…ფილმი მაქვს ნანახი

– ეს წიგნი წაკითხული გაქვს?

– ფილმი მაქვს ნანახი.

რამდენჯერ უთქვამთ. მაგრამ, მაინც წაკითხვა სჯობს. წიგნი, როგორც წესი, უკეთესია ხოლმე ეკრანიზაციაზე (“კანი, რომელშიც ვცხოვრობ”). თანაბარია – ზოგჯერ (“ბეჭდების მბრძანებელი”). უკეთესია – იშვიათად (“ნათლია”). ძალიან იშვიათად.

თუმცა, მარტო წიგნის ნახვა კიარა, ფილმის წაკითხვაც შეიძლება. კინოსცენარიც ლიტერატურის ჟანრია. მე არ ვკითხულობ. პიესებსაც ვერ ვკითხულობ, არათუ კინოსცენარს. ძალიან ბორინგია. მაგრამ ფილმისთვის დიდი ფასი აქვს. თუ კარგი სცენარი არ გაქვს, კარგ ფილმს ვერ გადაიღებ.

რატომ ვიბოდიალე ახლა ამდენი. იმიტომ რომ, არის სცენარისტი, ვისი კინოსცენარიც ხარისხის ნიშანია. ეტალონი. თუ მის გვარს დაინახავ პოსტერზე – იცი, ფილმი უნდა ნახო და არ გაგაწბილებს. ჰანს რუსენფელტი (Hans Rosenfeldt) – ჩაინიშნეთ! “ხიდის” ავტორი (ამ ფილმზე დავწერე ადრე).

Hans Rosenfeldt

ამ სერიალს ნაკლი არ აქვს (ჩემთვის) – ყველაფერია, რაც დეტექტივში მიყვარს: ნელი თხრობა. ჩახლართული ისტორია. პოლიციური გამოძიების დეტალები. და კლასიკურ (და გვარიანად შემოცვეთილ) ხერხს, როდესაც ორ ადამიანს გვერდიგვერდ მუშაობა უწევს, ერთმანეთი კი გულზე არ ეხატებათ, ამჯერად სხვა ელფერი დაჰკრავს – მარტინს, გულზე არ ეხატება კიარ, ატანა არ აქვს საგასი, საგას კი – არც ანაღვლებს. არც ეს ამბავი და არც თავად მარტინი. ის დაგეშილია კვალზე და სხვას და დანარჩენს არად აგდებს. ნიძლავს ვარ, ისიც არ იცის, დედამიწა რომ ბრუნავს მზის გარშემო. დავიწყებული აქვს. გამოძიებაში არაფრად ადგია და – იმიტომ.
ქალი, რომელიც სუსხიდან მოვიდა

შვედეთის რადიოს პირველ არხზე გადაცემის წამყვანია, რამდენიმე გადაცემის სცენარისტი, ცოტა ხანი ტელევიზიაშიც მოასწრო მუშაობა, გოთენბურგის თეატრის დასის მსახიობიც იყო… მე ”ხიდით” გავიცანი. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე კინოსცენარი დაწერა (“სებასტიან ბერგმანი” და “მარსელა”). ორთავ კარგია, თუმცა “ხიდამდე” ბევრი უკლია. ერთსაც და მეორესაც. “ბერგმანი” წიგნადაც არის. უფრო ზუსტად – ჯერ წიგნებად დაწერა მიკაელ იორტთან ერთად, შემდეგ პირველი ორი რომანი კინოსცენარად გადააკეთეს და მომდევნო ორი სერიის კინოსცენარიც დაწერეს. იორტი “ბერგმანის” რეჟისორადაც მოგვევლინა.

Rosenfeldt & Hjorth

დეტექტივია ყველა. ძალიან კარგი, ხარისხიანი სკანდინავიური დეტექტივი. ასეთი მოდური და პოპულარული დღეს. დამსახურებულადაც. რა თქმა უნდა მინი-სერიალებია (“რა თქმა უნდა” იმიტომ, რომ დაუმთავრებელი სერიალების გაძლება და დასრულების მოთმინება არ მაქვს. არც ვუყურებ). კარგი მსახიობებით, კარგი რეჟისურით და საუკეთესო სცენარისტით.

რომანებს რაც ეხება, პოლიციის ფსიქოლოგ სებასტიან ბერგნმანზე ორი წიგნია “ბნელი საიდუმლოებები” და “მოწაფე”.

  • ნუ ბუზღუნებ – ყველა ლინკს პოსტის ბოლოს დავდებ!

კარგად იკითხება, მაგრამ სკანდინავიურ ოქროს სტანდარტს (ლარსონი ან მანკელი) ვერ წვდება. ალბათ, ამიტომ არ აგრძელებენ რომანად და სცენარ-სცენარ შლიან. რად გინდა, მეორეხარისხოვანი ლარსონობა თუ პირველხარისხოვანი რუსენფელტი ხარ? და იორტიც.

Creative Commons License

© Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

ახლახანს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი “გოგონა ნისლში”. ინტერნეტ-საიტებზეც დევს უკვე. ჩემი რჩევაა – არ ნახოთ ჯერ.

Smile

ჯერ წიგნი წაიკითხეთ! დონატო კარიზის კარგი დეტექტივია. ეკრანიზაციაც მისია და, ალბათ, არ უნდა იყოს ცუდი (არ მინახავს ჯერ) მაგრამ წიგნი ნამდვილად კარგია.

___

ხიდი
სებასტიან ბერგმანი (ფილმი)
მარსელა

***

რუსენფელტი და იორტი (წიგნები)

Advertisements

6 thoughts on “…ფილმი მაქვს ნანახი

  1. ხიდი არაჩვეულებრივი სერიალია.
    მარსელას ყურება ახლა დავიწყე, ბერგმანი გამოვტოვე. მოვინიშნო უნდა ეგეც. შენ ტყუილად არ გვირჩევ. 🙂

    კარგია, რომ ლიტერატურულ პოსტებს დაუბრუნდი 🙂

    Liked by 1 person

  2. “ბეჭდების მბრძანებელი” როგორაა თანაბარი? ფილმი მაგარია, სპეც-ეფექტები, კარგი მსახიობები, მაგრამ მაინც გაპრიმიტივებული ეკრანიზაციაა. წიგნთან შედარებაც არ შეიძლება.

    Like

    • რთული ნაწარმოებია და მაგის ეკრანზე გადატანაც რთუ;ლი იყო. ჯექსონმა კარგად მოახერხა. არ გაუფუჭებია. ბევრი რამე დაცულია. ახლა ასი პროცენტით ვერ გადაიტანდა.
      ფილმს თავისი მეტრაჟი აქვს და სპეციფიკა. რაღაცები სეკვესტრში მოყვა 🙂 ,აგრამ ფილმი ძალიან კარგია.
      ჩემთვის შედარებადია ამიტომ.

      Like

      • “დანის პირზე მორბენალიც” წიგნის დონე გამოვა ეგრე? არადა მე და შენ შევთანხმდით, რომ წიგნი ბევრად უკეთესია 🙂

        Like

      • არ მახსოვს როდის შევთანხმდით, მაგრამ გეთანხმები რომ წიგნი ჯობს. 🙂
        აქ სხვა კრიტერიუმზე ვწერდი – ბლეიდრანერიც, ბეჭდებიც არის მაღალი დონის ფილმი. ერთ-ერთი საუკეთესო. ელექტროცხვრებიც და ბეჭდებიც ერთ-ერთი საუკეთესოა. წიგნები. მაგრამ ფილმებიც ერთ-ერთი საუკეთესოა – ამიტომაა თანაბარი.
        თორემ ვისაც კითხვა უყვარს, იმისთვის წიგნი რომ სჯობს არ გეკამათები. მაგრამ ეს სხვა თემაა. ზოგადად პირდაპირი შედარებაც არაა სწორი – ერთი დარგიდან გადააქვთ მეორეში და იმას თავისი სპეციფიკა აქვს. რაღაცა დაიკარგება, რაღაცა უნდა შეცვალო, კოპირება ვერ გამოდის.
        მაგრამ ამ ორ შემთხვევაში – კარგადაა გადატანილი.

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s