დიეტის დედა და დედოფალი

ჰეილი ფომროი (Haylie Pomroy) ამერიკელი ბიოლოგი, დიეტოლოგი, სწორი კვების სპეციალისტი და მეტაბოლიზმის გურუა.

ორი ათწლეულია, ადამიანები, ვინც ფომროის ენდო, გამოიყურებიან კოხტად, ინარჩუნებენ ჯანსაღ წონას, არ იზიანებენ ჯანმრთელობას, ისე, რომ არც შიმშილით დაიტანჯონ, არც “ამ”, არც “იმ” და არც კიდევ რომელსამე სხვა დიეტაზე ისხდნენ და ნახევარი ცხოვრება კალორიების თვლაში გაატარონ დაზაფრულებმა.

სწრაფი მეტაბოლიზმი არც ღვთის საჩუქარია, არც ლატარეის ბედნიერი ბილეთი, – ამბობს ჰეილი ფომროი, – მეტაბოლიზმის აჩქარება ყველას შეუძლია. სისტემა “ჭამე ნაკლები, ივარჯიშე მეტი” – მეტისმეტად პრიმიტიულია, მართალი რომ იყოს. ჯანსაღი წონის საიდუმლო იმ მექანიზმშია, თუ როგორ ითვისებს ორგანიზმი მიღებულ საკვებს. გურმანობა არვის გაუუქმებია, მაგრამ ესთეტიკური, გემოვნური, კულტურული ფასეულობის გარდა, შიმშილის მოკვლის ბანალური და ბაზისური დანიშნულების გარდა, საკვებ პროდუქტს მეტაბოლიზმის რეგულირების უნარიც აქვს. სწორედ ამაზე დგას ფომროის ფილოსოფია. ჰეილი ფომროის დიეტას კალორიების თვლა-დევნის ნაცვლად, ნივთიერებათა ცვლის მექანიზმის მუშაობა აქვს მიზანში. სწორი და სწრაფი მეტაბოლიზმი – ესაა მთავარი.

ცხადია, ის არ პირდება კლიენტებს ამოუცნობ მაგიას. ჯადოსნური ჯოხი არ აქვს. წესები მარტივია და კარგად ცნობილი: სხვადასხვა არაორგანული დანამატებით და შაქრის შემცვლელებით თუ ხართ გატაცებული,  მეტაბოლიზმი ვერ გიშველით, მითუფრო რომ ეს პროდუქტები, სწორედ, მეტაბოლიზმის მექანიზმის ბლოკირატორებია. საჭიროა მეტი ხილი, ბოსტნეული, ორგანული და ჯანსაღი საკვები. მაგრამ ჰეილი ფომროის სისტემაში არის სასიამოვნო სიახლეებიც: იქ თვისი ადგილი აქვს ნახშირწყლებსაც – რომელიც ყველას უყვარს. რომელზეც უარის თქმა გამორჩეულად ძნელია. მთავარია ბალანსი და მეტაბოლიზმის მექანიზმის მაქსიმალურად “ამოქოქვა”. მთავარია, ავიცილოთ სტრესი, მათ შორის საყვარელ და გემრიელ საკვებზე უარის თქმის სტრესი. სტრესი აფერხებს მეტაბოლიზმს. ასეთია ორგანიზმის რეაქცია. საკუთარ ორგანიზმთან ომი – კონტრპროდუქტიულია. ბოლოს იქამდე მიხვალ, რომ ორგანიზმი საერთოდ უარს იტყვის კალორიების დაწვაზე. თანამშრომლობაა საჭირო. კოაბიტაცია. 🙂 თუ საყვარელი გემრიელობის მეორე (მესამე) პორცია გსურს – გადაიღე. გემრიელი საკვები ენდორფინების გამომუშავებას უწყობს ხელს, რაც მნიშვნელოვანია, თავი რომ კარგად იგრძნოთ. სიამოვნება სტრესს ებრძვის და უძვირფასესი მეტაბოლიკია. ოღონდ ეგაა, კარგად უნდა იყოს საკვები მომზადებული, არაორგანული, ქიმიური დანამატების და ჩამნაცვლელების გარეშე. მაგალითად, ნიოკი! კალორიულია? კიბატონო. მაგრამ გემრიელია და მისი არმირთმევა უფრო ასუქებს, ვიდრე მირთმევა, 🙂 – წერს ჰეილი ფომროი (ჩანს, პასტის ამბავში, მსგავსი გემოვნება გვქონია). 🙂

ნუ დაადანაშაულებთ შოკოლადს, ნაყინს, ნამცხვრებსა და შოკოლადის ორცხობილას, თუკი თქვენი მეტაბოლიზმი შენელებულია. დესერტს უნდა მოჰქონდეს სიხარული! სწრაფი მეტაბოლიზმის დროს, უფლება გვაქვს ტკბილეულითაც ჩავიტკბარუნოთ ხოლმე პირი, სინდისის ქენჯნის გარეშე. ნელი მეტაბოლიზმის დროს კი დესერტი ისევე ილექება ორგანიზმში, როგორც სხვა ყველაფერი, რასაც მიირთმევთ. დაუმატეთ ამას დარდი მიღებულ ზედმეტ კალორიებზე და – პროვოცირებას გაუწევთ სტრესს, რომელიც იმ ჰორმონებს აამოქმედებს, ცხიმების შავი დღისთვის გადანახვაზე რომ არიან მომართულნი.

