რა მოხდა მადრიდში?

ადეკვატის კუთხე.
ეძღვნება ჩემს არაადეკვატ მეგობრებს <3.
და – არამხოლოდ.

ქართველებმა ყველაფერი ყველაზე კარგად ვიცით, ყველაფერი გვახსოვს, არც რამის გაგება და გახსენება გვჭირდება, კითხვა არ გვიყვარს, მოსმენა არ ვიცით.

მაინც დავწერ, შემორჩეს არქივს.

1. ფეხბურთელის მიერ საჯარიმოში წესის დარღვევა ისჯება თერთმეტმეტრიანი დარტყმით. წესის დარღვევად ითვლება – მეტოქისთვის დარტყმა ან დარტყმის მცდელობა, მეტოქეზე შეხტომა, მეტოქეზე დაჯახება, მეტოქისთვის ხელის კვრა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეიძლება დაინიშნოს მატჩის პირველ წამზეც და ბოლო წამზეც, მსაჯის მიერ დამატებული დროის ჩათვლით. (შეგიძლიათ აქ და მერე აქ გადახედოთ და დარწმუნდეთ).

1.1 იყო თუ არა დარღვევა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ?

Penalty1

იყო.

უნდა დაენიშნა მსაჯს თერთმეტმეტრიანი დარტყმა?

Penalty 2Penalty 1

უნდა დაენიშნა.

2. ფეხბურთელის მიერ წესების უხეში დარღვევა შეიძლება დაისაჯოს ყვითელი (გაფრთხილება) ან წითელი (მოედნიდან გაძევება) ბარათით. მეორე ყვითელი ბარათი ავტომატურად ნიშნავს მოედნიდან გაძევებას, მაგრამ მსაჯს უფლება აქვს ფეხბურთელს პირდაპირ წითელი ბარათიც უჩვენოს.

იმ დარღვევათა ჩამონათვალში, რომელიც პირდაპირი წითელი ბარათით ისჯება მითითებულია შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და ჟესტების გამოყენება.

მსაჯზე თავდასხმა და შეურაცხყოფა ისჯება პირდაპირ წითელი ბარათით.

Fouls and misconduct

მსაჯმა ფეხბურთელს წითელი ბარათი შეიძლება უჩვენოს მატჩის პირველ წამზეც და ბოლო წამზეც, დამატებული დროის ჩათვლით. მეტიც – თამაშის დასრულების შემდეგაც.

2.2 უნდა გაეძევებინა თუ არა მსაჯს მოედნიდან ბუფონი?

Red card 2Red card 1

არ მგონია, ბუფონი პეტრარკას დეკლამირებდეს. Smile დანტეს – დავიჯერებ.

Red card 3

აქ ყველაფერი ჩანს – შეურაცხმყოფელი სიტყვებიც და ჟესტებიც.

მსაჯს სრული უფლება ჰქონდა, ბუფონი მოედნიდან გაეძევებინა. ფეხბურთის წესების მიხედვით – ვალდებულიც იყო.

სტატისტიკამ ყველაფერი იცის და ოლივერი ცნობილია, როგორც ავტორიტეტთა რისხვა და წითელ-ყვითელი ბარათების მოფრიალე მსაჯი – საშუალოდ 6 თამაშში ერთხელ აძევებს მოედნიდან ფეხბურთელს.

***

კრიშტიანუმ კი ისეთი დაარტყა, ბუფონი, დეხეა და ნოიერი რომ მდგარიყვნენ ერთად – მაინც ვერ აუღებდნენ.

***

სხვათა შორის, საკამათო ეპიზოდები მატჩში სხვაც იყო და არამხოლოდ “რეალის” სასარგებლოდ – მაგალითად, თამაშგარე ისკოზე.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ბოლობოლო ბუფონს წითელი ემართა ზიდანის და დაუბრუნა. Smile თან ის მსოფლიოს ფინალი იყო და ეს ლიგის მხოლოდ მეოთხედფინალი. Smile 

Red card 4

მაგრამ ზიდანი ჯიგარია – მაინც “გაურასხოდა”.

P.P.S.

ესფესიალი “ბარსას” ქომაგებს: “რომას” მოგება გამორიცხულია და “ლივერმა” ან “ბავარიამ” თუ დადეს თასი – მე-6 იქნება და გადაგასწრებენ. Winking smile ასე რომ, ისევ “რეალის” მეცამეტის ქომაგობა გიწევთ – შეჩვეული ჭირია მაინც. Winking smile

მოუცილებელი. Smile

P.P.P.S.

კომენტარები ამ პოსტის ქვეშ გათიშული მაქვს, მაგრამ ჩემმა კარგმა მეგობარმა და ფეხბურთის მცოდნემ ნიკოლოზმა მითხრა, “იქნებ, დედა შეაგინა” უნდა დაგერქმიაო. :)))
ფორსმაჟორული პოსტია, ამბებს სწრაფად მიდევნებული და ვერ მომაფიქრდა. :/ ახლა ვეღარ შევცვლი.

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

%d bloggers like this: