მგელი და დარაჯი

არავინ ქცეულა მონსტრად, ვინც იქამდე მსხვერპლად არ ქცეულა.
“1793”. ნიკლას ნატ ოუ დოგი

წლის საუკეთესო ავტორი.

წლის საუკეთესო წიგნი.

წლის საუკეთესო კრიმინალური რომანი.

ნიკლას ნატ ოუ დოგს (Niklas Carl Bosson Natt och Dag) დებიუტი დაუგვიანდა, თუმცა, გოგენმაც 40 წლისამ დაიწყო ხატვა და როგორ დაამთავრა, კი ვიცით. 🙂 რას აკეთებდა აქამდე, რატომ დუმდა (ნიკლასზე ვამბობ არა – გოგენზე)… შეიძლება იმათებურ ხაშლამას მარილი არ აკლდა და არც არაფერი ჰქონდა სათქმელი. შვედურ ვიკიპედიაშიც კი სულ ერთი აბზაცია მასზე. როგორც ჩემი დანგრეული შვედურით გუგლ თრანსლეითით გავიგე, სხვადასხვა ძველ და ეკოზიტკურ ინსტრუმენტებზე უკრავს და ორი წელი Slitz-ის რედაქტორი იყო (შვედური “მაქსიმია” – ლამაზი ქალებით, ჭორებითა და სელებრითებით). ერთ დღეს ყველა საქმე მიატოვა და წიგნის წერას ჩაუჯდა.

Niklas Natt och Dag

ისეთ მარტოობაში იზრდება, როდესაც სიტყვა “მარტოობაც” კი აზრს კარგავს.
“1793”. ნიკლას ნატ ოუ დოგი

მისი გვარი ქართულად “ღამესა და დღეს” ნიშნავს და შვედი უნდა იყო, სწორად რომ გამოთქვა. ფსევდონიმს კი ჰგავს, მაგრამ ნამდვილია, ძველი, თავადური. მისი წინაპრები შვედეთის არმიის სარდლები იყვნენ და იმ ბრძოლაში დამარცხდნენ, რომელსაც დანიელების მიერ სტოკჰოლმის აღება, აოხრება და 1520 წლის “სისხლიანი აბანო” მოჰყვა. 1810 წელს ღამედღელებმა მეორე მარცხი იწვნიეს, როდესაც შვედეთის მეფედ წამოპლაკული ჟოზეფ ბონაპარტის ქვისლისა და ნაპოლეონის მარშლის, ბერნადოტის ჩამოგდება სცადეს. მას შემდეგ მთელი 200 წელი დუმდნენ და აგერ, ნიკლას ნატ ოუ დოგმა წიგნი დაწერა.

 1793

“1793. მგელი და დარაჯი” ისტორიულ საბურველში გახვეული დეტექტივია. ვიღაცას ახლა, ალბათ, უმბეტო ეკო გაახსენდა, სხვას – არტურო პერეს-რივიერტე, ზოგს ჟან-ფრანსუა პარო ან ბორის აკუნინი. მაგრამ ამათ არ ჰგავს. თუ მსგავსებაა, ჰიუზის ფილმს ჰგავს – “ჯოჯოხეთიდან”. ნუარია – ჟანრი, რომელიც ძალიან მიყვარს. ფორმით და სიუჟეტით კი – დეტექტივი.

NB! შიგადაშიგ თხრობა ნატურალისტურია – სუსტი გულ-ნერვის პატრონნი გაფრთხილებული მყავხართ.

დაე, ქალაქი ჩაიხრჩოს მძორში. რაც ნაკლები დავრჩებით – მით უკეთესი. მადლია, თუკი ადამიანის მოდგმა გაქრება სრულად. მხოლოდ ყვავები დარჩებიან.
“1793”. ნიკლას ნატ ოუ დოგი

მთავარი გმირი სესილ ვინგე სამართალმცოდნეა, ვინც პოლიციას გამორჩეულად ჩახლართული საქმეების გამოძიებაში ეხმარება. არისტოკრატსა და ინტელექტუალს მეწყვილედ ერთი უცნაური და უხიაგი პოლიციის გუშაგი ყავს გვარად კარდელი. შვედეთ-რუსეთის ომის მონაწილე, სამხედრო მეზღვაური. სახიჩარი. ეს ორი ყმაწვილი კაცის სასტიკ მკვლელობას იძიებს, რომლის საიდუმლოც ბევრი სხვა იდუმალი ამბის მიღმა იმალება. მეძავ ანნა სტინას ამბავი. ფელდშერის შეგირდის, კრისტოფერ ბლიკსის ამბავი. ადამიანებით მოვაჭრე დულიცის ამბავი. ჯალათ ჰესის ამბავი. და იმის ამბავი, ვისაც მხოლოდ წიგნის ბოლოს ამოვიცნობთ. მე-18 საუკუნის მიწურულის სტოკჰოლმი, საარქივო დოკუმენტები, ჯურღმულები და სასახლეები, თაღლითები და პოლიციელები, ბოგანონი და ჩინოვნიკები – სესილ ვინგე ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება კვალს და ფურცელ-ფურცელ ცდილობს შემოძარცვოს საფარველი, რასაც, მკითხველის ჭიის გასახარად, რომანის ბოლო გვერდებამდე ვერ ახერხებს.

ვისაც ფანდორინზე დაგწყდათ გული, ვისაც სკანდინავიური ნუარი/დეტექტივი გიყვართ, ვინც უბრალოდ კარგად დაწერილ წიგნს დაეძებთ, ნიკლას ნატ ოუ დოგი გაწბილებულს არ დაგტოვებთ. და წარმატებული დებიუტის გათვალისწინებით, გაგრძელებაც იქნება, ფილმსაც გადაიღებენ და უეჭველი – სერიალსაც.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

The Wolf and the Watchman: Kindle Edition (ინგლისური თარგმანი)

1793 (რუსული თარგმანი)

1793. მგელი და დარაჯი (ქართული თარგმანი)

Advertisements

5 thoughts on “მგელი და დარაჯი

  1. ახლა ვკითხულობ ზუსტად და მართლა ნატურალისტურია. ნუარს კიდევ არა უშავდა, ნუარს გავუძლებდი, მაგრამ ნამეტანი ბევრი ნაწლავები და ამპუტირებული კიდურების ცვენაა )

    ეგრევე ვიფიქრე, ლორდს მოეწონება-მეთქი.

    ქართულ თარგმანზე ბევრი ვიცინე )))

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.