მისი დღეგრძელობის საიდუმლო

Antonio Docampo Garciaანტონიო დოკამპო გარსია (Antonio Docampo García) ესპანეთში ყველაზე ცნობილი “ლოთი” იყო. ეგებ – მსოფლიოშიც. ერთი რომ, ამ ლოთობით საუკუნეზე მეტისა მოიყარა ინფარქტისა და ავადობის გარეშე. მეორე – მისი სახელი და გვარი ღვინის ბოთლებს ამშვენებს. გარსია ესპანელი მეღვინე იყო. ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა. 107 წლისა. და მისი დღეგრძელობის საიდუმლო – მისივე ღვინოებია.

მას შემდეგ, რაც დოკამპო გარსიამ ღვინოს გაუგო გემო, სხვა სითხეს არაფერს მიკარებია. არც – წყალს. ოთხ ბოთლ ღვინოს სვამდა დღეში. სამხარზე, ვახშამზე და დღის განმავლობაში, როცაკი მოწყურდებოდა. წყლის ნაცვლად. მეტწილად – წითელს, თუმცა. ხანდახან, თეთრსაც გამოურევდა ხოლმე.

დოკამპო გარსია ვიგოდანაა. სამხედრო იყო. ესპანეთის სამოქალაქო ომის მონაწილე. სწორ მხარეს იბრძოდა – ფრანკოს მხარეს (თუ რატომ იყო იმ დროს და იმ ვითარებაში ფრანკოს მხარე სწორი, ამაზე დავწერე ერთხელ და ახლა ამ თემას ნუ განვავრცობთ!). მძიმე ჭრილობაც ჰქონდა და ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მშვიდობა რომ დადგა, მეღვინეობას მიჰყო ხელი. გალისიური ზვრების მხარე ურენსეა, სადაც ზაფხული თბილია და ზამთარი კი – ნოტიო. ყველა გალისელ მეღვინეს აქეთ მოუწევს გული. ანტონიო დოკამპო გარსიაც აქეთ გადმობარგდა. Bodegas Docampo (“დოკამპოს ღვინოები”) 60’000 ლიტრ ღვინოს ყიდის წელიწადში. ბევრი არაა, თუმცა ესპანეთს გარეთაც გააქვთ. ასეთ ეტიკეტს თუ მოკრავთ თვალს – ეგაა გარსიას ღვინო.Vinda do Campo

რაც სხვადასხვა ღვინის ფესტივალებზე მონაწილეობს, Bodegas Docampo-ს ღვინოებს არაერთი ჯილდო აქვთ. სხვათა შორის, არ არის ძვირი – 3 ევროა ფასი. თუმცა, Bodegas Docampo-ს უფრო ძვირფასი ღვინოებიც აქვს 10 Docampoდა 25 ევრომდეც. არ ვიცი, რომელი ახანგრძლივებს სიცოცხლეს. Smile ალბათ – ყველა. მაგრამ თუ 107 წელს უმიზნებ, მთლად 3 ევროდ არ უნდა დახურდავდე, ალბათ. Smile

სხვათა შორის, ვიგოში საუკუნემოყრილი 138 მაცხოვრებელია.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

წინა პოსტი, თუ გახსოვთ, პიერ ერმეზე იყო… ერმეს ნამცხვრები და შოკოლადი რომ მიირთვა ყოველდღე, ნეტა, რამდენ ხანს იცოცხლებ?

მგონი – რაღა მოგკლავს! Smile

***

Vivió 107 años y solo bebía vino tinto

***

ასევე: How-to: დიეტა ფრანგულად

ავტორი: Lord Vader

Not stupid, or inconsiderate. Not obnoxious, or violent, or boring, or annoying. Not a bad dresser, not unemployed, and not unhandsome, either. Still drive people mad sometimes. :)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

%d bloggers like this: