დაახარისხე ნარჩენი!

შაბათის პოსტი

თბილისის მერიამ USAID-ის დაფინანსებით უახლესი ურნების დამონტაჟება დაიწყო ქალაქში, რომელიც ნარჩენების დახარისხების საშუალებას გვაძლევს.

როგორც იტყვიან – სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შესაქები ინიციატივაა, როცა კარგი კეთდება კეთილი სიტყვის თქმა უნდა და დანახვა. ოღონდ – ჩახედვა არა.

Tbilisi waste collector

https://www.facebook.com/eto.gugava/videos/2180934271938315/

ინტრიგანი თუ არ ხარ – რას იხედები შიგნით? დაახარისხე და ჩააგდე. რა ვუყოთ მერე, თუ ურნები არ დგას? ნაფიქრი ექნებათ მაგაზე.

Life is too short

თუ ჩახედვაა მაინცდამაინც, მოდი მეზობლის გამოცდილებას ჩავხედოთ. იქ დახარისხების წახალისებას ცდილობენ:

სტამბოლის მეტროს სადგურებში დადგეს ნარჩენშემსყიდველი ავტომატები, რომლებიც პლასტმასის ბოთლებისა და ალუმინის ქილების სანაცვლოდ მგზავრს ისტამბულკარდზე (იქაური მეტრომანი) ურიცხავენ ფულს.

ITU wending machines

0.33-იან ბოთლს დანადგარი 2 თურქულკაპიკად “ყიდულობს”, ქილას კი – 7 კაპიკად. მეტი ზომისას – უფრო ძვირად აფასებს. ბევრი არ გამოდის მაინც, მაგრამ თბილისურ ნოუჰაუს კი ჯობს. ან – ვერ ჯობს.

დრო გვიჩვენებს.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___

P.S.

სადმე სხვაგან, ევროპებში არვის მოუვიდოდა თავში გადამოწმება – დგას თუ არა ურნები. Smile ბოთეები არიან და – მიტომ. ქართველებს ცხოვრებამ გვასწავლა, აბრებსა და ინსტრუქციებს არ ვენდოთ ბრმად. როგორც გამოცდილ წინაპართ დაუბარებიათ – “რუჩკებს არ ენდოთ, რუჩკებსო”.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

2 thoughts on “დაახარისხე ნარჩენი!”

  1. ეგ არის საინფორმაციო სტენდი, ნაგვის ჩასაყრელად არ დაუდგიათ, ინფორმატიულობის ამაღლების მიზნით დაიდგა. ურნები მოგვიანებით დაიდგმება ქალაქის სხვადასხვა უბანში.

    Like

  2. ეგ ერთგან არის ურნების გარეშე. დადგმა დაავიწყდათ ან არ ეყოთ ურნა 🙂 სხვა ადგილებში აქვს ურნები.

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: