კატა სახელად “ძაღლი”

ვიეტნამში ნამყოფი არ ვარ, მაგრამ ქუჩაში ზღვის პროდუქტით მოვაჭრეებს კარგად ვიცნობ – ბევრი მინახავს და ბევრგან შემხვედრია. ჩვენთანაც. როდესაც უამრავ მეთევზეს გაუშლია გვერდიგვერდ დახლი, ძნელია, საუკეთესოს ამორჩევა და მათაც უჭირთ კლიენტის ყურადღების მიპყრობა. ხერხი და ღონე ყველას სხვადასხვა აქვს, უნარი და მიხვედრილობა, მაგრამ ზოგს ისეთი შეგირდი ჰყავს – სხვებისგან გამორჩეული.

Cat-named-Dog-1_thumb1

ვიეტნამელმა ლე ქუოკ პონგმა კატა დაიმეგობრა, სახელად დოგი. Smile ერთი ძველი საბჭოთა მულტფილმისა არ იყოს, კატა რომელსაც ძაღლი ჰქვია, უსიამოვნებებს გადაეყრებაო, მაგრამ დოგი თევზით მოვაჭრეს გადაეყარა და სამი წელია უკვე სარფიანად ვაჭრობენ ზღვის პროდუქტით.

Cat-named-Dog_thumb3Cat-named-Dog-9_thumb1

დოგის სახელი ვიეტნამს გასცდა და მასთან ფოტოს გადასაღებად მეზობელი ქვეყნებიდანაც კი ჩამოდიან. დოგი ფოტოზე უარს არვის ეუბნება, შენაძენის გარეშეც არვის უშვებს. რაც დოგი შევიამხანაგე, ჩემი ბიზნესი კარგად მიდისო – ამბობს პონგი.

Cat-named-Dog-6_thumb1Cat-named-Dog-8_thumb1

Cat-named-Dog-3_thumb1Cat-named-Dog-7_thumb1

დოგი ადგილობრივი სელებრითია. ინსთაგრამის გვერდიც აქვს და სხვადასხვა პრეზენტაციებსა და ივენთებზეც ეპატიჟებიან.

Cat-named-Dog-4_thumb1Cat-named-Dog-10_thumb2

მისთვის ტანსაცმელს ვიეტნამელი დიზაინერები ქმნიან და მოდების ჩვენებებშიც მონაწილეობს.

 Cat-named-Dog-5_thumb1

თუ ვიეტნამში მოგიხდათ ჩასვლა – კი იცით ახლა, თევზი და კიბორჩხალა ვისგან უნდა შეიძინოთ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Meet the Cutest Fish Vendor in Vietnam

Instagram

Facebook

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: