, ალბათ, საცობში დაყუდებულს მოუვიდა აზრად, საცობში დაყუდებულთათვის ცხოვრება გაეხალისებინა.
სადაც კლეტ აბრამია ნამყოფი, ქუჩა საგამოფენო დარბაზს ჰგავს. პოლიცია, ეგებ, რას ფიქრობს, მაგრამ მგზავრებსა და ფეხით მოსეირნეებს მოწონთ, ტურისტები ფოტოებს იღებენ და მერებსა და საკრებულოს დეპუტატებსაც უთხოვიათ, ერთი აქაც შემოგვიარე, ჩვენებურ საგზაო ნიშნებს ჩამოუარეო.
აბრამი რენის ნატიფი ხელოვნების აკადემიადამთავრებულია. სულ ასე ღლაბუცობს განა – კლასიკური ნამუშევრებიც ბევრი აქვს: სკულპტურა თუ ტილოები, მაგრამ მეტად მაინც საგზაო ნიშნებთან მოჩურჩულე არტისტად იცნობენ. აბრამის ხელშენახებ საგზაო ნიშნებს, როგორც წესი, მალე აბრუნებენ კანონიერ ჩარჩოსა და ფორმებში, ქუჩიდანაც იღებენ, მაგიერ სხვადასხვა მუზეუმში მიაქვთ და გამოფენენ ხოლმე. აუქციონებზეც იყიდება და, რაც მე ვნახე, 1’000-დან 5’000 ევრომდე ფასობს.
აბრამს კარგი იუმორის გრძნობა აქვს და ნამდვილად კარგი ანიმატორი დადგებოდა – ისე იოლად აცოცხლებს საგზაო ნიშნებს.
ეიფელის კოშკი პარიზის ბევრი წერტილიდან ჩანს, მაგრამ თუ ვერ შენიშნე
ეს ტოჩინოშინის ოძეკობისა
ეს კი, ისინი რომ უნდა გამოვიდნენ და ჩვენ შევიდეთ იმისა
საქართველოს პრეზიდენტს კლეტ აბრამიც კვერს უკრავს. 🙂
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.ცხადია, ფრანგული წეს-კანონით კლეტ კიარა კლე აბრამი ქვია. თუ რატომ ვწერ მთელი პოსტია კლეტს, კარგად იცის აკაკი შანიძის სულმა.
_____
Artist ‘Hijacks’ Street Signs Across Cities So You’ll Keep Your Eyes On The Road
აკაკი შანიძის სულმა 😀
ჩვენც მივხვდით, კი 🙂
პ.ს. Do not Enter მომეწონა განსაკუთრებით.
LikeLiked by 1 person
საინტერესო იყო, ბოლო წინადადებაზე კარგად ვიხითხითე 😅😅😅
LikeLiked by 1 person