ჯანსაღ ცხოვრების წესს მისდევ? დარბიხარ ყოველ დილით (ზოგჯერ – დილა-საღამოს)? უპირატესობას ანიჭებ “ნიუ ბალანსის” სპორტულ ფეხსაცმელს? (ეს ბოლო პუნქტი აუცილებელი პირობა არაა. სასურველი კია, იმჰო).
კარგი ამბავი მაქვს – ძუნძულით დაფარული კილომეტრები შეგიძლია გადაცვალო… ლუდში!
მიდიხარ პაბში, აჩვენებ მობილურს – აპში დათვლილ მანძილს და ბარმენი ლუდს ჩამოგისხამს. უფასოდ – კილომეტრების ფასად.
რაც მეტია კილომეტრი – მით მეტია ლუდი.
ეს მოიფიქრეს კომპანია New Balance-მა, აპლიკაცია Strava-მ, ლუდის პაბმა The Runaway-მ და მუნიციპალიტეტმა…
სამწუხაროდ, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა – არა. ლონდონისამ. და აქციაც ლონდონის მარათონის პოპულარიზაციას და მეტი მორბენლის მიზიდვას ემსახურება.
იმის ნაცვლად, რომ შაბათი დღე პაბში გაატარო ლუდის კათხით ხელში, არ ჯობია, გახვიდე გარეთ და ერთი გულიანად გაირბინო? წონის დაკლებისთვისაც კარგია, სწრაფი მეტაბოლიზმისთვისაც, ჯანმრთელობისთვისაც. მერე ნარბენალი, წახვალ პაბში და ის ლუდი სად გაგექცევა. ფულსაც დაზოგავ… ჯიბისთვისაც კარგი ყოფილა.
არ იქნებოდა ურიგო, ჩვენც რომ გადმოგვეღო.
ხინკალში გადავცვლიდი, მაგალითად.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
რომელია სარბენები კარგი NB? თქვენ რას მირცევდით>
LikeLike
ნიუბალანსის რანერები არ მაქვს. 🙂 ურბანვეარები მაქვს რამდენიმე და ძალიან კომფორტულია. რანერებიც კარგი იქნება.
ოღონდ ისინი არა, ფეიკ-ბალანსებით რომ გაივსო თბილისი.
ისე, ესენი მაქვს მე
https://www.inov-8.com
LikeLike
აქ არც ვაპირებ ყიდვას, ამაზონიდან ვაპირებ გამოწერას 🙂
მადლობა
LikeLike
ამაზონიდან ყიდვა ყოველთვის კარგი იდეაა 🙂
მაგრამ ახლანდელი ლარის კურსით შეიძლება აქაც ნახო ახლო ფასში. ცოტა ძვირიც რომ იყოს – გაისინჯავ და მაგ ამბავში ცოტა ძირის გადახდა ზოგჯერ ღირს კიდეც, მითუმეტეს რანერი ძაან კომფორტული უნდა იყოს.
ვაჟაზე როა NB – ოფიციალური მაღაზიაა ეგ და ფეიკის და ხარისხის პრობლემა არ აქვთ და ფასი ხან ასეა ხან ისე. 🙂 ცდა და შედარება ღირს მაინც. იმჰო
LikeLike