ამას ვეუბნები ჩემს პაციენტებს – დანაშაულის შეგრძნება და დარდი გასუქებთ ისე, როგორც კომბოსტოს ათასი ფოთოლი.
დესერტი გნებავთ? მიირთვით ცნობიერად, სიამაყითა და ნეტარებით! სინდისის ქენჯნისა და სტრესის გარეშე. თუ ვერ განაწყობთ თავს – დაანებეთ. არ ღირს თქვენი ნერვების შეწირვის ფასად.
ჰეილი ფომროი. “სწრაფი მეტაბოლიზმის დიეტა”

ფომროი რეალისტური სცენარის მიმდევარია (ესეც განასხვავებს მას ბევრი სხვისგან) და არ მოითხოვს ყველა ქიმიური დანამატის და სინთეზირებული პროდუქტის კვების რაციონიდან სრულად ამოღებას. 21-ე საუკუნეში რთულია. და – ძალიან ძვირი. რჩევა მარტივია – დახედო შემადგენლობას და თუ უცნობ კომპონენტთა რაოდენობა X რაოდენობაზე მეტია – არ იყიდო. არ გამოიყენო საკვებად.

Pomroy - Fast Metabolism

სწრაფი მეტაბოლიზმის დიეტა: მიიღე მეტი საკვები და ჩამოყარე მეტი კილოგრამები” – ასე ქვია ფომროის პოპულარულ წიგნს.

“მეტი საკვები” – სარეკლამო ტრიუკი არაა, ჰეილი ფომროი კლიენტებს ურჩევს ჭამონ დღეში 5-ჯერ. საუზმე. სამხარი. ვახშამი. და კიდევ ორხელ – წახემსება.

საუზმე – გაღვიძებიდან მაქსიმუმ ნახევარ საათში. საუზმის გამოტოვება ყველაზე ანტიმეტაბოლისტური ქცევაა.

რაც მეტს შიმშილობ, მით უფრო ნელდება შენი მეტაბოლიზმი და მით უფრო მეტ ცხიმებს ინახავს ორგანიზმი “შავი დღისთვის” – არახალია. ეს ფენომენი კარგა ხანია, აღმოაჩინეს. გასაღები არის სწორი კვება და ის პროდუქტები, რაც მეტაბოლიზმის საწვავად გამოდგება – მეტაბოლიკები.

ცხადია, ვარჯიში აუცილებელია. 20-35 წუთი და კომფორტის ზონიდან გასვლა.

  • ორი ციფრი, რომელიც უნდა ვიცოდეთ კარდიო ვარჯიშისას ესაა მაქსიმალური გულისცემა და ვარჯიშის გულისცემა. მაქსიმალური გულისცემა=220-ასაკი. ვარჯიშის გულისცემამ (უნდა გაზომოთ უშუალოდ ვარჯიშის დროს შესვენებისას და არა ვარჯიშის შემდეგ) ახალბედებისთვის უნდა მიაღწიოს მაქსიმალურის 60-70%. ეს ე.წ. ცხიმების დაწვის ზონაა და ნიშნავს, რომ ვარჯიში ეფექტურია და აზრიანი.

მშიერ კუჭზე ვარჯიში – დაუშვებელია. მაგრამ არც პიცით და ბურგერით, ან ხინკლით და ქაბაბით ჩამსკდრებმა უნდა ივარჯიშოთ. რამე ლაითი – ხილი, ბოსტნეული… ბანანია მისწრება –  სასარგებლოა, შიმშილს ჩააცხრობს და მშვიდად ივარჯიშებთ.

