გაწყვეტილი კავშირი სძაგს უფალსა!
პოლონეთის ქალაქ შვიებოჯინში 33 მეტრი სიმაღლის ქრისტეს ქანდაკება დგას. ეს მაცხოვრის ყველაზე მაღალი ქანდაკებაა მსოფლიოში – რიოს ცნობილ ქანდაკებაზე 3 მეტრით მაღალი. მაგრამ სიმაღლეს რა მადლი აქვს – კალათბურთს ხომ არ თამაშობენ (და იქაც სიმაღლე ყოველთვის არ წყვეტს ყველაფერს, აგერ სფად უებს ჰკითხეთ) პოლონელი იესოს მადლი მაღალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტია. ქანდაკების გიგანტური, 3 მეტრიანი გვირგვინი ანტენას და სხვა საჭირო მოწყობილობებს მალავს, რომელიც ადგილობრივმა ინტერნეტ-კომპანიამ განათავსა. სამუშაოები ახლახან დასრულდა და ამჟამად წმინდა ინტერნეტი მიეწოდება შვიებოჯინის ტაძრის მრევლსაც და ქალაქის ათეისტ, ბუდისტ, მუსლიმ და ყველა სხვა მაცხოვრებელს იეღოვას მოწმეების ჩათვლით. ეგკიარა, თუ ვინმე სატანისტი მოხვდება იქვე ახლომახლო, იესო არც მას ეტყვის ინტერნეტზე უარს.
თავად ქანდაკება, რომლის ოფიციალური სახელწოდება “მეუფე ქრისტეს მონუმენტია” (Pomnik Chrystusa Króla) 2010 წელს დაასრულეს. პროექტის კურატორი პადრე სილვესტერ ზავაცკი (Sylwester Zawadzki) იყო. არქიტექტორთა და დიზაინერთა ჯგუფს მიროსლავ კაჟიმიერჟ პატეცკი (Mirosław Kazimierz Patecki) ხელმძღვანელობდა. მშენებლებს კი – ინჟინრები იაკუბ მარჩინოვსკი (Jakub Marcinowski) და მიკოლაი კვაპეჩი (Mikołaj Kłapeć),
© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.
___