როცა საუზმე დაგვიანებულია და ლანჩამდე ჯერ ადრე – საშველად მოდის ბრანჩი. ბრანჩი საუკეთესო გამოგონებაა ჭოტებისთვის, გვიანობამდე რომ არ/ვერ იძინებენ და ადრე გაღვიძება ვერ/არ უყვართ. ბრანჩი არის მეტი თავისუფლება, გემრიელი პოზიტივი და ყველაფერი, რაც ძალიან გიყვარს.
ბრანჩი ინგლისელებს მოუგონიათ, მაგრამ პოპულარული ამერიკაში გახდა. და, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, მისისიფდალეული ამერიკიდან დაუბრუნდა და გაეცნო ისევ ხელახლა ევროპას და თავი შეაყვარა.
კვერცხი, შაშხი, ძეხვეული, ტკბილეული და ყავა ყველაზე საბრანჩე მენიუა.
საბრანჩე ადგილები კი თბილისში ბევრია, მაგრამ ამასწინებზე გადავაწყდი არაჩვეულებრივ კაფეს, რომელიც გმასპინძლობთ საუზმიდან ვიდრე ლანჩამდე. იწყებენ 8 საათზე, როდესაც ბევრ სხვა კაფეს ჯერ ძინავს და საგანგებოდ ჩემნაირი ღამურებისთვის და ბრანჩის მოყვარულთათვის – სამ საათამდე მუშაობს.
ამ კაფეში არის უმყუდროვესი გარემო და უსაყვარლესი, მხიარული პერსონალი. და საქმის კარგად მცოდნე მზარეულები.
მას ქვია ყიყლიყო და, ცხადია, ყიყლიყოებიც აქვთ მენიუში (თან – ნაირნაირი), თუმცა ბევრი სხვა რამეც აქვთ, მათ შორის მაჭკატები და საუკეთესო, ძალიან ამერიკული ეგზ ბენი.
“ყიყლიყო” მცხეთის ქუჩაზეა. გირჩევთ, ხვალინდელივე დღე “ყიყლიყოში” დაიწყოთ ყავით და ბენედიქტეთი.
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___
“ყიყლიყო”
28, მცხეთის ქუჩა, თბილისი
P.S.
რაკი ძველები აღარ კითხულობენ და ახლები ენაცვლებიან, კიდევ ერთხელ დავწერ, რაც ერთხელ უკვე ვთქვი – არც ერთი პოსტი ამ ბლოგზე, მათ შორის ესეც არ არის სარეკლამო. თუ ვინმეს/რამეს ვაქებ, გულით და გემოვნებით. გემოვნება კი ცუდი არ მაქვს. შეგიძლია, მენდოთ.
ბრანჩი ყოფილა, რაც ყოფილა ❤
P.S. ძველების მაგივრად მეწყინა. რაის არ ვკითხულობთ 😦
LikeLike
კი ვწერთ და ვკითხულობთ კიდეც, მაგრამ ზოგადად დიდი ცვლილებებია. 🙂 ერთი პოსტი მქონდა ბლოგერების სასაფლაოზე და ეგ აღსრულდა ფაქტიურად 🙂
LikeLike
ვადასტურებ, რომ კარგი გემოვნება აქვს 🙂
LikeLike
❣️
LikeLike
კარგად გამოიყურება, ნასაუზმევი რომ არ ვიყო, ნერწყვი მომადგებოდა. 🙂
ეს კაფე არ ვიცოდი.
LikeLike
მაჭკატები რა კარგი სიტყვაა 🙂
LikeLiked by 1 person
8-ზე ბევრ კაფეს არ ძინავს 🙂 წავიდა ის დრო, დღეს ბევრი კაფე იწყებს ადრე.
სხვაში გეთანხმები, “ყიყლიყო” მყუდრო ადგილია და ყველაფერს გემრიელად ამზადებენ.
LikeLike