მიტოვებულნი

გინახავთ თუ არა ძველი თბილისური სადარბაზოები? მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისისა, სანამ წითელი ვანდალები შემოგვესეოდნენ. სოლოლაკში, ჩუღურეთში, მთაწმინდაზე ბევრი ასეთი სადარბაზო იყო, დეკორირებული, ლამაზად მოხატული.

დღეს ცოტა შემორჩა და უმეტესობა ისეთ მდგომარეობაშია, შეხედავ – გული გეტკინება. მოვლა და რესტავრაცია სჭირდება, ამ დროს კი ფულს ასეთ რამეებში ვფლანგავთ… 12-კაციანი ორკესტრით, რაცმთავარია.

მაგრამ თბილისი გამონაკლისი არ ყოფილა. ფრანგი ფოტოგრაფი ტომა ჟორიო (Thomas Jorion) სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და მიტოვებულ შენობებს ფოტოებს უღებს.

Thomas Jorion Parrot Italy

25-წელია სამყაროს ობიექტივში უყურებს. ჯერ ჰობი იყო, ახლა კი პროფესიად ექცა.

Thomas Jorion Angels SwitzerlandThomas Jorion Cheetahs Parrot ItalyThomas Jorion interstice Intersticio PortugalThomas Jorion Staircase ItalyThomas Jorion Line and Law ItalyThomas Jorion Palms Italy

თავდაპირველად – უსისტემოდ: თვალი მოჰკარი – გადაუღე. შემდეგ საგანგებოდ დაუწყო ასეთ შენობებს ძებნა. მეგობრების დახმარებით, წიგნებში, გუგლით, სოციალურ ქსელში… ყველა გზით, რაც დღეს ადამიანის ხელთაა.

Thomas Jorion Roundness PortugalThomas Jorion Piano ItalyThomas Jorion trickery Portugal

შენობათა უმეტესი, რომელიც ტომა ჟორიოს ფოტოებზეა, მიტოვებულია როგორც მფლობელების, ასე ყველა დანარჩენის მიერ. აქ არც იუნესკოა, არც ძეგლთა დაცვა არც არქიტექტორები, არც რესტავრატორები, არც მუნიციპალიტეტი… ტურისტსაც ვერ შეხვდები.

Thomas Jorion Purple ItalyThomas Jorion Red Stairs Switzerland

მხოლოდ მცენარეები, ქვეწარმავლები და მღრღნელები. ფრინველი თუ გადაუფრენს რომელიმე.

ჟორიო ცდილობს ფოტოები ბუნებრივი იყოს – განათების საშუალებებსაც კი იშვიათად იყენებს.

Thomas Jorion Cedri Italy

ტომა ჟორიო რამდენიმე წიგნის და ფოტო-ალბომის ავტორია, გამოფენები კი დიდი პოპულარობით სარგებლობს.

თუ უახლესი ორი თვის განმავლობაში პარიზში მოგიწიათ ყოფნა, ტომა ჟორიოს ნამუშევრები შეგიძლიათ მონპარნასზე Galerie Esther Woerdehoff-ში დაათვალიეროთ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Thomas Jorion: Forgotten Palaces

http://www.thomasjorion.com

P.S.

ეს კი “ობობას სახლია” ფოთში… რაც მისგან იყო დარჩენილი 4 წლის წინ. არ ვიცი დღეს როგორაა – გვერდით რომ სიმახინჯეს უშენებდნენ, სულ ჩაყლაპავდა ალბათ.

Poti 042015 (15)Poti 042015 (16)

***

თბილისური სადარბაზოების ფოტოებს კი აქ დაათვალიერებთ.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

7 thoughts on “მიტოვებულნი”

  1. მიტოვებული რკინიგზის სადგური მახსოვს აფხაზეთში. სურათები ვრცელდებოდა აქტიურად. სასწაული სანახავი იყო. ზოგადად, სასწაული სანახავია ესენი. ნგრევა-განადგურებასაც საკუთარი ხიბლი ჰქონია.

    Like

    1. მე არ მახსოვს. :/
      თუმცა სოხუმში, მგონი, არ ვარ მატარებლით ჩასული. გაგრაში – კი.

      ნგრევა-განადგურებასაც საკუთარი ხიბლი ჰქონია.

      დრონი მეფობენო…

      მთელი ქალაქებია მიტოვებული ghost cities. ე.წ. მონო-ქალაქები, რომელიმე ერთ ინდუსტრიაზე ჩამოკიდებული რომ იყო და იმ ინდუსტრიას თუ პრობლემა აქვს, მთლიანად იცლება ქალაქები. ეკოლოგიური კატასტროფებიც და სხვა მიზეზებით კიდევ.
      ასეთი ლამაზი შენობებით არაა ოღონდ.

      Like

  2. შთამბეჭდავია!
    ეს სასახლეები ალბათ კერძო მფლობელობაშია? ფოტოგრაფის საიტი ვნახე და შენობებთან ერთად ხშირად ის ადგილებიც მიტოვებულია, სადაც ეს შენობები დგას. ამათი აღდგენა ძალიან ძვირი დაუჯდება მფლობელს. ალბათ რეაბილიტაციაც არ არის ყოველთვის შესაძლებელი აუტენთიკურობის შენარჩუნებით.
    მაგრამ ბოლო ფოტოზე ჩანს რომ კონსერვაცია გაუკეთეს.

    Like

  3. საბერძნეთშიც ბევრია ესეთი მიტოვებული სასახლეები, ზოგ მფლობელს აღდგენის თანხა არ აქვს, ზოგს არ აინტერესებს. ფინანსური კრიზისია 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: