ფოტო(ს)ისტორია
72’000 ფოტო, 183’000 მეტრი ფირი, 50 ქვეყანა, 22 წელი – ფოტოგრაფებმა ჩვენი პლანეტის უნიკალური არქივი შექმნეს. Les Archives de la Planète – ასე ქვია პროექტს, რომლის ინიციატორი და დამფინანსებელი ფრანგი ბანკირი, მოგზაური, ფილანტროპი და პაციფისტი ალბერ კანი (Albert Kahn) იყო. განათლებით ფილოსოფოსს, ანრი ბერგსონის მოწაფესა და ოგიუსტ როდენის მეგობარს, ალბერ კანს იმედი ჰქონდა, რომ ამ პროექტით მსოფლიოს ხალხებს ერთმანეთს გააცნობდა, სხვადასხვა კულტურას შორის, როგორც დღეს ვიტყვით, დიალოგის ხიდს გადებდა და სამყაროს ომს ააცილებდა.
დედამიწის ყველაზე ლამაზ ქალაქს “პლანეტის არქივში” მოსახვედრად რიგმა 1914 წელს მოუწია.
ასეთია ლეონ გიმპელის (Leon Gimpel), სტეფან პასეს (Stephane Passet), აუგუსტ ლეონისა (Auguste Leon) და ჟორჟ შევალიეს (Georges Chevalier) ობიექტივით დანახული პარიზი.
ომის შეჩერება ხელოვნებას არ შეუძლია. ალბერ კანი ორ მსოფლიო ომს მოესწრო: პირველს – მისი ფოტოპროექტის დაწყებიდან 4 წელიწადში, მეორეს – პროექტის დასრულებიდან 7 წელიწადში. მაგრამ ფოტოები გადარჩა. ისინი დღეს ალბერ კანის მუზეუმშია.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
P.S.
სამწუხაროდ, ალბერ კანს საქართველოში არ უმოგზაურია, არც – მისი ფოტოარქივის ფოტოგრაფებს, მაგიერ ანრი კარტიე-ბრესონისეული საქართველო გვაქვს. თან – ორგზის.