ანგელოზების აღსასრული

თუმცა, დრო გვიჩვენებს.

Adriana Lima final VSქალის თეთრეულის ყველაზე ცნობილ ბრენდს დაარსებიდან 41-ე წელს რთული დრო უდგას. 1000+ მაღაზიით ბაზრის ყველაზე დიდ მოთამაშედ რჩება, მაგრამ, ბოლო ხანებია, წილი მცირდება და რეპუტაციას წყალი შეუყენეს.

1969 წელს როი რაიმონდმა ცოლისთვის რიგიანი აზღუდი (იგივე ბიუსჰალტერი) ვერ ნახა. დახლებზე სულ ყვავილებით გადაფურჩქნული ნეილონის სიმახინჯეებმახინჯობები იდო და სხვა რა დარჩენოდა, დიზრაელის უნივერსალური კანონით, თავად უნდა დაეწყო თეთრეულის წარმოება. ბაზრის კვლევას, შემზადებას, თანხების მოძიებასა და ფაბრიკის გამართვას 8 წელი დაახარჯა და 1977 წელს Victoria’s Secret-ის პირველი ხაზი გამოიტანა დახლზე. Victoria – ბრიტანეთის დედოფალსა და ვიქტორიანულ ეპოქაზე მიანიშნებს (ცხადია, მცირედ ირონიაა ჩაქსოვილი). Secret – სამოსის იმ დეტალს, რაც, ჩვეულებრივ, დაფარულია (ბრენდის კონცეფციის გათვალისწინებით, ესეც ირონიაა). Angel – რაიმონდის მეუღლის მოფიქრებულია, კოლეჯში ქალთა საზოგადოების სიმბოლოდ ყავდათ ანგელოზი.

პირველივე წელს ფირმის ბრუნვამ ნახევარ მილიონს მიაღწია. 80-იანებში ბრენდი სწრაფად იზრდებოდა, მაღაზიათა რაოდენობა 400-ს აცდა. 90-იანებში – კიდევ უკეთესი. 1995 წელს ანგელოზთა პირველი ჩვენება გაიმართა. ულამაზესი მოდელები, თვალწარმტაცი ჩვენებები, ერთგული კლიენტები, რომელთა შორის იყვნენ სელებრითებიც და რიგითი დიასახლისებიც.Pink Ladies

მაგრამ ეს ყველა წარსულში დარჩა. დღეს სულ უფრო ბევრი ცნობილი ქალი უცხადებს უარს ბრენდს, რომელიც, მათი აზრით, სექსუალურ სტერეოტიპებს ამკვიდრებს და უარს ამბობს თვალსაწიერის გაფართოებაზე. ქალთა მოძრაობის აქტივისტები კომპანიას თხოვენ კარი გაუხსნას ტრანსგენდერ, პლუს-საიზ (უკაცრავად ამ სიტყვისთვის და – პუტკუნა) და ასაკოვან მოდელებს, მაგრამ წლევანდელ შოუშიც კვლავ ის ანგელოზები მონაწილეობდნენ, წინა წლებშიც რომ ვხედავდით. და სხვა ახლები, ვინც იმავე, ძველ ანგელოზურ სტანდარტებში ეტევიან.

ქალები არ არიან სექსუალური მაცდური არსებები, რომელნიც თეთრეულს მხოლოდ მამაკაცის თვალსასეიროდ ყიდულობენ, – ეუბნებიან კრიტიკოსები Victoria’s Secret-ს. შოუ ანგელოზების მონაწილეობით მაჩისტური და პატრიარქალური ეპოქის გადმონაშთია და მამაკაცის ჟურნალის ვიდეო-დამატებას ემგვანება. სიტყვები სიტყვებად, მაგრამ კლიენტები კუპიურებითა და პულტებითაც იგივეს ამბობენ – კომპანიის გაყიდვები საშუალოდ 5%-ით მცირდება წლიურად, ანგელოზთა შოუს მაყურებელთა რაოდენობამ კი ბოლო 5 წლის განმავლობაში თითქმის 5 მილიონით იკლო. VS NYC Show

წლევანდელი ჩვენების შემდეგ Victoria’s Secret-ს ბოლო წლების მთავარი ანგელოზი ადრიანა ლიმა დაემშვიდობა. პროტესტის არა – ასაკის გამო. დიდი ცვლილებებია მენეჯმენტშიც: წლის განმავლობაში და ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს კომპანიას CEO-ს თამადობით.

ამბობენ, ანგელოზების უკანასკნელი შოუ იყოო წელს. ამბობენ, ანგელოზების ეპოქა დამთავრდაო.

დრო გვიჩვენებს.

თუმცა… ლიმას გარეშე რომც გაგრძელდეს, რაღა ფასი აქვს. Sad smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Adriana Lima

Adriana Lima’s Victoria’s Secret Fashion Show Evolution

Advertisements

2 thoughts on “ანგელოზების აღსასრული

  1. წლევანდელი ჩვენების შემდეგ Victoria’s Secret-ს ბოლო წლების მთავარი ანგელოზი ადრიანა ლიმა დაემშვიდობა. პროტესტის არა – ასაკის გამო.

    ეხლა წასვლის დრო იყო? ხუთი წელი კიდევ თავისუფლად დარჩებოდა.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.