  • NB! დალიეთ ბევრი წყალი, მიიღეთ ბევრი ხილი და ბოსტნეული, ჭამეთ ჯანსაღი საკვები, მინიმუმამდე შეამცირეთ ქიმიური დანამატები, შაქარი ჯობს შაქრის შემცვლელსა და ხელოვნურ დამატკბობლებს, არ გამოტოვოთ საუზმე, ჭამეთ 5-ჯერ დღეში, არ თქვათ უარი საყვარელ პროდუქტებსა და კერძებზე, ივარჯიშეთ, ისეირნეთ ფეხით, იმოძრავეთ, დაისვენეთ და არ მოპაროთ დრო ძილს…
  • NB! კოფეინი – ჰეილი ფომროის 28-დღიან მეტაბოლიკურ დიეტაში კოფეინის შემცველი პროდუქტები გამორიცხულია, მეტადრე – ყავა. და ჩაიც. რატომ? ფომროი ასე განმარტავს: კოფეინი, მისი თვისებებიდან გამომდინარე, ზედმეტად დიდ ყურადღებას მოითხოვს ღვიძლისგან და ამ დროს სხვა საკვების ათვისება ფერხდება. ღვიძლი ნივთიერებათა ცვლის მთავარი ძრავია, ამიტომ კოფეინის ზემოქმედების ქვეშ სხვა მეტაბოლიკები ისე მეტაბოლისტურად ვეღარ მოქმედებენ, როგორც ჩაფიქრებულია. ეს – ცუდი ამბავი. კარგი ამბავი კი ისაა, რომ აკრძალვა მხოლოდ დიეტის კურსის მიმდინარეობის დროს მოქმედებს.
  • NB! 28-დღიანი დიეტის დროს აკრძალულია შაქარი, მარილი და რძის პროდუქტები.

ფომროის სხვა პოპულარული წიგნებია “მეტაბოლიზმის რევოლუცია: ჩამოყარე 6 კილოგრამი 14 დღეში” და “დაწვი: რატომ გაიჭედე და რა უნდა ჭამო, რომ კვლავ ადგილიდან დაიძრა”.

Pomroy - Metabolism RevolutionPomroy - Burn

როგორც ყველა პოპულარულ, სახელგანთქმულ, გაფეისებულ და წარმატებულ ადამიანს, ჰეილი ფომროისაც არ აკლია მოშურნეები, კრიტიკოსები და ისინი, ვინც შარლატანად მოიხსენიებენ. ვინც ყველას ურჩევენ მისი კლინიკიდან შორს დაიჭირონ თავი.

მე არც ექიმი ვარ, არც დიეტოლოგი, არც მსაჯული ვარ, მაგრამ ფომროის სისტემა რომ მუშაობს, ამ ამბის სახე და ყველაზე ნათელი დადასტურება ჯეი ლოა.

JLo Valentino

50 წელი ზოგისთვის დასასრულია. ჯნიფერ ლოპესი ისე გამოიყურება, მგონი გადაწყვიტა, ხელახლა დაიწყოს ცხოვრება. არც ის გამიკვირდება, ვინმე ბეზილ ჰოუვარდის ტილო ჰქონდეს სადმე საკუჭნაოში გადამალული. მაგრამ სანამ ეს პორტრეტი არ გამოჩენილა – უნდა ვენდოთ, რომ ჯეი ლოს გასაოცარი ფორმა ჰეილი ფომროის დამსახურება(ცა)ა.

სხვა ცნობილ კლიენტთა შორის არიან შერი და რაქელ უელჩი.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.
როგორც ვთქვი, არც დიეტოლოგი ვარ, არც – ექიმი. ვერც ვერვის ვერაფერს ვურჩევ. ჯეი ლო რომ სასწაულად გამოიყურება მაგას კი ვხედავ. ლინკები – ქვემოთ. თავად ნახეთ და გადაწყვიტეთ. 🙂

___

Golden Rules of Good Metabolism

ჰეილი ფომროის წიგნები ამაზონზე
ჰეილი ფომროის წიგნები ოკუპანტის ენაზე, მაგრამ უფასოდ.

ჭამე ჰეილი ფომროისთან ერთად

Haylie Pomroy

ასევე:

კოდური სიტყვა – მეტაბოლიზმი (აქ ყავაზე კეთილი სიტყვები წერია) 🙂

დიეტა ფრანგულად (აქაც)

 

Advertisements

5 thoughts on “დიეტის დედა და დედოფალი

  1. რეგულარული ჭამა, საათების მიხედვით ყველა დიეტაშია. ნორმალური კვება ასეთია საუზმეც, სადილიც, სამხარიც, ვახშამიც 🙂 ასე თუ ჭამ, კალორიების ათვისებაც მოწესრიგებულია და წონის პრობლემაც ნაკლები გექნება. დუკანის დიეტის დროსაც ბევრჯერ ჭამ დღეში. რძის პროდუქტები არ არის აკრძალული, იკრძალება ხილი პირველ ეტაპებზე. შაქარი აკრძალულია, მაგრამ დამატკბობლებით შაქრის შეცვლა ნებადართულია.

    ამ ქალის წიგნიც გადმოვქაჩე და წავიკითხავ. 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.