ლატე ზურიკელასთვის

თუ ძაღლები, ყავა და მოგზაურობა გიყვართ და ტაიბეიში მოხვდებით, კაფე Mr. R. Drinks-ს უნდა მიაკითხოთ, სადაც ბარისტა მისტერ არ აი ასეთ რამეებს მოგიმზადებთ:

Shiba Inu latte artShiba Inu latte art 2

ტაივანური ყავახანის შიბა ინუ ლატე ე.წ. 3D ლატე-არტის ტექნიკით მზადდება. ეს ტექნიკა აღმოსავლელი ბარისტების მოფიქრებულია, ტრადიციული, ევროპული ლატე-არტისგან განსხვავება თვალნათელია – აქ ნახატი კი არ იხატება, არამედ – იძერწება.  როგორც მიქელანჯელომ თქვა: იღებ გაყინულ ნაღებს და ზედმეტს ჩამოათლი. Smile გრჩება:

Shiba Inu latte art 3Shiba Inu latte art 4

3D ლატე-არტის გამომგონებლად იაპონელ კაზუკი იამამოტოს მიიჩნევენ. ყოველ შემთხვევაში პოპულარიზატორი და ყველაზე ცნობილი ლატე-არტ-სკულპტორი სწორედ ისაა, მაგრამ მისტერ არმა ფერები და მეტი რეალიზმი დაამატა. არ ვიცი, რამდენად დალევადია ასეთი ყავა, მაგრამ თვალი კი სვავს. Smile

Shiba Inu latte art 8Shiba Inu latte art 7

Mr. R ლატე-არტით არამხოლოდ ლატეს – ჩაის, წვენს და ალკოჰოლურ სასმელსაც აფორმებს. თითო ფინჯანს 5-10 წუთს ანდომებს.

ისეთია – დალევა შეგეცოდება.

მაგრამ თუ არ დალევთ – შეიძლება შიბა ინუ თავად დათვრეს და ფინჯანში ჩამოეძინოს. Smile

Shiba Inu latte art 9

ზოგი ხალხის სამზარეულოს უკუღმართი წესი ძაღლის ხორცის ჭამაა. Sad smile ჰოდა აგერ, ასე ლატედ დალევა არ ჯობს? Smile

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

პოსტებს ვახარისხებ ხოლმე და ბლოგის სხვადასხვა უჯრაში ვათავსებ. ასე უფრო მოსახერხებელია.

ამ პოსტზე ვფიქრობდი – საჭმელ-სასმელში გამეშვა თუ ხელოვნებაში. Smile ბოლოს ხელოვნებაში მოხვდა, ArtsBox-ში.

***

Mr. R Drinks

 

Advertisements

2 thoughts on “ლატე ზურიკელასთვის

    • შეიძლება გემრიელიცაა 🙂
      უბრალოდ ლატე-არტის ჩემპიონატები რომ ტარდება, გემოს არ აფასებენ ხოლმე. წამებში უნდა დაახატო, რომ ყავა არ გაცივდეს და ის ტემპერატურა შეინარჩუნოს, რაც განსაზღვრულია. მაგრამ ეს წამები მარტო რამდენიმე მარტივ ნახატს ყოფნის.
      დღეს ათას ინსტრუმენტს იყენებენ – ჩხირებს, დანებს და რავი. ჰოდა დრო მიდის, აქცენტი არტზეა და არა გემოზე. ამიტომ ვამბობ.

      ამ შემთხევაში, როგორც ვხვდები ფიგურები მზად აქვს მაგრამ გაფორმებას მაინც მიაქვს დრო 5-10 წუთი ბევრია. მაგრამ კაია მაინც. 🙂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s