კარგი ამბები გურმანებისთვის

ადელაიდის Flinders University-ს მკვლევრებმა სიმსუქნის გენი აღმოაჩინეს. გენი, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში RCAN1-ად (Regulator of Calcineurin 1 კალცინეურინის რეგულატორი) არის სახელდებული, პასუხს აგებს, თურმე, ჩვენს სიმსუქნეზე. იმაზე კიარა, რომ არ გავსუქდეთ – პირიქით! ვინ შემოაგზავნა ეს გენი არ ვიცი, მაგრამ ავსტრალიელი მკვლევრები ასე ამბობენ – ამ ბოროტ RCAN1-ს სხვა საქმე არ აქვს, ზის და ელოდება რამე გემრიელს თუ შევჭამთ რომ ნამცეც-ნამცეც და მისხალ-მისხალ უკლებლივ გადაიყვანოს ქონებში. რომელიმე პაწია კალორიაც თუ დაუსხლტა და სადმე კუჭის ყველაზე ბნელ კუნჭულში მიიმალა, იქაც მიაგნებს, გამოათრევს და ღიპებში და ცელულიტში გადაიყვანსო. 😦

მაგრამ კარგი ამბავი მაქვს – ადელაიდელმა მეცნიერებმა გაახერხეს, ეს გენი ამოაცალეს თაგვებს. გახარებული თაგვები მაღალკალორიულ და მაღალცხიმიან საკვებს მიეძალნენ და გრამით არ გასუქებულან.

ფლინდერსის უნივერსიტეტის პროფესორი დემიენ ქეითინგი ამბობს, რომ თაგვების სხვადასხვა ჯგუფს აკვირდებოდნენ დროის სხვადასხვა ხანგრძლივობის განმავლობაში დაწყებული ცხრა კვირიდან და ვიდრე ექვს თვემდე და სიმსუქნის გენის ამოცლამ თაგვების ჯანმრთელობაზე იოტისოდენა უარყოფითი ზეგავლენა არ იქონია. მეტიც, ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება აღენიშნათ. პლუს – არ იმატებდა სხეულის ცხიმოვანი მასა და იზრდებოდა კუნთოვანი ქსოვილი… ადამიანური ფიტნესის ენაზე რომ ვთქვათ – BMI გამოკეთდა.

ქეითინგის ოპტიმისტური პროგნოზით, შესაძლებელი გახდება RCAN1 გენის ჯანმრთელობისთვის რისკის გარეშე დათრგუნვა ადამიანის ორგანიზმშიც, რაც რიგ დაავადებასთან პირველ რიგში კი – დიაბეტთან გამკლავების საშუალებას მისცემს ექიმებს. ბონუს-ეფექტად შესაძლებელი გახდება წონის კორექცია და ჭარბწონიანობისგან კაცობრიობის ხსნაც.

მეორე კარგი (ლოკალური) ამბავი კი ისაა, რომ აბაშიძის (მე რომ ბარნოვად მოვიხსენიებ) 21ა ნომერში მალე “ლადურე” გაგვიღებს კარს. 🙂 მარტო ამისთვის ღირდა ქალბატონი სალომეს პრეზიდენტად არჩევა! ამაზე კარგ ამბავს წელს უკვე ვერავინ გეტყვით. 🙂
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

New Discovery May Soon Allow You To Eat Whatever You Want Without Gaining Weight

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “კარგი ამბები გურმანებისთვის”

  1. რაღაცას გვატყუებენ ამ საახალწლოდ.
    თუ ცხიმები და კალორიები არ გადადის წონაში და ცხიმში, სად მიდის? სადღაც ხომ უნდა წავიდეს 🙂 ორთქლდება?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: